სვანეთის ოთხ დღიანი ტური

ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Image by <a href="https://pixabay.com/users/peterw1950-631321/?utm_source=link-attribution&utm_medium=referral&utm_campaign=image&utm_content=3883095">Peter Wieser</a> from <a href="https://pixabay.co · CC0 · Wikimedia Commons

მიმართულებამესტია
ფასიფასი — მოთხოვნით
ID64124

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

კატეგორია: საფეხმავლო, სათავგადასავლო.

სირთულე: მარტივიც და საშუალოც (ვისთვის როგორ)

????ენგურის ხეობა და კაშხალი
????ბეჩო, მაზერი - შდუგრას ჩანჩქერი
???? ლატალის და ლენჯერის ძეგლები
???? ჭალაადის მყინვარი,
???? სოფელი ადიში
????მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანის მუზეუმი, ლაღამის მაცხოვრის ეკლესია.
????სიყვარულის კოშკი, კალა - წმ. კვირიკესა და ივლიტას ტაძარი (ლაგურკა)
???? უშგული - ჩაჟაში, თამარ მეფის რეზიდენცია, ლამარიას მონასტერი ( მსურველებს ექნებათ საშუალება მივიდეთ შხარას მყინვარამდე, სადაც იბადება მდ. ენგური)
????ქორულდის ტბები
????ბეთქილის მჟავე წყლები

???? დელიკით მომსახურება ადიშში - 22/. ქორულდის ტბებზე - 25/,უშგულში ასვლა .უშგულიდან შხარას მყინვარამდე 15/. მესტიის მუზეუმის გადასახადი - , ხერგიანის მუზეუმი - .(ეს ყველაფერი სურვილის მიხედვით)

????კვების საკითხი: მოგვაქ ინდივიდუალურად, შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილზე მესტიაში ან ივახშმოთ ადგილობრივ კაფეებში.

????ამინდი: შედგება ნებისმიერ ამინდში, გარდა იმ შემთხვევისა თუ იქნება გზასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა

ტურის მოკლე აღწერილობა:

პირველი დღე:
???? მაზერი
????ლაშქრობა შდუგრას ჩანჩქერზე - მანძილი 8-9 კმ.
???? ლატალი
????ლენჯერი

მეორე დღე:
???? ჭალაადის მყინვარი
???? მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
????ხერგიანის მუზეუმი.
????მსურველები დელიკებით გავემართებით ულამაზეს სოფელ ადიშში, რომელიც მდებარებოს მწვერვალ თეთნულდის ძირას და ცნობილია თავისი ისტორიული ძეგლებით და საოცარი მდებარეობით.
დაბრუნება სასტუმროში და თავისუფალი დრო.

მესამე დღე:
???? უშგული
???? სოფელი კალა
????წმ. კვირიკესა და ივლიტას ტაძარი ( ლაგურკას).
????უშგულის დათვალიერების შემდეგ მსურველებს ექნებათ საშუალება დელიკებით გავემგზავროთ შხარას მყივარისკენ, იქ სადაც სათავეს იღებს მდინარე ენგური.

მეოთხე დღე:
????ქორულდის ტბები, (დელიკით)
ჰეშკილის ქოხები

‼ტურზე წამომსვლელთათვის აუცილებელი აღჭურვილობა:
ვიცმევთ მსუბუქად და მოხერხებულად. სალაშქრო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, საწვიმარი, ქუდი, სათვალე, მზისგან დამცავი საცხი, თბილი მოსაცმელი. გამოსაცვლელი ტანისამოსი, წყლის ჭურჭელი, პირადი მოხმარების ნივთები,

????სასურველია თან იქონიოთ ფანარი,
სალაშქრო ჯოხები. ინდივიდუალური აფთიაქი.

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამი, კატეგორიულად იკრძალება ტრანსპორტში მოწევა და ალკოჰოლის მიღება,
არ ვყრით ნაგავს, არ ვბილწსიტყვაობთ. დაუშვებელია მარშირებისას ალკოჰოლის დალევა და მარშუტიდან თვითნებური გადახვევა და გაჩერება, ცალკე -ცალკე ჯგუფებად სიარული , ყურსასმენებით მოძრაობა. საკვებად და შესასვენებლად ვრჩერდებით ყველა ერთად.
ვემორჩილებით ორგანიზატორს.რომელიც წარმოადგენს უზენაეს და პასუხისმგებელ პირს. ყოველი მისი გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს ყველასთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს მოიხსნას ყოველგვარი პასუხისმგებლობა თქვენზე.

‼ფორსმაჟორული სიტუაცია: ასეთ შემთხვევაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

????ტურის სიაში ჩაეწერებით მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ.
წინასწარ ჩასარიცხია ..დანარჩენი სრული სია კი ტურის გამართვამდე 5 დღით ადრე ირიცხება.
‼‼‼‼‼
გაითვალისწინეთ,ტურის გამართვამდე ოთხი დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება! ასევე არ ბრუნდება ჯავშნისთვის გადახდილი თანხაც.

????გასვლა მეტრო დიდუბის ზედა გამოსასვლელიდან.1 საათზე.დაგვიანებულებს არ ველოდებით.
ტურზე ადგილები უკვე იჯავშნება.
???? ეკატერინე
????

მესტია — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
  • მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
  • კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
  • ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
  • ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
  • უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.

მესტია: გზამკვლევი
მესტია

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება მესტიას?
მინიმუმ 3 დღე: ერთი მესტიისთვის, ერთი უშგულისთვის და ერთი ლაშქრობისთვის. გზაში დახარჯული დრო ცალკე ჩათვალეთ.
ფრენა თუ მანქანა?
ფრენა დროს ზოგავს, მაგრამ თვითმფრინავი პატარაა და ცუდ ამინდში რეისი უქმდება. საიმედოა გზაც: ზუგდიდიდან ხეობით მგზავრობა თავისთავად ლამაზია.
რამდენად რთულია უშგულამდე მისვლა?
გზის დიდი ნაწილი უკვე ასფალტიანია, მაგრამ ზოგი მონაკვეთი კვლავ რთულია; ჩვეულებრივ ჯიპით მიდიან, 1,5–2 საათში.
შეიძლება ზამთარში სათხილამუროდ?
კი, ჰაწვალი ქალაქის თავზეა, თეთნულდი კი დაახლოებით 20 კმ-ში, გრძელი ტრასებით. სეზონი ჩვეულებრივ დეკემბრიდან მარტამდეა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.