national delicacy

კოლხეთის ეროვნული პარკი: პალიასტომის ტბა - ფიჩორი

  • ID: 63719
  • ნახვები: 1438
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/07/21
    დაბრუნება
    • 24/07/21
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 24 ივლისს, შაბათს, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს კოლხეთის ეროვნულ პარკში, ე.წ. "ქართულ ამაზონში". წინ გველის სამ საათიანი დაუვიწყარი და საოცარი შთაბეჭდილებებით აღსავსე გასეირნება პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში, სადაც ვიხილავთ ჭარბტენიან კოლხურ უნიკალურ ტყეს, წყლისა და ჭაობის ფრინველებს, მდორე წყლების დუმფარის ე.წ. „ზეწრებს“ და ა.შ. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. ქალაქი ფოთი - კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი.
2. პალიასტომის ტბა - სიდიდით მესამე ტბა საქართველოში (ფარავნისა და კარწახის ტბების შემდეგ).
3. პალიასტომი - მდ. ფიჩორი: სამ საათიანი (18 კმ.) გასეირნება პონტონის ტიპის ნავით. ვიზიტორები დაათვალიერებენ პალიასტომის ტბის ულამაზეს ნაპირებს, მდინარე ფიჩორის შესართავის თვალწარმტაც ხედს. გავჩერდებით მდ. ფიჩორის ნაპირთან, კოლხურ ულამაზეს ტყეში მოწყობილ მაგიდა-სკამებთან, სადაც გვექნება დრო პიკნიკისთვის და შემდეგ იმავე გზით დავბრუნდებით უკან.
4. ფოთის შუქურა - საქართველოს საზღვაო სანაპირო ზოლზე ყველაზე მაღალი სანავიგაციო ნაგებობა. ქალაქ ფოთისა და მდინარე რიონის შავ ზღვასთან შესართავის ულამაზესი ხედები.
5. შავ ზღვაში ბანაობა სურვილისამებრ.

 24 ივლისი, შაბათი.
 ტურის ღირებულება: 75 ლარი.

 ფეხით სასიარულო: არ გვაქვს.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:30 სთ. გავდივართ 06:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 პალიასტომი - მდ. ფიჩორი: სამ საათიანი (18 კმ.) გასეირნება პონტონის ტიპის ნავით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ მდ. ფიჩორის ნაპირას, კოლხურ ულამაზეს ტყეში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 კოლხეთის ეროვნული პარკი — პარკის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ველური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები. კოლხეთის ეროვნულ პარკის მონახულება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. მდინერეების, ჭურიისა და ფიჩორის ხეობაში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბაზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატერით, პანტონით და კაიაკით გასეირნება, შემდგომ კი კოლხური ტყისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი. პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

 პალიასტომი — გამდინარე ტბა, რომლის დიდი ნაწილი მდებარეობს სამეგრელოში, ქალაქ ფოთთან, თუმცა მისი დასავლეთ ნაწილი გურიის მხარეში შედის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა. ტბის ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა და შავ ზღვას უერთდება. პალიატომის ტბა სიდიდით მესამე ტბაა საქართველოში ( ფარავნისა და კარწახის ტბების შემდეგ ). ამავდროულად ის ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარე და თევზით მდიდარი ტბაა საქართველოში. ეს ადგილი უნიკალურია ფრინველებზე დაკვირვებისთვის. ტბა გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი ძირიტადი გასაჩერებელი და გამოსაზამთრებელი ადგილია. ტბაში გავრცელებული თევზის ჯიშებია: სუდაკი, კეფალი, ოკუნი, ღორჯო, ქარიყლაპია, კრასნაპიორკა, ლოქო, საზანი, კობრი, და სხვა ზღვიდან შემოსული თევზები. წარსულში პალიასტომის ტბა შავი ზღვის უბე იყო, ხოლო შემდეგ პერიოდში გამოეყო მას და ტბად იქცა. დროთა განმავლობაში უბე ამოივსო და ზღვასთან კავშირი გაწყდა. ამჟამად ტბა ზღვიდან 2 კმ სიგანის ქვიშიანი ზოლით არის გამოყოფილი.1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა. წყლის დამლაშებამდე ტბაში ოთხ ათეულზე მეტი სახეობის თევზი მოიპოვებოდა. ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ აღწერილი აქვს ეგნატე ნინოშვილს 1891 წლის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა“: „ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას თურმე ხმელეთი იყო. ზედ ხალხი იდგა და იმ ხალხს პავლიას ტომს ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხი და ყოველი სულდგმული დაიღრჩო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკონიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენეს“.

 ფოთის შუქურა - საქართველოს საზღვაო სანაპირო ზოლზე ყველაზე მაღალი სანავიგაციო ნაგებობა. მისი აგების აუცილებლობა 1858 წელს ფოთის საპორტო ქალაქად გამოცხადებასთან ერთად გაჩნდა. შუქურა ინგლისური კომპანია "Easton Amos & Sons"-ის მიერ 1862 წ. იქნა დამზადებული. ლონდონიდან ფოთში მისი ნაწილების ტრანსპორტირების შემდეგ, ბრიტანელი ინჟინერები სპეციალურად დანომრილი ფილებისგან ქანჩებითა და ხრახნებით შუქურას 6 თვის განმავლობაში აგებდნენ მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. შუქურა ექსპლუატაციაშია 1864 წლიდან. იგი აღჭურვილია ლითონის სპირალური კიბით, რომლის 160 საფეხურს ნაგებობის ოპტიკურ მოწყობილობამდე მივყავართ. შუქურიდან ქალაქ ფოთისა და მდინარე რიონის შავ ზღვასთან შესართავის ულამაზესი ხედები იშლება. მასალა: თუჯი. საერთო მასა: 126 ტონა. სიმაღლე: 36.6 მეტრი. ნათურის ნათების სიშორე: 17 საზღვაო მილი (AIFI WR 7.5s). დღეს შუქურის გამართულ მუშაობას საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური უზრუნველყოფს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე75.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/07/21
    დაბრუნება
    • 24/07/21