ჯუთა
ფოტო: Аліна Семенець · CC BY-SA 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; MaxBenidze · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
???? გატურვის ფარგლებში მოვინახულებთ ????
????გუდაურის გადმოსახედი პანორამა????
????კობის ტრავერტინები
????სოფელი სნო .
????სნოს ციხე .
????ხევის სიონი
????სოფელი ჯუთა .
???? ჯუთას პატარა ჩანჩქერი და ტბა????
???? ხედი ჭაუხებიდან
ტურის სირთულე: ????
მარტივი და სასიამოვნო ????. ჯამში 6 კილომეტრი???????? გადავიღებთ უამრავ ფოტოს,ვიპიკნიკებთ ტბასთან, ცეკვა სიმღერა სურვილისამებრ ????????????
შეკრების დრო და ადგილი :
Ⓜ მეტრო "დიდუბე" ზედა ამოსასვლელი????
გასვლა ???? 08:00 საათზე .
დაბრუნება ???? 22:00 ???? საათზე .
????გამყოლი გიდი ( უკეთესს რო ვერ ინატრებ????????)
კვება ინდივიდუალურად ერთი დღის სამყოფი წამოიღეთ????????????????. ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი ????და ტანისამოსი ????????
ასევე სასურველია საწვიმარი???? და მზისგან დამცავი საშუალებები????. სათადარიგო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
???? დაუშვებელია ნასვამ მდგომატეობაში წამოსვლა
ასევე ალკოჰოლური სასმელების მიღება მგზავრობის დროს
???? არ ვეწევთ ტრანსპორტში
????არ ვაბინძურებთ გარემოს
ჩვენს დაუვიწყარ ტურში მოსახვედრად აუცილებელია
დაჯავშნოთ ადგილები წინასწარ???? დასაჯავშნათ მოგვწერეთ
ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.
რა ვნახოთ
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
- გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
- დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
- ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
- ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
- რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.