წამო სვანეთში ! - მარიამობის დღესასწაული
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
წამო სვანეთში "გურმენთან ერთად" !
ტური რომ იყოს უსაფრთხო გთხოვთ, აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას!
არ ვაბინძურებთ გარემოს;
არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში;
არ ვბილწსიტყვაობთ;
ვემორჩილებით გიდს;
არ მოვდივართ ქუსლიანი ფეხსაცმელებით;
რა დამჭირდება/რა წამოვიღო?
(ზოგადი რეკომენდაციები)
1. გამოსაცვლელი ტანსაცმელი;
2. საწვიმარი;
3. კომფორტული სალაშქრო ფეხსაცმელი;
4. კომფორტული ზურგჩანთა;
5. პოზიტივი
6. პირბადე (აუცილებლად)
ტურის სირთულე - მარტივი
ტურის განრიგი და მოსანახულებელი ადგილები:
დღე I
-----
ენგურჰესის წყალსაცავი;
მესტიის საკათედრო ტაძარი;
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი;
გასეირნება ღამის მესტიაში;
ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში;
დღე II
-----
საუზმე
უშგული;
უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი;
ლამარია;
ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში და სვანური კერძების მასტერკლასი;
დღე III
-----
სიყვარულის კოშკი;
ჰეშკილის ქოხები;
ჰაწვალის მთა
გამომგზავრება თბილისისაკენ;
შეკრების ადგილი: დიდუბის ზედა ამოსასვლელი
შეკრების დრო: 04:30 საათი
გასვლის დრო : 05:00 საათი
(დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში)
1. გიდი
2. ტრანსპორტირება
3. საოჯახო ტიპის სასტუმრო
4. 2 საუზმე/ 1 ვახშამი
5. სამოყვარულო ფოტოგადაღება
ფაში არ შედის:
1. მუზეუმების მოსაკრებელი;
2. პირველი დღის კვება;
ტურზე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.
ადგილების დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში!
დაჯავშნილად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ჩარიცვხვის ქვითარს/"სქრინს" გადმოგვიგზავნით.
- გურო
აბა, ლამაზი დღის მოლოდინში !
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.