კახეთი - სიღნაღი - ღვინის ტური კახეთში : ღვინის დაყენება ქვევრებში წლისაა , ეს ღვინის სამშობლოა .
ფოტო: Vladimir Pankratov · CC BY-SA 4.0; Vladimir Pankratov · CC BY-SA 4.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
• რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა !
სიღნაღში მეღვინეობა " ხოხბის ცრემლები " დეგუსტაცია ბრენდების " რქაწითელი ", " ქინძმარაული ", " საფერავი ", " ხვანჭკარა " და " ჭაჭა " უ ფ ა ს ო ა. ! ! !
ყოველდღე გთავაზობთ ტურებს თბილისიდან საქართველოს ყველა კუთხეში ჩვენს საკუთრებაში არსებული ავტომანქანებით ! ამჯერად ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან სიღნაღსა და ბოდბის მონასტერში !. ტური დაიწყება თბილისიდან თქვენთვის სასურველი ადგილიდან 10.00 საათზე და დასრულდება თბილისში 20.00 საათზე ! ტურის ფარგლებში თქვენ ნახავთ :
1. ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს, სადაც წმინდანია დაკრძალული.
2. სამკურნალო წყაროს, რომელიც წარმოიშვა წმინდა ნინოს ლოცვის შედეგად. ამ წყარომდე მისაღწევად მოგიწევთ კიბის 700 საფეხურით ქვემოთ დაშვება, სამკურნალო წყაროში განბანვის შემდეგ კი ამავე საფეხურებით უკან დაბრუნება !
3. სიღნაღში ნახავთ 4 600 მეტრი სიგრძის გალავანს, რომელიც სიღნაღს ჰყოფს ორ ნაწილად და ჰქვია ძველი და ახალი სიღნაღი !
4. სიღნაღში ნახავთ ნიკო ფიროსმანის ნახატებს .
5. დაათვალიერებთ ძველ და ახალ სიღნაღს, საიდანაც იშლება ალაზნის ველი . . .
6. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციას და მამაპაპურ ტექნოლოგიას და იქვე დააჭაშნიკოთ ქვევრიდან !
7. იქვე ექსკლუზიური უფლებით გთავაზობთ უ ფ ა ს ო დეგუსტაციას ისეთი ბრენდების, როგორიცაა " რქაწითელი ", " ქინძმარაული ", " საფერავი ", " ხვანჭკარა ", " ჭაჭა " . . .
8. იქვე სურვილის შემთხვევაში თავად გამოაცხობთ კახურ თონეში კახურ შოთს და შეგეძლებათ თონესთან მიირთვათ გუდის ყველთან ერთად !
9. რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა !
10. არვშიფრავთ მთლიან ტურს, რადგან აკოპირებენ ჩვენს განცხადებებს, გვპარავენ ტექსტებს და ფოტოებს, მაგრამ ვერასოდეს დაადგენენ იმ საიდუმლოს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ დამკვეთებს და რითაც ჩვენი მძღოლები და გიდები აკვირვებენ უცხოელებს ნანახით !
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ! ამ ტურში ნახავთ საოცრებას, რაც არაა ცნობილი ყველა მოკვდავისათვის ფა შეგნებულად არ ვშიფრავთ ამ გამცხედენაში., რის შედეგადაც ეს ტური გახდა ლეგენდარული !
სიღნაღი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სიღნაღში ჩვეულებრივ ბოდბესაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, დეგუსტაცია ადგილობრივ მარანში, სურვილისამებრ ღამისთევა ძველ ქალაქში. ერთდღიან და ორდღიან ვარიანტს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ველი მწვანეა ან რთველი მიდის, კავკასიონი კარგად ჩანს.
ივლისი–აგვისტოში ქალაქი მაღლაა და ველზე გრილა, მაგრამ შუადღისას მაინც 30°-ს ცდება.
ზამთარში მშვიდია, ბევრი გესტჰაუსი ღიაა; ნისლიან დღეს ველის ხედი შეიძლება ვერც ნახოთ.
რა ვნახოთ
- გალავანი — XVIII საუკუნის კედელი კოშკებით; ზოგ მონაკვეთზე ასვლა და კედელზე გავლა შეიძლება
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი და წყარო, ქალაქიდან 2 კმ-ში
- სიღნაღის მუზეუმი — ფიროსმანის ნახატების კოლექცია და არქეოლოგიური ექსპოზიცია
- წმინდა გიორგის ეკლესია და თავისუფლების მოედანი — ქალაქის ცენტრი ხედის ბაქნებით
- მარნები და ღვინის ბარები — ადგილობრივი საფერავი და ქვევრის რქაწითელი
- წნორი და ალაზნის ველი — ქვემოთ, 10 წუთის სავალზე, ვენახებითა და ბაზრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან საგარეჯოსა და ბაკურციხის გავლით დაახლოებით 110 კმ-ია, 1 საათი და 45 წუთიდან 2 საათამდე. მარშრუტკა სამგორის სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საგარეჯო–გურჯაანის ტრასით და ბოლოს აღმართით ქალაქში; გზა კარგია მთელი წლის განმავლობაში.
სად დავრჩეთ: ძველ ცენტრში — პატარა სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები ველზე გადამავალი აივნებით.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ქუჩები ქვაფენილიანი და დაქანებულია; ბოდბისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი კარგად მუშაობს.