აგვისტო - ტაბაწყურის ტური

ფოტო: Kober · Public domain; Davit 83 · CC BY-SA 4.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაბორჯომი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID64027

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის აღწერა:

10:00 სთ. ცხრაწყაროს უღელტეხილი (ზ.დ. 2462 მ)

11:00-15:00 სთ. სოფ. ტაბაწყური და ტაბაწყურის ტბა

17:00 სთ. ტიმოთესუბნის ეკლესია

შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)

მგზავრობა მიკროავტობუსით

ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)

დამატებითი ინფორმაცია:

საკვებს ითვალისწინებთ ინდივიდუალურად (სურვილისამებრ, ერთიანად შეგვიძლია გავითვალისწინოთ სამწვადეც და მოვამზადოთ ტბის პირას)

აუცილებელია იქონიოთ პირბადეები

აუცილებელია იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები

თუ მონაწილე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 30 %

შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა

კომპანიის საბანკო ანგარიში:

;

თბილისი, წერეთლის 116

ბორჯომი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ბორჯომში — ტრანსპორტი თბილისიდან, პარკი და აბანოები, სურვილისამებრ ვარძია ან ბაკურიანი და ღამისთევა სპა-სასტუმროში. ჩვენ შევარჩევთ ვარიანტს თქვენს დღეებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ტყეში სასეირნოდ კომფორტულია, შემოდგომაზე ხეობა ყვითლდება.
ივლისი–აგვისტოში თბილისზე გრილა, 26–28°, მაგრამ ეს ყველაზე ხალხმრავალი სეზონია.
ზამთარში თოვლიანი და მშვიდია; ბევრი ბაკურიანში სათხილამუროდ მიდის, ბორჯომში კი თბილ წყაროებში ბანაობს.

რა ვნახოთ

  • ბორჯომის მინერალური წყლების პარკი — წყაროები, საბაგირო და ძველი პავილიონები
  • გოგირდის აბანოები — ღია აუზები თბილი წყლით პარკის ზედა ნაწილში
  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი — მარკირებული ბილიკები ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე
  • ლიკანის სასახლე — რომანოვების ყოფილი რეზიდენცია, დღეს პრეზიდენტის რეზიდენცია
  • მწვანე მონასტერი — ძველი ქვის ეკლესია ტყეში, ჩითახევთან, ქალაქიდან დაახლოებით 10 კმ-ში
  • „კუკუშკა" — ვიწროლიანდაგიანი მატარებელი ბაკურიანამდე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ხაშურის გავლით დაახლოებით 160 კმ-ია, 2,5–3 საათი. მარშრუტკა დიდუბიდან დადის (დაახლოებით 3 საათი), ხოლო ელმატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 4 საათზე მეტს მიდის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისი–ხაშური ავტომაგისტრალით, შემდეგ მტკვრის ხეობით; გზა მთელი წელი კარგია.
სად დავრჩეთ: ცენტრსა და ლიკანში — სანატორიუმები, სპა-სასტუმროები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი პარკის ბილიკებისთვის, საცურაო კოსტიუმი გოგირდის აბანოებისთვის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ეროვნული პარკის სიღრმეში — სუსტი.

ბორჯომი: გზამკვლევი
ბორჯომი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება ბორჯომს?
პარკისა და აბანოებისთვის ერთი დღეც საკმარისია. ეროვნული პარკის ბილიკისა და ვარძიის დასამატებლად 2–3 დღე დაგეგმეთ.
შეიძლება თუ არა მკურნალობა?
დიახ, ქალაქის სანატორიუმები მინერალური წყლით მკურნალობას, სპა-პროცედურებსა და დიეტურ კვებას სთავაზობენ. პროგრამა წინასწარ ექიმთან შეათანხმეთ.
როგორ მივიდე ბორჯომიდან ბაკურიანში?
მანქანით 30 კმ-ია, ნახევარ საათზე ცოტა მეტი. უფრო ნელი და სანახაობრივი გზაა „კუკუშკა", რომელიც დაახლოებით 2,5 საათს მიდის.
ბავშვებთან ერთად კარგია?
კი: პარკში ატრაქციონები და საბაგიროა, აბანოებში თბილი წყალი, „კუკუშკა" კი ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.