აღმოაჩინეთ განსხვავებული სამეგრელო: მარტვილის კანიონები და ჩანჩქერები, ტობას მ. და ონიორეს მ. ჩანჩქერები, კაღუს და აბჰესის ჩანნქერები, მარტვილის და ბალდის კანიონები, ბალდის მამათა მონასტერი, დედამოკა- სექტემბერს

ფოტო: Lasha ge · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამარტვილი, სენაკი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63958

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ორდღიანი ტურის თანხა: სასტუმროთი‼
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
მარტვილის კანიონი
კაღუს (ჟუჟღას) ჩანჩქერი
ბალდის კანიონი
ბალდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი
სოფ. ბეთლემი "თოკების პარკი" 130 მეტრიანი ზიპლაინი უფასოდ!
"დედამოკა" (ორსულ დედას ნიშნავს და არსებობს ლეგენდა ქვად ქცეულ ორსულ ქალზე)
სამკურნალო ცხელი გოგირდოვანი წყლები
ტეხურის კანიონი სადაც შეგიძლიათ იჭყუმპალაოთ
განთავსება სასტუმროში (3-4-5 ადგილიანი ნომრები)
II დღე:
საქართველოში ყველაზე დიდი 234 მეტრიანი ტობას კასკადოვანი ჩანჩქერი
ონიორეს 67 მეტრიანი ჩანჩქერი
ელარჯი ფართი ვანოს ქოხში
ფეხით გასავლელი გზა: ტობას და ონიორეს ჩანჩქერზე ჯამში 3 კმ. საშუალო სირთულის!
მარტვილის კანიონი:
ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო
ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.;
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 10..
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 17.;
მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
აუცილებლად თან გქონდეთ პირბადე!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი+გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი, ქურთუკი. მზისგან დამცავი საშუალებები. სასურველია სალაშქრო ჯოხი და ჩანჩქერზე ასვლისას არ ჩაიცვათ შორტები , რადგან მოგიწევთ ეკალბარდებში და ჭინჭრებში სიარული...
მდინარეზე ბანაობის მსურველებმა წამოიღეთ საცურაო კოსტიუმები!
ვემორჩილებით გიდს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გიდი!
თერმო სკრინინგი
სადეზინფექციო ხსნარი
საოჯახო სასტუმრო
კვება. ყველას მოგვაქვს 2 დღის სამყოფი საკვები ან ადგილზე ვაგვარებთ.
( დილით ყავა და ჩაი უფასოდ!)
გასვლის დრო: - დილის 06:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
???? -თამარი
???? -თამარი

მარტვილი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური მარტვილში ჩვეულებრივ ოკაცესა და პრომეთეს მღვიმესაც მოიცავს: ტრანსპორტი, გიდი, ნავით სეირნობა და ღამისთევა ქუთაისში. მარშრუტს თქვენს თარიღებზე შეგირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, კანიონში წყალი სუფთა და ფერადია.
ივლისი–აგვისტოში ნოტიო სიცხეა, 30°-ზე მეტი, კანიონთან კი რიგები დგება.
ძლიერი წვიმის შემდეგ წყალი იმღვრევა და ნავით სეირნობა შეიძლება შეჩერდეს; ზამთარში რბილი, მაგრამ წვიმიანი ამინდია.

რა ვნახოთ

  • მარტვილის კანიონი — ფირუზისფერი წყალი, ჩანჩქერები და ნავით სეირნობა ვიწრო ხეობაში
  • ჭყონდიდის (მარტვილის) მონასტერი — ძველი ტაძარი გორაზე, ქალაქისა და ველის ხედით
  • ბალდის კანიონი და ონიორეს ჩანჩქერი — ნაკლებად ხალხმრავალი, ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ში
  • ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი — მეზობელ ხონის მუნიციპალიტეტში, ერთ დღეს ხშირად ერთად ნახულობენ

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 280 კმ-ია, 4–4,5 საათი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჯერ ქუთაისამდე მიდიან მატარებლით ან მარშრუტკით, იქიდან მარტვილის მარშრუტკას დაახლოებით 1 საათი სჭირდება.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ქუთაისამდე ავტომაგისტრალით, შემდეგ ხონის ან სამტრედიის გავლით.
სად დავრჩეთ: მარტვილში — რამდენიმე გესტჰაუსი; უმეტესობა ქუთაისში ჩერდება და აქ ერთი დღით მოდის.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი კანიონის ბილიკებისთვის, ზაფხულში — მწერების საწინააღმდეგო საშუალება; მონასტრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია.

მარტვილი: გზამკვლევი
მარტვილი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თბილისიდან ერთ დღეში?
შეიძლება, მაგრამ გზაში 8–9 საათი გაგივათ. უმჯობესია ღამე ქუთაისში გაათიოთ და მარტვილს ოკაცე ან პრომეთეს მღვიმე დაამატოთ.
ყოველთვის მუშაობს ნავით სეირნობა?
ჩვეულებრივ მთელი წელი, მაგრამ ძლიერი წვიმისა და მაღალი წყლის დროს შეიძლება შეჩერდეს. კანიონში ბანაობა დღეს ნებადართული არ არის.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ბილიკები მოკლეა და კეთილმოწყობილი, ნავით სეირნობა კი ბავშვებს მოსწონთ; პატარებისთვის საშველი ჟილეტები ადგილზეა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.