თუშეთის დღიანი ტური, აგვისტო

ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Alsandro · CC BY-SA 3.0; Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID64118

რა შედის

  • გიდის მომსახურება
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი

ტურის შესახებ

მეგობრებო ჩვენთან თუშეთის დროა

ჩვენ თუშეთში მივდივართ

დაგვემგზავრეთ

გთავაზობთ ექსკლუზიურ ფასს, თუშეთის სამ დღიან ტურზე-

ფასი და პირობები, რომელსაც სხვა ვერავინ ვერ შემოგთავაზებთ

მაღალი დონის სასტუმრო საოცარი ხედებით, კომფორტული ტრანსპორტი გამოცდილი მძღოლით და თუშეთის ყველაზე კარგად მცოდნე გამყოლი

ეს ყველაფერი ჩვენთან და ჩვენგან

გთავაობთ თუშეთის 3 დღიან ტურებს მთელი სეზონის განმავლობაში 250

დაგვემგზავრეთ!

გპირდევით მაღალ ხარისხს,

დაბალ ფესებში, ამაღელვებელი მოგონებებითა და ემოციებით სავსეს

რომლის არ ნახვაც დანაშაულია

ტურის აღწერა:

პირველი დღე:

-გასვლა თბილისიდან თუშეთის მიმართულებით.

-გავჩერდებით აბანოს უღელტეხილზე, შევისვენებთ, წავიპიკნიკებთ და გავაგრძელებთ გზას.

-დავბინავდებით სასტუმროში, შევისვენებთ და შემდეგ მოვინახულებთ აღნიშნულ სოფლებს: შენაქო, დიკლო, ომალო.

-საღამოს თუშური ვახშამი და დასვენება

გასათვალისწინებელი

ფეხით სავალი მონაკვეთი დიკლოში 5 კმ .

ცუდი ამინდის შემთხვევაში დიკლოში ვერ გადავალთ

მეორე დღე:

-ზემო ომალო, (კესელოს ციხეები), დართლო, კვავლო, გირევი, ბეღელა, ჯვარბოსელი

-დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი და დასვენება

ვითვალისწინებთ

ფეხით სავალი მონაკვეთი: კვავლოში 3 კმ.

სოფ. გირევში 1 კმ.

მესამე დღე:

-მოვინახულებთ ულამაზესი გომეწრის ხეობის სოფლებს, კერძოდ: ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ სოფელს ბოჭორნა(2350მ) დოჭუს.

-გამომგზავრება თბილისის მიმართულებით,

გზად მოვინახულებთ ალავერდის საკათედრო ტაძარს

გასათვალისწინებელი დეტალები:

მიგვაქვს კომფორტული ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი.

-გასვლის ადგილი: თბილისი, რუსთაველი, სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორია

-გასცლის დრო: დილის 4 საათი

თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.

რა ვნახოთ

  • ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
  • დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
  • შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
  • დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
  • ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
  • თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.

თუშეთი: გზამკვლევი
თუშეთი

ხშირი კითხვები

როდის არის ღია თუშეთის გზა?
ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ან ივნისიდან ოქტომბრამდე, თოვლის მიხედვით. წვიმის შემდეგ მეწყერის გამო გზა შეიძლება დროებით დაიკეტოს, ამიტომ წასვლამდე სტატუსი გადაამოწმეთ.
შემიძლია ჩემი მანქანით წასვლა?
მხოლოდ მაღალი გამავლობის 4x4-ით და მთის გზაზე სიარულის გამოცდილებით. უმეტესობა ადგილობრივ ჯიპ-ტაქსს ირჩევს — მძღოლებმა გზის ყველა მოსახვევი იციან.
რამდენი დღე სჭირდება თუშეთს?
მინიმუმ 3 დღე: გზაზე ორივე მიმართულებით თითო დღე მიდის. ომალოს, დართლოსა და შენაქოსთვის 3–4 დღე საკმარისია, ლაშქრობებით — ერთი კვირა.
რა არის თუშეთობა?
ზაფხულის დღესასწაული ომალოში, ჩვეულებრივ აგვისტოში: ცხენების დოღი, თუშური სიმღერა და ცეკვა, ყველი და ხინკალი. ამ დღეებში გესტჰაუსები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, თუ ბავშვი გრძელ და დაკლაკნილ მგზავრობას იტანს. სოფლებს შორის მოკლე გასეირნებები ბავშვებისთვისაც იოლია, დიდი ლაშქრობები — უფრო მოზრდილებისთვის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.