ტური თუშეთში
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ა რ ი ქ ა ა ა
#აუწიედაგამორთე_შემქმნელებისგან
#MyCamp გთავაზობთ
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
დროა შენს ფოტოებს კიდევ ბევრი ლამაზი ფოტო დაამატო, ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით,
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
#ტურის_მოლლე_აღწერა:
#20_აგვისტოს_ ვიკრიბებით მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელთან,
გავემართებით #თუშეთისკენჰერიჰერი , ხედები და სანახაობებია ერთიმორეზე უკეთესი, აპა შენ იცი,
პ.ს არ დააგვიანო თორე ღამენათევმა ორგანიზატორმა შეიძლება დაგტოვოს ;-)
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
???? მოდი მოდი ახლა დავსხედით
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
შეკრების ადგილი:
Ⓜ დიდუბე ზედა ამოსასვლელი:
⌚ შეკრების დრო: 05:30
⌚ გასვლა დრო : 06:00
⏳ ლოდინი : 13 წუთი ⏱
⌚ ჩამოსვლის დრო 22:00/23:00 მდე
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
_________________________________________________
სანახავი ობიექტები:
მარკეტი ნიკორა
გომბორი ( გავლით )
თორღვას აბანო (გავლა გამოვლით)
უღელტეხილი (შესვენებით)
ვიზიტოთა ცენტრი _/თუშეთის მუზეუმი
ქვემო ომალო
შენაქო (მე_იქო ;-)
დიკლო
ძველი დიკლო
მირგველა
დართლო
დანო
კვავლო
ჭეშო (გავლით)
ფარსმა
გირევი
ციდან #ორმეტრნახევარზე ;-)
ბოჭორნა _/აგია იგი ;-)
დოჭუუუ (ფრანგული აქცენტით)
ქუეს გადასახედი
ზემო ომალო
ომალოს კესელოები
ნუ აგვიანებ დაგიღამდება გზაშიიიი ;-)
???? დაბრუნება ტიფლისშიი <3
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
ფეხით გასავლელი მანძილი:
ცოტა კმ _/
სირთულე: მარტივი
჻჻რისკ ფაქტორი ჻჻
თუ თავს ძალით რაიმე არ აუტეხეთ ისეთი არაფერია
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
სასურველი ნივთები:
მოსახერხებელი სამოსი
მცირე ზომის ზურგჩანთა
ქუდი მზისგან თავდასაცავად
სათადარიგო სამოსი
ტაძრის შესაფერისი
საწვიმარი სათვალე
წყალი სნო
ვიცმევთ მაღალი მთის შესაბამის ტანსაცმელს
მზის სათვალე და ქუდი აუცილებელია.
მოგვაქვს გამოსაცვლელი ტანასცმელი, საშუალო სითბოს ტანსაცმელი.
არ ვიცმევთ კედებს, ბენ სიმონებს ან მისდა გვარ ფეხსაცმელს.
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
ტურის მონაწილე ვალდებულია:
არ მოწიოს ტრანსპორტში
არ დავაბინძუროთ გარემო
მხოლოდ ურნაში ან შემცვლელში
ვეცადოთ რო ვიყოთ მხიარულები
ვუფრთხილდებით ბუნებას
ვუჯერებთ ორგანიზატორს
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
კატეგორიულად დაუშვებელია:
ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა შეკრების ადგილზე და ნოესთან კამათი.
სმა ტრანსპორტში და ნოესთან კამათი.
მეგზურის ან ორგანიზატორის უარყოფა და ნოესთან კამათი.
საბანაკე ადგილზე მარტოდ დალევა.
ნოესთან კამათი.
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
----------------------------------------------------------------
ნუ წამოხვალთ !
-----------------------
უინტერესო ადამიანები
შეყვარებულის ჯინაზე.
მეზობლის ჯინაზე ანუ ,,მა ის რო იყო” ამ პონტზე.
ლაშქრობის მოდას აყოლილები
და ყველა სხვა ამ კატეგორიასთან გათანაბრებული.
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
არ მოგვყავს:
მცირეწლოვანი ბავშვები.
მოზარდები ძალით.
შინაური და გარეული ცხოველები(იქ ისედაც ბევრნი არიან)
ბებია და ბაბუები(ძალით არ მოგვყავს)
პათოლოგიურად ლოთი მეგობრები და ასევე ფსიქიკურად გაუწონასწორებლები.
არ მოგვყავს პეპლები.........
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
=====================================
ცივი იარაღთან მიმართებაში გთხოვთ იყოთ ფრთხილად, თუ აუცილებელი არ არის ნუ წამოიღებთ !
=====================================
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
გასვლამდე 3 დღით (72საათი) ადრე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან ვერ დაბრუნდება !
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
თუ სახლიდან გამოსვლისას შეამჩნევ რომ (ყურსასმენი) დაგრჩა ნუ ინერვიულებ მაინც არ დაგჭირდება
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში (განსაკუთრებული უამინდობის გარდა , -20 ℃ , ℃ ;-) )
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
ტრანსპორტირება
ტურის ორგანიზება
ხალასი ამბები
თვითი (სელფი) ნოესთან
ფოტო გადაღება
კარტოფილი ნაკვერჩხალზე ;-)
ფერადი ბუშტები
კარავი _/ საველე ლეიბი (პარალონი)
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
კვება
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
100% ჩასაწერად საჭიროა თანხის ჩარიცხვა ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე
საქართველოს ბანკი:
ანგარიშის ნომერი:
თიბისი ბანკი:
ანგარიშის ნომერი:
პირადი ნომერი:
მიმღები: ნოე კუპატაძე
დანიშნულება: თუშთუში
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
???? ჩარიცხვის შემდეგ აუცილებლად მოიწერეთ :
ამ ნომერზე #ნოე_კუპატაძე
სახელი- - - - - - - - - -
გვარი - - - - - - - - - - -
_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/_/
დამატებითი ინფორმაციისთვის:
ბაჩო
თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.
რა ვნახოთ
- ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
- დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
- შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
- დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
- ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
- თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.