დარჩა ადგილი! სამეგრელოს ორდღიანი ტური: ჭაქვინჯის ციხე,მუხური, შურუბუმუს მღვიმე, ლუგელას ხეობა, გვალაშარას ჩანჩქერი, ნოქალაქევი, დედამოკა, ტეხურის კანიონი ( მეგრული ვახშამი საჩუქრად) ივლისი აგვისტო

ფოტო: ForwarderL · CC BY-SA 3.0; ForwarderL · CC BY-SA 3.0; Berdo Maghularia from Kutaisi, Gerogia · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაზუგდიდი, აბაშა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63771

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

ტურის თანხა სასტუმროთი: ‼
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
ჯიხაშკარი
ჭაქვინჯის ციხე
მუხური
ლუგელას ხეობა
ლუგელას მინერალური წყლები
მიგარიას მასივი: შურუბუმუს კარსტული მღვიმე, დაბურული ტყე, ბზის კორომები და პატარ-პატარა ჩანჩქერები.
გვალაშარას ჩანჩქერი
საღამოს ვახშამი ჯიხაშკარში
განთავსება საოჯახო სასტუმროში მარტვილის რ/ნ სოფ. გაჭედილში
II დღე
10:00 წთ. პირველ ლოკაციას ვიტოვებთ სიურპრიზად‼
ნოქალაქევი-ციხე გოჯი, ქვედა და ზედა ციხე
"დედამოკა" (ორსულ დედას ნიშნავს და არსებობს ლეგენდა ქვად ქცეულ ორსულ ქალზე)
სამკურნალო ცხელი გოგირდოვანი წყლები
ტეხურის კანიონი
ფეხით გასავლელი გზა: შურუბუმუს მღვიმე: 1კმ ორივე გზა
გვალაშარას ჩანჩქერები: 2 კმ ორივე გზა,( შეიძლება მიკროავტობუსმა შეგვიმციროს მანძილი, ვნახოთ სადამდეც შევძლებთ მისვლას)
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
აუცილებლად თან გქონდეთ პირბადე!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი+გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი, ქურთუკი. მზისგან დამცავი საშუალებები.
ვემორჩილებით გიდს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გიდი!
თერმოსკრინინგი
სადეზინფექციო ხსნარი
საოჯახო სასტუმრო
კვება. ყველას მოგვაქვს 2 დღის სამყოფი საკვები ან ადგილზე ვაგვარებთ.
( მხოლოდ ერთხელ კვებაში შედის ვახშამი საჩუქრად)
გასვლის დრო: - დილის 06:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი

ზუგდიდი — რა ტურებს გთავაზობთ

ზუგდიდი ჩვეულებრივ სამეგრელოს ან სვანეთის ტურის ნაწილია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სასახლეში, მეგრული სადილი და ღამისთევა ქალაქში, მეორე დღეს კი მესტიისკენ ან ანაკლიისკენ. მარშრუტს თქვენს დღეებს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ბაღში ყველაფერი ყვავის ან მწიფდება.
ივლისი–აგვისტოში ნოტიო სიცხეა, 30°-ზე მეტი; ამ დროს ბევრი ზუგდიდიდან ანაკლიაში ზღვაზე მიდის ან მესტიისკენ აგრძელებს გზას.
ზამთარი რბილია, თოვლი იშვიათად მოდის, მაგრამ ხშირად წვიმს.

რა ვნახოთ

  • დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და მეგრელი მთავრების კოლექციით
  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი — სასახლის უკან გაშენებული ძველი პარკი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი
  • რუხის ციხე — XVIII საუკუნის ციხე ენგურთან, ქალაქიდან 8 კმ-ში
  • წალენჯიხის საკათედრო ტაძარი — XIV–XV საუკუნეების ბიზანტიური ფრესკებით, 25 კმ-ში
  • ანაკლია — ქვიშიანი პლაჟი ენგურის შესართავთან, დაახლოებით 30 კმ
  • ენგურჰესის კაშხალი — მესტიის გზაზე, ერთ-ერთი უმაღლესი თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 320 კმ-ია (4,5–5 საათი). მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, დადის ღამის მატარებელიც; მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის. ქუთაისის აეროპორტიდან დაახლოებით 100 კმ-ია, საათნახევარი.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ქუთაისის ავტომაგისტრალით სამტრედიამდე, შემდეგ სენაკისა და ხობის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში, სასახლისა და მთავარი ქუჩის ახლოს — საქალაქო სასტუმროები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: ზაფხულში მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება, შემოდგომაზე — ქოლგა.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი და ბანკომატები ყველგანაა.

ზუგდიდი: გზამკვლევი
ზუგდიდი

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება ზუგდიდს?
სასახლესა და ბოტანიკურ ბაღს ნახევარი დღე ჰყოფნის. რუხის ციხისა და წალენჯიხის დამატებით ერთი სრული დღე გამოვა.
ღირს თუ არა ზუგდიდში ღამის გათევა სვანეთის გზაზე?
კი, თბილისიდან მესტიამდე ერთ დღეში 8–9 საათია. ზუგდიდში ღამე რომ გაათიოთ, მეორე დილით 3 საათში სვანეთში იქნებით.
რა ვჭამოთ ზუგდიდში?
მეგრული ხაჭაპური, ელარჯი, გებჟალია, კუჭმაჭი და ცხარე აჯიკა. სამზარეულო აქ ცხარეა — შეკვეთისას შეგიძლიათ თქვათ, რომ ნაკლებად ცხარე გინდათ.
რა არის ენგურის ხიდზე?
ენგურის ხიდი ოკუპირებულ აფხაზეთთან გამყოფ ხაზზეა, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში. ტურისტული მიზნით იქ გადასვლა არ ხდება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.