ჯუთას ტური მხოლოდ . დარჩენილია ადგილი
ფოტო: MaxBenidze · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ზაფხულის ფერები ჯუთაში!
ერთი დღე მთებში განტვირთვისთვის ????
იმოგზაურე, შეიქმენი ბუმ შთაბეჭდილებები და ემოციები...
(ორგანიზაციებმა კერძო ჯავშნებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში)
ტურის ხანგძლივობა: 1 დღე
შეხვედრის ადგილი:????
???? 07:00 საათზე - ველოსიპედის ძეგლი.
???? 22:00 - 23:00 საათი დაბრუნების დრო
__________________________________________
თავგადასავლები ???? მოგონებები სიმწვანე ???? პოზიტივი ????, მეტი????, და სიმშვიდე ჩვენს მთებში ????????
__________________________________________
დღის განმავლობაში მოვინახულებთ:
???? 300 არაგველების მემორიალი
???? თეთრი და შავი არაგვის შესაერთები
???? ქვედა მლეთის წმ. გიორგის ეკლესია
????გუდაური და პანორამული გადასახედი
???? ტრავერტინები და მჟავე წყლები
???? სოფელი სნო
???? სოფელი ჯუთა
???? ზეთა კემპინგი
????მეხუთე სეზონი
????ჯუთა ჭაუხები
????ჯუთას ჩანჩქერი
___________________________________________
???? ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით. (ფოტოები კომენტარებში)
???? გიდის მომსახურება
???? კარგი მუსიკები ( ყველას გემოვნებას გავითვალისწინებთ.
საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდუალურად, მაგრამ მივირთმევთ ყველანი ერთად!
___________________________________________
???? ფეხით გასავლელი მანძილი.? - 7 კმ მარტივი სირთულის.
???? როგორ ჩავიცვათ.? სალაშქრო ჩაცმულობა.
???? რა წამოვიღოთ? საწვიმარი, თბილი მოსაცმელი , მზისგან დამცავი საშუალება, წყალი, პირადი აფთიაქი.
???? ტურზე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ!
???? მსურველებმა ადგილების დასაჯავშნად ან მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში
???? + 444 viber/whats up
ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.
რა ვნახოთ
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
- გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
- დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
- ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
- ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
- რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.