ჩარგალი-უკანაფშავი
ფოტო: franek2 · CC BY-SA 3.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მივიტურებით ულამაზეს ფშავში ???????? ????
????ჩარგალი ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი????
????ფშავ ხევსურეთის ეროვნული პარკი (ნაკრძალი)
????სოფლები შუაფხო,ჭიშო,მუქო,ახადი,ხოშარა????
????ჩანჩქერები, უძველესი სალოცავები
ტურის სირთულე: ????
საშუალო ????. ჯამში 6-7 კილომეტრი???????? . გადავიღებთ უამრავ ფოტოს,ვიპიკნიკებთ მდინარის ნაპირას , ცეკვა სიმღერა სურვილისამებრ ????????????
შეკრების დრო და ადგილი :
Ⓜ მეტრო "დიდუბე" ზედა ამოსასვლელი????
გასვლა ???? 07:00საათზე .
დაბრუნება ???? 22:30 ???? საათზე .
????გამყოლი გიდი ( უკეთესს რო ვერ ინატრებ????????)
კვება ინდივიდუალურად ერთი დღის სამყოფი წამოიღეთ????????????????. სურვილისამებრ გავჩერდებით ხინკლის საჭმელად ფშავში ???? ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი ????და ტანისამოსი ????????
ასევე სასურველია საწვიმარი???? და მზისგან დამცავი საშუალებები????. სათადარიგო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
???? დაუშვებელია ნასვამ მდგომატეობაში წამოსვლა
ასევე ალკოჰოლური სასმელების მიღება მგზავრობის დროს
???? არ ვეწევთ ტრანსპორტში
????არ ვაბინძურებთ გარემოს
ჩვენს დაუვიწყარ ტურში მოსახვედრად აუცილებელია
დაჯავშნოთ ადგილები წინასწარ???? დასაჯავშნათ მოგვწერეთ
ხევსურეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ხევსურეთის ტური — ტრანსპორტი თბილისიდან მაღალი გამავლობის მანქანით, გიდი და ღამისთევა შატილში ან როშკაში. ერთ დღეშიც შეიძლება, მაგრამ ორდღიანი მარშრუტი უფრო მშვიდია; გეგმას თქვენს თარიღებსა და გზის მდგომარეობას მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, დათვისჯვრის უღელტეხილი ღიაა და ლაშქრობის ბილიკებიც გამხმარია.
ივნისში გზა ხშირად ჯერ კიდევ დაკეტილია ან ახალი გახსნილია, ოქტომბერში კი პირველმა თოვლმა შეიძლება ნებისმიერ დღეს ჩაკეტოს.
ზამთარში უღელტეხილის იქით, შატილისა და არღუნის ხეობისკენ, მანქანით ვერ გახვალთ; ბარისახომდე და როშკამდე მისვლა იოლია.
რა ვნახოთ
- შატილი — XI–XVIII საუკუნეების ციხე-სოფელი არღუნის ხეობაში, ერთმანეთზე მიდგმული ბრტყელსახურავიანი კოშკებით
- მუცო — კლდის წვერზე შეფენილი ნასოფლარი კოშკებით, შატილიდან 12 კმ-ში
- ანატორის აკლდამები — ქვის სამარხები მდინარის პირას, რომლებსაც ჭირის ლეგენდა უკავშირდება
- როშკა და აბუდელაურის ტბები — ერთდღიანი ლაშქრობა სამფეროვან ტბებამდე ჭაუხის მასივის ძირში
- კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი — ხევსურული ჩოხები, საჭურველი და საყოფაცხოვრებო ნივთები
- გუდანი — ხევსურეთის მთავარი სალოცავის სოფელი არაგვის სათავეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან შატილამდე დაახლოებით 150 კმ-ია, 4–5 საათი; ბარისახომდე — 2 საათამდე. ზაფხულის სეზონზე (ჩვეულებრივ ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე) დიდუბიდან შატილში მარშრუტკა დადის, მგზავრობა დაახლოებით 5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ჟინვალიდან ბარისახოს გავლით, შემდეგ დათვისჯვრის უღელტეხილი (დაახლოებით 2 676 მ); უღელტეხილის შემდეგ გრუნტის, ვიწრო გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
სად დავრჩეთ: შატილში, ბარისახოსა და როშკაში — საოჯახო სასტუმროები, ზოგი აღდგენილ ციხე-სახლში; კვება ჩვეულებრივ ფასში შედის.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, საწვიმარი, ნაღდი ფული (ბანკომატი არ არის) და პასპორტი — შატილის მხარე სასაზღვრო ზოლია.
კავშირი: მობილური სიგნალი ბევრგან სუსტია ან საერთოდ არ არის.