national delicacy

მოირონინე ლებარდეს დიდი და პატარა ტობა

  • ID: 63654
  • ნახვები: 1155
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/07/21
    დაბრუნება
    • 25/07/21
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი #რონინი გთავაზობთ 2 დღიან ლაშქრობას - სამეგრელოში, სადაც მოვინახულებთ ულამაზეს კურორტ ლებარდეს და ლებარდეს ტბებს, დიდ და პატარა ტობას.
კურორტი ლებარდე მდებარეობს სამეგრელოს მთიანეთში, ეგრისის ქედზე ზღვის დონიდან 1600 მეტრზე.
ლებარდეს დიდი და პატარა ტობა მდებარეობს ლებარდედან 7-8 კილომეტრის დაშორებით, ალპურ ზონაში.

ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...

 შეკრების ადგილი და დრო:
 დიდუბე (სამთო ქიმიის მოპირდაპირე მხარეს,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 23 ივლისი 23:50 სთ.
 გასვლა: 24 ივლისი 00:00 სთ.
 მიკროავტობუსი გამოვა რუსთავიდანაც: 23 ივლისი 23:00 სთ.

 

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი

 მოსანახულებელი ადგილები:
1. ტეხურას ხეობა
2. კურორტი ლებარდე
3. ლებარდეს დიდი ტობა
4. ლებადეს პატარა ტობა
5. ხედი ეგრისისა და ასხის ქედებზე, კოლხეთის დაბლობზე

 ლაშქრობის დეტალური აღწერა:

პირველი დღე:
მიკროავტობუსით მივალთ სოფელ ნაფიჩხოვომდე,საიდანაც
ლებარდეში ავალთ სამ ხიდიანი მანქანით, რის შემდეგაც დაიწყება ჩვენი საფეხმავლო მსვლელობა ლებარდეს ტბებისკენ.
დავბანაკდებით ლებარდეს დიდ ტობაზე ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ეგრისის ქედზე, მდინარე ტეხურის ხეობაზე, ასხის მასივზე და მთლინად კოლხეთის დაბლობზე.

 

მეორე დღე
მოვინახულებთ ლებარდეს პატარა ტობას, უკან დაბრუნებისას გზად დავაგემოვნებთ მწყემსების მოხარშულ ელარჯს, ლებარდეში დაბრუნებულები კი სამხიდიანი მანქანით ჩამოვალთ ჩვენს ტრანსპორტთან და დავბრუნდებით დედაქალაქში.

 

 მარშრუტის სირთულე:
საშუალო

ფეხით გასავლელი მანძილი :
16 კმ. ორივე გზა.

 

 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 100 ლარი

 

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

 

 ფასში შედის:
1. ტრანსპორტირება (კომფორტული მიკროავტობუსი)
2. ტრანსპორტირება სამ ხიდიანი მანქანით
3. გამყოლი
4. ფოტოგადაღება 
5. პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)
6. კარავი,საძილე, საგებელი.
(თუ თქვენ ვერ იშოვით ჩვენ უზრუნველვყოფთ განთავსებას)

 

 ფასში არ შედის:
ორი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)

 გასათვალისწინებელი პირობები:
შესაძლოა იყოს სეტყვა, ნისლი, ქარი, მთის თანმხლებია ეს ყოველი,
ამინდის ღმერთები ჩვენ არ ვართ და პრეტენზიები არ მიიღება.

 

 საჭირო ინვენტარი:
კარავი, საძილე, საგებელი, სალაშქრო ჯოხი, რომელიც ეხმარება ჩვენს მუხლებს და გვიცავს დაცურებისგან. ფანარი, მზისაგან დამცავი კრემი, სათვალე, კეპი
აუცილებელია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღოთ საწვიმარი.
აფთიაქი - თუ იცით რომ რამეს უჩივით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.

 

 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

 

 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე100.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/07/21
    დაბრუნება
    • 25/07/21