ვარციხე, როდოპოლისის ციხე, ვანის ნაქალაქარი, ვანის მუზეუმის, ვაშლარას დედათა მონასტერი, სულორი სექტემბერს
ფოტო: Gaga.vaa · CC BY-SA 3.0; Gaga.vaa · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ დიხაშხოს საოცარი გოგირდოვანი აუზები, სულორი, ვანის ნაქალაქარი და როდოპოლისის ციხე, რას ელოდებით??
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი
ვანის ნაქალაქარი - ანტიკური ხანის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი;
დიხაშხოს ჭალა ულამაზესი ბუნებით, სამკურნალო გოგირდის გეიზერებით, ბუნებრივი აუზებით და საოცარი ჩანჩქერებით, რომელიც თურქული პამუკალეს მსგავსია თავისი საოცარი აუზები,
ვაშლარას მენელსაცხებლე დედათა სახელობის დედათა მონასტერი
ბალნეოლოგიური კურორტი სულორი
ვარციხე, როდოპოლისის ციხე
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
აუცილებელია გქონდეთ პირბადე!
არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სანამ ტურის სანახავი ლოკაციები არ დასრულდება!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი და გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, ქუდი მზისგან თავდასაცავად. (სურვილისამებრ საცურაო კოსტიუმი)
ვემორჩილებით გიდს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გიდი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
გიდს აქვს უფლება მოცემული ლოკაციების თანმიმდევრობა შეცვალოს!
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გიდი
თერმოსკრინინგი
სადეზინფექციო ხსნარი
კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები!
მუზეუმის თანხა:
ზრდასრული-, სტუდენტი, მოსწავლე და პენსიონერი-0.50თ.
საჯარო სკოლების და ბაგა-ბაღის პედაგოგები-
სამხედრო და პოლიციელი-
გასვლის დრო: - დილის 6:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
ვანი — რა ტურებს გთავაზობთ
ვანი ქუთაისიდან ნახევარდღიანი გასვლაა: ტრანსპორტი, გიდი, ნაქალაქარი და მუზეუმი, სურვილისამებრ საირმეც. თბილისიდან ორდღიან მარშრუტსაც შეგიდგენთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–26°, ნაქალაქარის ღია ბორცვზე სასეირნოდ კომფორტულია.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა; ნაქალაქარი დილით ან საღამოს მოინახულეთ.
რა ვნახოთ
- ვანის ნაქალაქარი — ძვ. წ. VIII–I საუკუნეების კოლხური ქალაქის ნაშთები ბორცვზე, ხეობის ხედით
- ვანის არქეოლოგიური მუზეუმი — ოქროს სამკაულები, ბრინჯაოს ქანდაკებები და ამფორები გათხრებიდან
- გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი — სოფელ ჭყვიშში, პოეტის მშობლიურ სახლში
- საირმე — მინერალური წყაროების კურორტი ტყეში, ვანიდან ერთ საათამდე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 250 კმ-ია, 3,5 საათამდე; ქუთაისიდან — 40 კმ, დაახლოებით 45 წუთი. მარშრუტკა ქუთაისის სადგურიდან დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან რიკოთის მაგისტრალით ზესტაფონამდე, შემდეგ ვანის მიმართულებით.
სად დავრჩეთ: ვანში რამდენიმე გესტჰაუსია; ხშირად ქუთაისში ან საირმეში ჩერდებიან.
რა წავიღოთ: ნაქალაქარზე — ქუდი და წყალი, ჩრდილი ცოტაა.