იმერეთის მღვიმეები: თეთრა მღვიმე, პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე

ფოტო: Dmitrij Rodionov · CC BY-SA 3.0; CHARGERLEVANI · CC BY-SA 3.0; Zysko serhii · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაქუთაისი, წყალტუბო
ფასიფასი — მოთხოვნით
ID64001

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გზად გავივლით და მოვინახულებთ:
თეთრა მღვიმე
პრომეთეს მღვიმე! (პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება)
სათაფლიის კარსტული მღვიმე და დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი
ბაგრატის ტაძარი - (ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აგებულია 1003 წ
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით!
გიდი-გამყოლი!
კვება. ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები.
თეთრა მღვიმეს ბილეთი:

მღვიმის შემეცნებითი ტური -

მღვიმის შემეცნებითი ტური (6-18წელი) -
მღვიმის შემეცნებითი ტური (6 წლამდე) - უფასო
ღვინის ტური სამი სახეობის ღვინის დეგუსტაციით -
პრომეთეს მღვიმეს ბილეთი:
სტანდარტული შესასვლელი ბილეთი –
ნავით გასეირნება სტანდარტული – 17.25
ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასობილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.
პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა
სათაფლიის მღვიმის ბილეთი:
ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიიდან 18 წლამდე) - 5.;
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - .
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 17.;
საჭიროა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა!
გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტურის მსვლელობის დროს!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი
ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
გასვლის დრო: - დილის 07:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი

ქუთაისი — რა ტურებს გთავაზობთ

ქუთაისის ტური ჩვეულებრივ ბაგრატს, გელათს, მოწამეთასა და ერთ-ორ მღვიმეს მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და ღამისთევა ქალაქში. მარშრუტს კანიონებითაც გავაგრძელებთ, თუ დრო გაქვთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ქალაქში სასეირნოდ და კანიონებში სავლელად კომფორტულია.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30–33°; ამ დროს დღე მღვიმეებსა და წყალთან ახლოს სჯობს.
ზამთარი რბილია, თოვლი იშვიათად დებს; მღვიმეები და მუზეუმები მთელი წელი ღიაა.

რა ვნახოთ

  • ბაგრატის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი უქიმერიონის გორაზე, ქალაქის ხედით
  • გელათი — დავით აღმაშენებლის მონასტერი და აკადემია მოზაიკებით, ცენტრიდან 11 კმ-ში
  • მოწამეთა — პატარა მონასტერი კლდეზე, წყალწითელას ხეობის თავზე, გელათის გზაზე
  • კოლხეთის შადრევანი და თეთრი ხიდი — ძველი ქალაქის გული, საიდანაც სეირნობა იწყება
  • მწვანე ბაზარი — იმერული ყველი, ჩურჩხელა და ხილი, ქალაქის ყველაზე ცოცხალი ადგილი
  • სათაფლია — დინოზავრების ნაკვალევი და მღვიმე, ქალაქიდან 10 კმ-ში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 230 კმ-ია, ახალი მაგისტრალით 3 საათამდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის, გზაში 3,5–4 საათია; მატარებელი ქუთაისის აეროპორტის სადგურამდე მიდის, იქიდან ქალაქამდე ტაქსით 20–25 წუთია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ოთხზოლიანი მაგისტრალით რიკოთის გვირაბების გავლით.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში, თეთრი ხიდისა და კოლხეთის შადრევნის ირგვლივ — ფეხით ყველაფერი ახლოსაა.
გადაადგილება: ცენტრი ფეხით ითვალიერება; გელათში, მღვიმეებსა და კანიონებში — ტაქსით, ტურით ან მანქანით.
რა წავიღოთ: მღვიმეებისთვის თხელი ქურთუკი; გელათისა და მოწამეთასთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.

ქუთაისი: გზამკვლევი
ქუთაისი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება ქუთაისს?
ქალაქს, ბაგრატსა და გელათს ერთი დღე ჰყოფნის. მღვიმეებისა და ოკაცის ან მარტვილის კანიონის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს.
შეიძლება თუ არა ქუთაისი თბილისიდან ერთ დღეში?
შეიძლება, მაგრამ 6 საათამდე მხოლოდ გზაა და ბაგრატის, გელათისა და ერთი მღვიმის მეტი ვერ მოესწრება. ერთი ღამით დარჩენა გაცილებით კომფორტულია.
რომელ უბანში ჯობს დარჩენა?
ძველ ქალაქში, რიონის სანაპიროსა და კოლხეთის შადრევნის ახლოს. აქედან ბაზარი, რესტორნები და ბაგრატი ფეხით რამდენიმე წუთშია.
როგორ მივიდე გელათამდე?
ცენტრიდან ტაქსით 15–20 წუთია. ავტობუსიც დადის, მაგრამ იშვიათად, ამიტომ ტაქსი ან ტური უფრო მოსახერხებელია.
რა ვჭამოთ ქუთაისში?
იმერული ხაჭაპური, ფხალი, ლობიო ჭადით და ახალი იმერული ყველი. ბაზარში ჩურჩხელა და ტყემალიც კარგია წასაღებად.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.