მოირონინე სვანეთი არასტანდარტული სანახაობებით ❤

ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამესტია
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63749

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 01:50 სთ.

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი

ტურის აღწერა:

პირველი დღე
1. ჰეშკილის ქოხები და ცნობილი საქანელა
3.თამარის კოშკი - XII-XIII სს -გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.
4. უშგულის ლამარია (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს)

დაბინავება უშგულში საოჯახო ტიპის სასტუმროში

მეორე დღე
2. თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია - ხედები უშგულზე (მანძილი ფეხით 3 კმ)

დაბრუნება სასტუმროში - თავისუფალი დრო

მესამე დღე
1. ლანქვერის ჩანჩქერი, ულამაზესი ხეობა, მწვერვალი ლანქვერი (ფეხით გასავლელი მანძილი 8 კმ.)
2. კურორტი თეთნულდი
3. ღამის მესტია (თავისუფალი დრო)

დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში

მეოთხე დღე
2. ენგურის წყალსაცავი
3. დადიანების სასახლე

წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ვერ ვნახავთ თამარის საზაფხულო რეზიდენციას და ჩანჩქერს, რადგან ვერ დავხედავთ უშგულს ზემოდან და ვერც შხარას დიდებულება გამოჩნდება...

სურვილის შემთხვევაში ზუგდიდში ელარჯსაც მივირთმევთ

გამომგზავრება თბილისში

მარშუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი
15 კმ

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 (1 კვირა) საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი
ფოტოგადაღება
განთავსება სასტუმროში სამი ღამით

ოთხი დღის სამყოფი საკვები, მიგვაქვს ინდივიდუალურად და ვიკვებებით ერთად .

რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი რაც მთავარია - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა !

ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი

მესტია — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
  • მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
  • კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
  • ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
  • ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
  • უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.

მესტია: გზამკვლევი
მესტია

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება მესტიას?
მინიმუმ 3 დღე: ერთი მესტიისთვის, ერთი უშგულისთვის და ერთი ლაშქრობისთვის. გზაში დახარჯული დრო ცალკე ჩათვალეთ.
ფრენა თუ მანქანა?
ფრენა დროს ზოგავს, მაგრამ თვითმფრინავი პატარაა და ცუდ ამინდში რეისი უქმდება. საიმედოა გზაც: ზუგდიდიდან ხეობით მგზავრობა თავისთავად ლამაზია.
რამდენად რთულია უშგულამდე მისვლა?
გზის დიდი ნაწილი უკვე ასფალტიანია, მაგრამ ზოგი მონაკვეთი კვლავ რთულია; ჩვეულებრივ ჯიპით მიდიან, 1,5–2 საათში.
შეიძლება ზამთარში სათხილამუროდ?
კი, ჰაწვალი ქალაქის თავზეა, თეთნულდი კი დაახლოებით 20 კმ-ში, გრძელი ტრასებით. სეზონი ჩვეულებრივ დეკემბრიდან მარტამდეა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.