გომის მთა და მარტვილი
ფოტო: Stratovara · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შემოგვიერთდით ღრუბლებს მიღმა გომის მთის ტურზე ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრზე
თბილისიდან და ასევე
გორიდან და ხაშურიდანაც შესაძლებელია მგზავრების აყვანა ვისაც აქვს სურვილი რომ შემოგვიერთდეს
დღის განრიგი და რას მოვინახულებთ:
06:00 წთ ზე ვიკრიბებით და 06:15 ზე გავდივართ ველოსიპედის ძეგლიდან
პირდაპირ მივემართებით გომის მთისკენ
დავბინავდებით ულამაზეს კოტეჯებში
მოვემზადებით ულამაზესი ხედის სანახავად
დავანთებთ კოცონს ვითამაშევთ სახალისო თამაშებს ერთმანეთის უკეთ გასაცნობად
მოვაწყობთ პიკნიკს ულამაზეს გარემოში
გასვლა 12:00 ზე
მოვინახულებთ:
მარტვილის კანიონს
თბილისში დაბრუნება 20:00
ტურის საფასურში შედის :
ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ვავტობუსით
ყველაზე პოზიტიური ტურის ლიდერები
კოტეჯებში ღამის გათევა
ფოტო გადაღება
ტურის საფასურში არშედის:
კვება ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად
კანიონში შესასვლელი ბილეთები
ტურის საფასური
აუცილებელია:
თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
თან ვიქონიოთ თბილი ტანისსამოსი
თუკი მგზავრები უკრავთ მღერით ცეკვავთ კარგ განწყობასთან ერთად ყველაფერი თან წამოიღთ
მარტვილი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური მარტვილში ჩვეულებრივ ოკაცესა და პრომეთეს მღვიმესაც მოიცავს: ტრანსპორტი, გიდი, ნავით სეირნობა და ღამისთევა ქუთაისში. მარშრუტს თქვენს თარიღებზე შეგირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, კანიონში წყალი სუფთა და ფერადია.
ივლისი–აგვისტოში ნოტიო სიცხეა, 30°-ზე მეტი, კანიონთან კი რიგები დგება.
ძლიერი წვიმის შემდეგ წყალი იმღვრევა და ნავით სეირნობა შეიძლება შეჩერდეს; ზამთარში რბილი, მაგრამ წვიმიანი ამინდია.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ფირუზისფერი წყალი, ჩანჩქერები და ნავით სეირნობა ვიწრო ხეობაში
- ჭყონდიდის (მარტვილის) მონასტერი — ძველი ტაძარი გორაზე, ქალაქისა და ველის ხედით
- ბალდის კანიონი და ონიორეს ჩანჩქერი — ნაკლებად ხალხმრავალი, ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ში
- ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი — მეზობელ ხონის მუნიციპალიტეტში, ერთ დღეს ხშირად ერთად ნახულობენ
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 280 კმ-ია, 4–4,5 საათი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჯერ ქუთაისამდე მიდიან მატარებლით ან მარშრუტკით, იქიდან მარტვილის მარშრუტკას დაახლოებით 1 საათი სჭირდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ქუთაისამდე ავტომაგისტრალით, შემდეგ ხონის ან სამტრედიის გავლით.
სად დავრჩეთ: მარტვილში — რამდენიმე გესტჰაუსი; უმეტესობა ქუთაისში ჩერდება და აქ ერთი დღით მოდის.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი კანიონის ბილიკებისთვის, ზაფხულში — მწერების საწინააღმდეგო საშუალება; მონასტრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია.