თუშეთი..ორეთის ტბა

ფოტო: Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID64127

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

????ათენგენობა თუშეთში.. არასტანდარტული ტური მხოლოდ ჩვენთან.

#წამოგვყევით
ადგილი,რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახოთ.

#წამოდი და შენც ნახე სამოთხე დედამიწაზე.
განსხვავებული ტური თუშეთში.
ადგილზე მოდუღებული თუშური ალუდი.
????წამოდი და შენც ნახე როგორი სტუმართმიყვარე ხალხია თუშები.

????წამოდი და თავად მოისმინე თუშის მიერ მოყოლილი თუშური ისტორიები.

ამ სეზონზე ეს ტური აღარ განმეორდება..

#ფარსმა #დართლო #გირევი #ათენგენობა #კვავლო #დიკლო #კესელო #ომალო #ორეთისტბა #ბოჭორნა #თუშეთი #დოჭუ #ილიურთა #მოგზაურობა #გართობა #ნიამორისგადასახედი #აბანოსუღელტეხილი

ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ-ტური;
სატრანსპორტო საშუალება- დელიკა.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი:
თბილისი, მეტრო დიდუბის ზედა გამოსასვლელი

დილის 04:00 საათი

????პირველი დღე - აბანოს უღელტეხილი
ჩაღმა თუშეთის სოფლები - ხისო, ქუმელაურთა, ომალო, შენაქო. დიკლო. კესელოს ციხეები

????მეორე დღე:-პირიქითა თუშეთი.დართლო.დანო.კვავლო.ჭეშო.ფარსმა.გირევი

????მესამე დღე - ლაშქრობა ორეთის ტბაზე.(ფეხით სასიარულო გზა 14კმ
შეგიძლიათ ცხენებით ასვლაც)

????მეოთხე დღე - გომეწრის ხეობის თუშეთი - ბოჭორნა, დოჭუ, ბეღელა, ილიურთა.

( გაითვალისწინეთ, რომ თუშური ჩვეულების თანახმად თუშეთში აკრძალულია ღორის ხორცის და ღორის ხორცისგან მომზადებული პროდუქტების შეტანა)

????ტური შედგება ნებისმიერ ამინდში თუ არ შეიქმნება გზასთან დაკავშირებული პრობლემები.

‼გასვლის დრო მეტრო დიდუბის ზედა გამოსასვლელი, 04:00.

????ტურზე აუცილებელია გაითვალისწინოთ და წამოიღოთ აღჭურვილობა: სალაშქრო ტანსაცმელი და ფეხაცმელი, თბილი მოსაცმელი, , ქუდი, სათვალე, მზის საწინააღმდეგო კრემი, კარავი საძილე ტომარა, ქვეშაგები ( პარალონი), საწვიმარი.
4 დღის სამყოფი საკვები, იქ არ არის მაღაზიები.წყლის ჭურჭელი, პირადი მოხმარების ნივთები.

‼ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში.
‼კატეგორიულად იკრძალება ტრანსპორტში მოწევა და ალკოჰოლის მიღება,ნაგვის დაყრა,მზესუმზირის მირთმევა, არ ვბილწსიტყვაობთ.
დაუშვებელია მარშირებისას ალკოჰოლის დალევა და მარშრუტიდან თვითნებურად გადახვევა და გაჩერება, ჯგუფებად სიარული , ყურსასმენებით მოძრაობა.

ყველანი ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას და ურჩი ვიზიტორი მოიხსნება ტურიდან..

‼ფორსმაჟორული სიტუაციაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ტურზე რეგისტრაცია დაწყებულია.
გაითვალისწინეთ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
????ტურზე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება რათა თქვენს გამო სხვებიც არ დაზარალდნენ.
???? ეკატერინე
????
????

თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.

რა ვნახოთ

  • ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
  • დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
  • შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
  • დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
  • ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
  • თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.

თუშეთი: გზამკვლევი
თუშეთი

ხშირი კითხვები

როდის არის ღია თუშეთის გზა?
ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ან ივნისიდან ოქტომბრამდე, თოვლის მიხედვით. წვიმის შემდეგ მეწყერის გამო გზა შეიძლება დროებით დაიკეტოს, ამიტომ წასვლამდე სტატუსი გადაამოწმეთ.
შემიძლია ჩემი მანქანით წასვლა?
მხოლოდ მაღალი გამავლობის 4x4-ით და მთის გზაზე სიარულის გამოცდილებით. უმეტესობა ადგილობრივ ჯიპ-ტაქსს ირჩევს — მძღოლებმა გზის ყველა მოსახვევი იციან.
რამდენი დღე სჭირდება თუშეთს?
მინიმუმ 3 დღე: გზაზე ორივე მიმართულებით თითო დღე მიდის. ომალოს, დართლოსა და შენაქოსთვის 3–4 დღე საკმარისია, ლაშქრობებით — ერთი კვირა.
რა არის თუშეთობა?
ზაფხულის დღესასწაული ომალოში, ჩვეულებრივ აგვისტოში: ცხენების დოღი, თუშური სიმღერა და ცეკვა, ყველი და ხინკალი. ამ დღეებში გესტჰაუსები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, თუ ბავშვი გრძელ და დაკლაკნილ მგზავრობას იტანს. სოფლებს შორის მოკლე გასეირნებები ბავშვებისთვისაც იოლია, დიდი ლაშქრობები — უფრო მოზრდილებისთვის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.