დაშბაშის კანიონი და ჯავახეთი - კვირას სექტემბერს !

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებანინოწმინდა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID64416

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

წამო ჯავახეთში "გურმენთან" ერთად !

ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო, გთხოვთ, აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას!

არ ვაბინძურებთ გარემოს;
არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში;
არ ვბილწსიტყვაობთ;
არ მოვდივართ ქუსლიანი ფეხსაცმელებით;

რა დამჭირდება/რა წამოვიღო?
(ზოგადი რეკომენდაციები)
1. გამოსაცვლელი ტანსაცმელი;
2. საწვიმარი;
3. კომფორტული სალაშქრო ფეხსაცმელი;
4. კომფორტული ზურგჩანთა;
5. პოზიტივი;
6. პირბადე (აუცილებლად!)

მოსანახულებელი ადგილები:
დაშბაშის კანიონი
ფარავნის ტბა
საღამოს ტბა
ბერთას სამონასტრო კომპლექსი(სასწაულმოქმედი კალმახები)
გოროლევკა

ტურის სირთულე - მარტივი
გასავლელი მანძილი - 3-4კმ

შეკრების ადგილი: დიდუბის ზედა ამოსასვლელი
შეკრების დრო: 07:00 საათი
გასვლის დრო : 07:30 საათი

( დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში)

1. ტრანსპორტირება
2. საფეხმავლო გამყოლი
3. ფოტო-გადაღება

1. კვება ( საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდუალურად)
2. დაშბაშის კანიონის ბილეთი:
საქართველოს მოქალაქეებისთვის -10 ლ.
არასწრულწლოვანებისთვის -.
3. კანიონში მკლავურით შეცურვა

ტურზე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.

ადგილების დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.

- გურო

აბა, ლამაზი დღის მოლოდინში !

ნინოწმინდა — რა ტურებს გთავაზობთ

ნინოწმინდა ჯავახეთის ტბების ტურში შედის: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ფოკის მონასტერი, ფარავანი და ღამისთევა ზეგანზე. ზაფხულის დღეებს თქვენზე მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 18–23°, ტბებზე ფრინველები და აყვავებული მინდვრები.
ივნისი და სექტემბერი გრილია, ღამით შეიძლება ყინავდეს.
ზამთარი მკაცრია, -20°-ზე ქვემოთაც ჩადის; ფარავანი იყინება და ზოგი ყინულზე თევზაობს.

რა ვნახოთ

  • ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი — X–XI საუკუნის ეკლესია ფარავნის ნაპირზე; მონაზვნები ყველს ამზადებენ
  • ფარავნის ტბა — საქართველოს ყველაზე დიდი ტბა, 2000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე
  • საღამოს ტბა — ფარავნის მახლობლად, ფრინველებისა და თევზაობის ადგილი
  • ხანჩალის ტბა — ქალაქთან ახლოს, გადამფრენი ფრინველების გაჩერება
  • გორელოვკა — დუხობორების სოფელი ძველი ხის სახლებით და სალოცავით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მანგლისისა და წალკის გავლით დაახლოებით 160 კმ-ია, 3 საათამდე. მარშრუტკები სამგორის სადგურიდან დადის; ნინოწმინდაზე გადის თბილისი–გიუმრის გზაც.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან მანგლისი–წალკის გზით; ზამთარში თოვლისა და ყინულის გამო ხშირად რთულია.
სად დავრჩეთ: ქალაქში ცოტა სასტუმროა — ბევრი ფოკის ან ფარავნის ტბის გესტჰაუსებში ჩერდება.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი და ქუდი ზაფხულშიც.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქში მუშაობს; მოსახლეობის დიდი ნაწილი სომხურად და რუსულად ლაპარაკობს.

ნინოწმინდა: გზამკვლევი
ნინოწმინდა

ხშირი კითხვები

რა ტემპერატურაა ზაფხულში?
დღისით 18–23°, ღამით 5–10°. ზაფხულშიც თბილი ტანსაცმელი წაიღეთ.
შეიძლება თუ არა ფოკის მონასტრის ყველის ყიდვა?
კი, მონასტერთან პატარა მაღაზიაა, სადაც მონაზვნების ყველი და სხვა ნაწარმი იყიდება.
ნინოწმინდიდან სომხეთში გადასვლა შეიძლება?
კი, ახლოს ბავრის სასაზღვრო პუნქტია, საიდანაც გზა გიუმრისკენ მიდის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.