მარიამობა თუშეთში

ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID64241

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ 3 ხეობას:
1)ჩაღმა
2)პირიქით
3)გომეწრის

დღე პირველი: ომალო, შენაქო, დიკლო. დაბინავება ღამისთევა.

დღე მეორე: დართლო, ფარსმა, გირევი, კვავლო. დაბინავება ღამისთევა.

დღე მესამე: ბოჭორნა, დოჭუ. ამ ხეობაში რამდენიმე სოფელს ვნახავთ შორიდან :) ხედებით დავტკბებით...ილიურთა, გოგლურთა, ბეღელა.

ფეხით გასავლელი მანძილი: - ძალიან ცოტა :))

შეკრების ადგილი:

მეტრო დიდუბის ზემოთა მხარეს
⌚ შეკრების დრო: 05:40
⌚ გასვლის დრო : 06:00
⏳ ლოდინი : 13 წუთი )))
⌚ ჩამოსვლის დრო: 23:00

სასურველი ნივთები:

მოსახერხებელი სათადარიგო
საწვიმარი

თბილი მოსაცმელი საღამოსთვის
მცირე ზომის ზურგჩანთა
ქუდი მზისგან თავდასაცავად
სათვალე
პირადი ნივთები, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ ამ 3 დღის მანძილზე

180 ეროვნული, კარვის შემთხვევაში.
240 სასტუმროს შემთხვევაში.
320 სასტუმროს შემთხვევაში 2ჯერადი კვებით.

გამყოლის მომსახურება
ინვენტარი (კარავი,, ქვეშსაგები)
ტრანსპორტირება

ხალასი ამბები
ფოტო გადაღება, მონაწილეები უღებთ ორგანიზატორებს)))))

სასტუმროში ღამისთევის მსურველებმა წინასწარ მოიწერეთ რომ დაიჯავშნოს ნომრები, 2-3 დღით ადრე ძალიან ძნელია ცარიელი ადგილების მოძიება სასურველ სოფელში და სასურველ სასტუმროში.

თანხაში არ შედის კვება
კვება ინდივიდუალურად, სახლიდან ან მაღაზიიდან.
ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი კვების კუთხით: თავი შეიკავეთ ღორის ნაწარმის წამოღებისგან, უღელტეხილს იქეთ წესი არაა ღორის ნაწარმის მიღება.
წესი წესია !

100% სიაში ჩაწერა ხდება მხოლოდ თანხის ჩარიცხვით

მას შედეგ რაც დააზუსტებთ რომ ადგილები არის, რიცხავთ და ჩარიცხვის შემდეგ აუცილებლად მოიწერეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე წამომსვლელის:

სახელი- - - - - - - - - -
გვარი - - - - - - - - - - -

ტურის მონაწილე ვალდებულია:

არ მოწიოს ტრანსპორტში
არ დავაბინძუროთ გარემო
ვეცადოთ რო ვიყოთ მხიარულები

გასვლამდე 5 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან ვერ ბრუნდება !

თუ სახლიდან გამოსვლისას შეამჩნიე რომ ყურსასმენი დაგრჩა ნუ ინერვიულებ მაინც არ დაგჭირდება )))))))))))))))

თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.

რა ვნახოთ

  • ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
  • დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
  • შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
  • დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
  • ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
  • თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.

თუშეთი: გზამკვლევი
თუშეთი

ხშირი კითხვები

როდის არის ღია თუშეთის გზა?
ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ან ივნისიდან ოქტომბრამდე, თოვლის მიხედვით. წვიმის შემდეგ მეწყერის გამო გზა შეიძლება დროებით დაიკეტოს, ამიტომ წასვლამდე სტატუსი გადაამოწმეთ.
შემიძლია ჩემი მანქანით წასვლა?
მხოლოდ მაღალი გამავლობის 4x4-ით და მთის გზაზე სიარულის გამოცდილებით. უმეტესობა ადგილობრივ ჯიპ-ტაქსს ირჩევს — მძღოლებმა გზის ყველა მოსახვევი იციან.
რამდენი დღე სჭირდება თუშეთს?
მინიმუმ 3 დღე: გზაზე ორივე მიმართულებით თითო დღე მიდის. ომალოს, დართლოსა და შენაქოსთვის 3–4 დღე საკმარისია, ლაშქრობებით — ერთი კვირა.
რა არის თუშეთობა?
ზაფხულის დღესასწაული ომალოში, ჩვეულებრივ აგვისტოში: ცხენების დოღი, თუშური სიმღერა და ცეკვა, ყველი და ხინკალი. ამ დღეებში გესტჰაუსები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, თუ ბავშვი გრძელ და დაკლაკნილ მგზავრობას იტანს. სოფლებს შორის მოკლე გასეირნებები ბავშვებისთვისაც იოლია, დიდი ლაშქრობები — უფრო მოზრდილებისთვის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.