ერთდღიანი ჯიპ-ტური აბუდელაურის ტბებზე ❤️❤️❤️
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; franek2 · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
,," გთავაზობთ ერთდღიან ტურს ხევსურეთში აბუდელაურის ფერადი ტბების მოსანახულებლად.
• ტური გაიმართება ყოველ შაბათს და კვირას (მთლიანად დაჯავშნის შემთხვევაში ტურის განხორციელება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დროს)
• ტურისტების რაოდენობა: 7-14-21... პერსონა
• შეკრების ადგილი: მ. დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორია) 7:00 საათი
მარშრუტი:
• ჟინვალის წყალსაცავი
• კორშას ეთნოგრაფიული მუზეუმი
• ულამაზესი სოფელი როშკა, როშკას ავცდებით 2 კმ -ით მანქანით და შემდეგ გავემართებით ტბებისკენ, ტბებზე ფეხით სასიარულო მანძილი მთლიანად 10 კმ.
• მოვინახულებთ თეთრ, ცისფერ და მწვანე ტბას, გადავიღებთ ულამაზეს სურათებს
• ჩარგალი (ვაჟა ფშაველას სახლმუზეუმი)
• სურვილის შემთხვევაში უგემრიელესი ფშაური ხინკლის დაგემოვნება (ფშავში)
• გამომგზავრება თბილისის მიმართულებით დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
• ერთი პერსონა
• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი ჯიპით. (MITSUBISHI DELICA 4x4)
• გამოცდილი მძღოლი - გამყოლი
საჭირო ეკიპირება:
• საწვიმარი, მოსახერხებელი, სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.
აკრძალულია:
• ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება
• არ ვაბინძურებთ გარემოს
• ან მოგვწერეთ facebook :
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია
საქ. ბანკი:
თი ბი სი ბანკი:
ხევსურეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ხევსურეთის ტური — ტრანსპორტი თბილისიდან მაღალი გამავლობის მანქანით, გიდი და ღამისთევა შატილში ან როშკაში. ერთ დღეშიც შეიძლება, მაგრამ ორდღიანი მარშრუტი უფრო მშვიდია; გეგმას თქვენს თარიღებსა და გზის მდგომარეობას მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, დათვისჯვრის უღელტეხილი ღიაა და ლაშქრობის ბილიკებიც გამხმარია.
ივნისში გზა ხშირად ჯერ კიდევ დაკეტილია ან ახალი გახსნილია, ოქტომბერში კი პირველმა თოვლმა შეიძლება ნებისმიერ დღეს ჩაკეტოს.
ზამთარში უღელტეხილის იქით, შატილისა და არღუნის ხეობისკენ, მანქანით ვერ გახვალთ; ბარისახომდე და როშკამდე მისვლა იოლია.
რა ვნახოთ
- შატილი — XI–XVIII საუკუნეების ციხე-სოფელი არღუნის ხეობაში, ერთმანეთზე მიდგმული ბრტყელსახურავიანი კოშკებით
- მუცო — კლდის წვერზე შეფენილი ნასოფლარი კოშკებით, შატილიდან 12 კმ-ში
- ანატორის აკლდამები — ქვის სამარხები მდინარის პირას, რომლებსაც ჭირის ლეგენდა უკავშირდება
- როშკა და აბუდელაურის ტბები — ერთდღიანი ლაშქრობა სამფეროვან ტბებამდე ჭაუხის მასივის ძირში
- კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი — ხევსურული ჩოხები, საჭურველი და საყოფაცხოვრებო ნივთები
- გუდანი — ხევსურეთის მთავარი სალოცავის სოფელი არაგვის სათავეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან შატილამდე დაახლოებით 150 კმ-ია, 4–5 საათი; ბარისახომდე — 2 საათამდე. ზაფხულის სეზონზე (ჩვეულებრივ ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე) დიდუბიდან შატილში მარშრუტკა დადის, მგზავრობა დაახლოებით 5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ჟინვალიდან ბარისახოს გავლით, შემდეგ დათვისჯვრის უღელტეხილი (დაახლოებით 2 676 მ); უღელტეხილის შემდეგ გრუნტის, ვიწრო გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
სად დავრჩეთ: შატილში, ბარისახოსა და როშკაში — საოჯახო სასტუმროები, ზოგი აღდგენილ ციხე-სახლში; კვება ჩვეულებრივ ფასში შედის.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, საწვიმარი, ნაღდი ფული (ბანკომატი არ არის) და პასპორტი — შატილის მხარე სასაზღვრო ზოლია.
კავშირი: მობილური სიგნალი ბევრგან სუსტია ან საერთოდ არ არის.