დაშბაშის კანიონი

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Daviti Zhorzholiani · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაწალკა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID64070

რა შედის

  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

თქვენ გელოდებათ განსხვავებული და დაუვიწყარი ტური ჯავახეთში და ქვემოქართლში

პირველელი დღე

გზად მოვინახულებთ

*ბოლნისის სიონს

* წუღრუღაშენს

* ქვეშის ციხეს

*დმანისის სიონს

*ულამაზეს პანტიანის ტბას

*ხრამის ხეობას

და რათქმაუნდა დაშძბაშის კანიონს . კანიონზე შესვლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის

მოსწავლეებისთვის

განვთავსდებით საოჯახო სასტუმროში

მეორე დღე

წავალთ დაუვიწყარ და მისტიურ ჯავახეთში, გზად მოვინახულებთ

*ბერთას მონასტერს და სასწაულმოქმედ კალმახებს

*ფარავნის ტბას

*ფოკას დედათა და ფარავნის მამათა მონასტერს

*ეგზოტოიკური საღამოს ტბა

*ფარავნის მისტიური ხეობა

გასათვალისწინებელი პირობები

აუცილებელია ვიქონიოთ პირბადე!

ვუფრთხილდებით გარემოს!

ვემორჩილებით ფამყოლს !

მგზავრობაში შედის

* მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით

* გიდი

* საოჯახო ტიპის სასტუმროში განთავსება

* საუზმე

* მუზეუმის ბილეთები ( დმანისის სიონი )

* დაშბაშის კანიონზე შესვლა ( )

* საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდურად

გასვლის დრო 07:00 სთ

გასვლის ადგილი: თბილისი ისნის მეტროს ტერიტორია

ნინო

წალკა — რა ტურებს გთავაზობთ

წალკის ტური — ტრანსპორტი თბილისიდან, დაშბაშის კანიონი და ბრილიანტის ხიდი, ხშირად თეთრიწყაროსა და სამშვილდესთან ერთად. ერთდღიან გასვლასაც დავგეგმავთ და ღამისთევითაც, როგორც გირჩევნიათ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა; ზაფხულის სიცხისგან გასაქცევად კარგია.
მაისსა და ოქტომბერში ცვალებადი ამინდია, ზოგჯერ ცივი წვიმით.
ზამთარი ცივი და თოვლიანია, -10°-მდე და უფრო ქვემოთაც; ზეგანზე ქარია.

რა ვნახოთ

  • დაშბაშის კანიონი — ჩანჩქერები, ბილიკები და ხრამის სიღრმე, ზემოდან კი ხედის წერტილები
  • ბრილიანტის ხიდი — კანიონზე გადებული შუშის იატაკიანი ხიდი, შუაში ბრილიანტის ფორმის კაფით; იქვე ზიპლაინი და საქანელა
  • წალკის წყალსაცავი — დიდი ტბა ზეგანზე, ნაპირზე თევზაობა და პიკნიკი
  • ბერძნული სოფლები — XIX საუკუნეში ჩამოსახლებული ბერძნების ქვის სახლები და ეკლესიები
  • ტრიალეთის ყორღანები — ბრინჯაოს ხანის სამარხები, სადაც ცნობილი ტრიალეთის ოქროს თასი იპოვეს

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან 90–110 კმ-ია, დაახლოებით 1 საათი და 45 წუთიდან 2 საათამდე. მარშრუტკები გადის სამგორის მეტროსთან მდებარე სადგურიდან; დაშბაშის კანიონი წალკიდან დაახლოებით 3 კმ-შია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან თეთრიწყაროს გავლით; ზამთარში ზეგანზე თოვლსა და ყინულს ელოდეთ.
სად დავრჩეთ: კანიონთან და წყალსაცავის ნაპირზე — სასტუმროები, გესტჰაუსები და კოტეჯები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი და კომფორტული ფეხსაცმელი კანიონისთვის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს, კანიონის სიღრმეში — წყვეტილად.

წალკა: გზამკვლევი
წალკა

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება დაშბაშის კანიონს?
ხიდისა და ხედის წერტილებისთვის 2–3 საათი საკმარისია. თუ კანიონში ჩასვლა და ჩანჩქერამდე გასეირნება გინდათ, ნახევარი დღე დაუთმეთ.
შუშის ხიდზე ბავშვებთან შეიძლება?
კი, ხიდი ოჯახებისთვისაც გათვლილია. ზიპლაინსა და საქანელაზე ასაკისა და წონის შეზღუდვებია — ადგილზე გადაამოწმეთ.
ზამთარში ღირს წასვლა?
თოვლიანი კანიონი ლამაზია, მაგრამ ზეგანზე ძალიან ცივა და გზა ზოგჯერ მოყინულია. ზამთრის საბურავებით ან ჯაჭვებით წადით და ამინდი წინასწარ შეამოწმეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.