ნინოსხევის ( გურგენიანის) ჩანჩქერი
ფოტო: Giorgimailo · CC BY-SA 4.0; Giorgi Balakhadze · CC BY-SA 4.0; Giorgimailo · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
წამო კახეთში "გურმენთან ერთად" !
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო გთხოვთ, აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას!
არ ვაბინძურებთ გარემოს;
არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში;
არ ვბილწსიტყვაობთ;
არ მოვდივართ ქუსლიანი ფეხსაცმელებით;
რა დამჭირდება/რა წამოვიღო?
(ზოგადი რეკომენდაციები)
1. გამოსაცვლელი ტანსაცმელი;
2. საწვიმარი;
3. კომფორტული სალაშქრო ფეხსაცმელი;
4. კომფორტული ზურგჩანთა;
5. პოზიტივი
6. პირბადე (აუცილებლად)
ტურის სირთულე - საშუალო
გასავლელი მანძილი - 9კმ
შეკრების ადგილი: დიდუბის ზედა ამოსასვლელი
შეკრების დრო: 07:00 საათი
გასვლის დრო : 07:30 საათი
( დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში)
1. ტრანსპორტირება
2. გიდის მომსახურება
3. ფოტო-გადაღება
1. კვება ( საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდუალურად)
2. ჩანჩქერში მკლავურით შეცურვა
ტურზე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.
ადგილების დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.
- გურო
აბა, ლამაზი დღის მოლოდინში !
ლაგოდეხი — რა ტურებს გთავაზობთ
ლაგოდეხის ტური ჩვეულებრივ მოიცავს ტრანსპორტს თბილისიდან, გიდს ნაკრძალის ბილიკზე და, სურვილისამებრ, ღამისთევას გესტჰაუსში. შეგვიძლია ერთდღიან სალაშქრო გასვლას სიღნაღის ან კახეთის მარნის ვიზიტიც მივუმატოთ — თარიღს თქვენ შეარჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: ტყეში გრილა, ბილიკები მშრალია, ოქტომბერში კი წიფლნარი ყვითლდება.
ივლისი–აგვისტოში ქალაქში ცხელა, 30°-ზე მეტი, მაგრამ ტყის ჩრდილში სიარული მაინც კომფორტულია; შავი კლდის ტბისკენ მაღალმთიანი ბილიკი მხოლოდ ზაფხულში იხსნება.
ზამთარში ჩანჩქერის ბილიკები ხშირად სველი და მოყინულია, ხალხიც ცოტაა.
რა ვნახოთ
- ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები — 1912 წელს დაარსებული ნაკრძალი წიფლისა და რცხილის ტყით, ვიზიტორთა ცენტრით ქალაქის განაპირას
- ნინოსხევის ჩანჩქერი — ყველაზე პოპულარული ბილიკი, ორივე მიმართულებით 5–7 საათი, ბოლო მონაკვეთი მდინარის კალაპოტით
- შავი როჭოს ჩანჩქერი — უფრო მოკლე და იოლი ბილიკი, ოჯახებისთვის მოსახერხებელი
- მაჭის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები ტყეში, ნახევარდღიანი გასვლა
- შავი კლდის ტბა — 2–3-დღიანი მაღალმთიანი მარშრუტი, მხოლოდ ზაფხულში და რეგისტრაციით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან საგარეჯოსა და გურჯაანის გავლით დაახლოებით 160–170 კმ-ია (2,5–3 საათი). მარშრუტკა სამგორის (ისნის) სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 2,5–3 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საგარეჯო–გურჯაანი–წნორის ტრასით, მთელ გზაზე ასფალტია.
სად დავრჩეთ: ნაკრძალის შესასვლელთან — საოჯახო გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები; ნაკრძალს თავისი საკემპინგე ადგილებიც აქვს.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი — ჩანჩქერისკენ ბილიკი მდინარის ქვებზე გადის; წყალი და საწვიმარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ტყეში სიგნალი ადგილ-ადგილ იკარგება.