national delicacy

მოირონინე დიდი ოქროწყლის ტბა

  • ID: 63750
  • ნახვები: 1698
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/08/21
    დაბრუნება
    • 15/08/21
დამატებითი ინფორმაცია

14_15 აგვისტოს გთავაზობთ 2 დღიან სათავგადასავლო ლაშქრობას სვანეთში, დიდ ოქროწყალზე 

 შეკრების ადგილი და დრო:
 დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 22:45სთ. ( 13 აგვისტოს ღამე, პარასკევი რომ დაღამდება)
 გასვლა: 23:00 სთ.

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
 გასვლის დროდან 10 წუთი

მოსანახულებელი ადგილები
1. სოფ. ლუხი
2. სოფ. ლახამი
3. ორმალეთის ხეობა
4. ოქროწყლის (დარჩვის) ხეობა
5. დიდი ოქროწყლის ტბა

 

 ლაშქრობის დეტალური აღწერა:

დღე 1:
 22:45 შეკრება
 23:00 გამგზავრება მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით,420 კმ ტრანსპორტით გასავლელი მანძილი
 06:00 ჩასვლა მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ლუხში .
 06:30 გადაჯდომა სატვირთო მანქანაში და გამგზავრება ორმელეთის ხეობის მიმართულებით
 08:00 ლანჩი ორმალეთის ხეობაში
 09:00 საფეხმავლო ტურის დაწყება,დიდი ოქროწყლის ტბის საბანაკის მიმართულებით
 16:00 საბანაკეზე მისვლა და დაბანაკება

 ფეხით გასავლელი მანძილი 9კმ

დღე 2:
 08:00 - გაღვიძება
 09:00 - საუზმე
 10:00 - ბანაკის აშლა,გამომგზავრება ორმალეთის ხეობის მიმართულებით
 16:00 - სატვირთოში ჩაჯდომა (ან დადგომა)  და გამომგზავრება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხის მიმართულებით
 17:30 - მიკროავტობუსით გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
 00:00 ტურის დასასრული
 ფეხით გასავლელი მანძილი 9კმ

 

 მარშრუტის სირთულე:
 საშუალო
 ფეხით გასავლელი მანძილი:
 18 კმ.

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

 ფინანსური ნაწილი:
120 ლარი

 

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
 ტურზე გასვლამდე 240 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში. 

 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება
 გამყოლი
 ფოტოგადაღება
(თუ კარავი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყობთ)

 

 ფასში არ შედის:
 საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად)
 საძილე
 საგებელი

 საჭირო აღჭურვილობა:
სალაშქრო ფეხსაცმელი,კარავი, საძილე ტომარა, საგებელი, სალაშქრო ჯოხები, სათვალე, კეპი, მზისგან დამცავი კრემი,ფანარი,საწვიმარი.

და ბოლოს - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა 

 

 

 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

 

 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე120.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/08/21
    დაბრუნება
    • 15/08/21