სვანეთის სამდღიანი ტური
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
ყველა პირობა იმისთვის რომ თავი იგრძნოთ კომფორტულად
05:00 შეკრების ადგილი: M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
05:30 გასვლა სვანეთის მიმართულებით
- გაჩერება ენგურჰესის კაშხალთან. (ფოტოების გადაღება, წახემსება)
- მესტია, დაბინავება სატუმროში.
-მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
- ასვლა ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტზე საბაგირო გზით. სვანეთის დიადი მთებით ტკბობა.
- ბეთქილი (მჟავე წყლები)
საღამოს ჩავალთ ისევ მესტიაში და გავისეირნებთ ქალაქში<3
09:00 საუზმე
- გასვლა უშგულის მიმართულებთ
- სიყვარულის კოშკი
- ასვლა უშგულზე, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
- ლამარიას ტაძარი
- კვირიკე და ივლიტას ტაძარი
- უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
-ჯიპ ტური შხარაზე
- დაბინავება სატუმროში. გასეირნება
-09:00 საუზმე
- ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- მარგიანის სახლ-მუზეუმი
- სოფ. ლატალის მაცხოვრის ეკლესია და იოანა წინასწარმეტყველის ეკლესია
- ზუგდიდის დადიანების სახლეში
- დაბრუნება თბილისში
ტრანსპორტირება;
გამყოლის მომსახურება;
საოჯახო სასტუმროში განთავსება
მუზეუმების მოსაკრებელი ჯამში
უშგულზე ასასვლელი თანხა
ჯიპ ტური შხარაზე
კვების საკითხს ინდივიდუალურად ვაგვარებთ.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დარეკეთ:
ტლ: ; გიორგი
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.