ტურის აღწერა:
I დღე:
13:00 სთ. აბანოს უღელტეხილი (ზ.დ. 2900 მ)
15:00 სთ. შენაქო
17:00 სთ. დიკლო
II დღე:
10:00 სთ. დართლო
12:00 სთ. დანო და კვავლო (ცალმხრივად სავალი 1.2 კმ. მარტივი სირთულის)
14:00 სთ. ჭეშო
15:00 სთ. ფარსმა (ცალმხრივად სავალი 0.8 კმ. მარტივი სირთულის)
18:00 სთ. ბოჭორნა (ზ.დ. 2350 მ. ევროპაში ყველაზე მაღლა დასახლებული პუნქტი)
19:00 სთ. დოჭუ (დისტანციურად)
III დღე:
11:00 სთ. ომალოს კესელოები
12:00 სთ. ქუეს გადასახედი
13:00 სთ. ვიზიტორთა ცენტრი
გასვლა: პარასკევი, 05:00 სთ. (გზად შევჩერდებით თელავის ბაზრობაზე)
დაბრუნება: კვირა, 22:00 სთ.
შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)
ღირებულება:
ტურის ღირებულება გახლავთ:
175 ლარი კარვებში განთავსებით
215 ლარი საერთო სველწერტილებიან ნომერში განთავსებით
240 ლარი ინდივიდუალურ სველწერტილებიან ნომერში განთავსებით
ღირებულებაში შედის:
მგზავრობა 7 ადგილიანი დელიკის ტიპის ჯიპით
კვალიფიციური გიდის ან მძღოლ-გიდის მომსახურება (რომლებიც ტურის ორგანიზებასთან ერთად, გაგაცნობენ საინტერესო ისტორიებს)
საკარვე აღჭურვილობა ან საოჯახო სასტუმრო მირგველაში ან ზემო ომალოში (რა ფასიან პაკეტსაც შეარჩევთ იმის მიხედვით)
დამატებითი ინფორმაცია:
საკვებს ითვალისწინებთ ინდივიდუალურად (შეგიძლიათ წამოიღოთ რაც მოგესურვებათ ან ერთიანად შევიძინოთ თელავის ბაზრობაზე, შესაძლებელია სასტუმროს კვების სერვისით სარგებლობაც)
კარვების 175 ლარიანი პაკეტის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს სრულ საკარვე აღჭურვილობას (კარავი, საძილე ტომარა, პარალონი), კარვები იშლება სასტუმროს მიმდებარედ და შესაბამისად, შეგეძლებათ სარგებლობა სასტუმროს სამზარეულოთი და სველი წერტილებით)
აუცილებელია იქონიოთ პირბადეები
თუ მონაწილე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 30 %
შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა
კომპანიის საბანკო ანგარიში:
თიბისი ბანკი: GE04TB7669136020100003 - შპს "დაივერს ჯორჯია"; ს/კ 435432462.
599 20 99 44; 599 02 44 66
info@diversegeorgia.com
თბილისი, წერეთლის 116
Diverse Georgia - თქვენი საიმედო მეგზური