national delicacy

მოირონინე სვანეთი -შდუგრა, შხარა, ზაგაროს უღელტეხილი - 160 ლარად ❤

  • ID: 64258
  • ნახვები: 1086
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/09/21
    დაბრუნება
    • 05/09/21
დამატებითი ინფორმაცია

 მოლაშქრეთა კლუბი რონინი 2-5 სექტემბერს გთავაზობთ 4 დღიან არასტანდარტულ ტურს სვანეთში 

 შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 00:50 სთ.
 გასვლა: 01:00სთ.

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი

 

 ტურის აღწერა:

 

 პირველი დღე
1. შდუგრას ჩანჩქერი (საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია - ფეხით გასავლელი მანძილი 6 კმ.)
2. ჰეშკილის ქოხები და ცნობილი საქანელა 
3. სიყვარულის კოშკი
4. სოფელი უშგული
5. სურვილის შემთხვევაში ვნახავთ ფილმ "დედეს"

 

 დაბინავება უშგულში საოჯახო ტიპის სასტუმროში

 

 მეორე დღე
1. შხარის ძირში ასვლა დელიკებით (ფეხით გასავლელი მანძილი 4 კმ)
2. უშგულის ლამარია (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს)
3. თამარის კოშკი - XII-XIII სს -გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის ზამთრის რეზიდენცია იყო.
4. თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია - ხედები უშგულზე (მანძილი ფეხით 3 კმ)

 

 დაბრუნება სასტუმროში - თავისუფალი დრო

 

 მესამე დღე
1. ზაგაროს უღელტეხილი (უღელტეხილი აკავშირებს ზემო და ქვემო სვანეთს. ზ/დ 2623 მ - ავდივართ დელიკებით)
2. 13 ასურელი მამის ეკლესია ზაგაროს უღელტეხილზე ( ზ/დ 2700 მ)
3. კურორტი თეთნულდი
4. ღამის მესტია (თავისუფალი დრო)

 

 დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში

 

 მეოთხე დღე
1.მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
2. ენგურის წყალსაცავი
3. დადიანების სასახლე

 

 წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ვერ ვნახავთ თამარის საზაფხულო რეზიდენციას და კურორტ თეთნულდს, რადგან ნისლი არ მოგვცემს საშუალებას დავტკბეთ ხედებით ...

 

 სურვილის შემთხვევაში ზუგდიდში ელარჯსაც მივირთმევთ 

 

 გამომგზავრება თბილისში

 მარშუტის სირთულე:
მარტივი
 ფეხით გასავლელი მანძილი
13 კმ

 

 ტურის ღირებულება - 160 ლარი

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 (1 კვირა) საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

 

 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
 გამყოლი
 ფოტოგადაღება
 განთავსება სასტუმროში სამი ღამით

 

 ფასში არ შედის:
 ოთხი დღის სამყოფი საკვები, მიგვაქვს ინდივიდუალურად და ვიკვებებით ერთად .
 მესტიის მუზეუმში შესასვლელი ბილეთი 10 ლარი (სტუდენტი/სკოლის მოსწავლე/პენსიონერი 0.5ლ. საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები/თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები -1ლ) ,
 სიყვარულის კოშკში შესვლის ღირებულება 1 ლარი,
 ზაგაროს უღეტეხილზე და შხარის ძირში მისასვლელი დელიკის ღირებულება 35 ლარი.
 ფილმის ჩვენების საფასური 10 ლარი

 

 

 რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი  რაც მთავარია - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა !!! 

 

 

 

 ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

 

 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე160.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/09/21
    დაბრუნება
    • 05/09/21