სვანეთი
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Image by <a href="https://pixabay.com/users/peterw1950-631321/?utm_source=link-attribution&utm_medium=referral&utm_campaign=image&utm_content=3883095">Peter Wieser</a> from <a href="https://pixabay.co · CC0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
‼1 1 სვანეთის სამ დღიანი ტურები.
ტურის სახეობა: კულტურულ-შემეცნებითი.
ვიკრიბებით მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)
ტურის დეტალური აღწერა:
I დღე:
03:00 სთ. გასვლა მესტიის მიმართულებით.
????ენგურის კაშხალი
????ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
???? დაბინავება საოჯახო სასტუმროში.
???? მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
????მესტიის საკათედრო ტაძარი
????ხერგიანის მუზეუმი.
????ლაღამის ორსართულიანი ეკლესია.
????ბეთქილის მჟავე წყლები
????ჰეშკილის ცნობილი საქანელა.
???? თავისუფალი დრო (შეგიძლიათ დაათვალიეროთ ღამის მესტია, ეწვიოთ ადგილობრივ კაფე-რესტორნებს და ა.შ.)
II დღე:
09:00 სთ. გასვლა უშგულის მიმართულებით.
კვირიკესა და ივლიტეს მონასტერი.
???? უშგულის მონახულება (თემში შემავალი ოთხი სოფელი, ლამარია, თამარის კოშკი, უშგულის მუზეუმი)
????სიყვარულის კოშკი
????დაბრუნება სასტუმროში
III დღე:
????ქორულდის ტბა(სურვილისამებრ)
???? გამომგზავრება თბილისში.
????ზუგდიდი, დადიანების სასახლე(თუ დროულად გამოვალთ მესტიიდან
???? ინდივიდუალურ სველწერტილებიან ნომერში განთავსებით
1) მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით
2) ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)
3) კომფორტული საოჯახო სასტუმრო
დამატებითი ინფორმაცია:
საკვებს ვითვალისწინებთ ინდივიდუალურად (შეგიძლიათ წამოიღოთ რაც მოგესურვებათ, შეიძინოთ მესტიაში ან ეწვიოთ ადგილობრივ კაფე-რესტორნებს)
‼‼ჯავშნის თანხა ირიცხება წინასწარ.რათა ჩაგწეროთ რეალურ წამომსვლელთა სიაში.დანარჩენი სრული თანხა კი ტურის გამართვამდე ხუთი დღით ადრე იფარება.უარის თქმის შემთხვევაში თანხის დაბრუნება უკან არ ხდება..თქვენს გამო სხვებს ვერ ვაზარალებთ.
????
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.