დღიანი ტური ლაგოდეხში აგვისტოდან ყოველკვირეული გასვლები

ფოტო: Giorgimailo · CC BY-SA 4.0; Giorgimailo · CC BY-SA 4.0; Giorgi Balakhadze · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებალაგოდეხი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63577

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის საფასური: -

გასვლის დრო: - დილის 6:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!

ტურის ტარიღები:

მოსანახულებელი ადგილები :
ლაგოდეხის ნაკრძალი
მდ. ნინოს ხევის ხეობა
გურგენიანის 40 მეტრიანი ჩანჩქერი
ტურს ვიწყებთ გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ბილიკით მივემართებით მდინარე ,,ნინოს ხევის” პარალელურად.
სულ რამოდენიმე წუთში თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა – 40 მეტრიანი, საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ,, გურგენიანის „ჩანჩქერი,შესაძლებელია ჩანჩქერის თავზე მდგარი ჯიხვების ხილვა თუ გაგვიმართლებს
თქვენს თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ფლორა და ფაუნა უიშვიათესი მცენარეებს, როგორიცაა : ლაგოდეხის ნაღველა, ლაგოდეხის თეთრყვავილა, იულიას ფურუსულა, ჯონჯოლ, ლაფანი, წაბლი, ქართულ მუხას და სხვა. ასევე შეიძლება შეგვხვდეს შველი და ირემი

ფეხით გასავლელი მანძილია საშუალო სირთულის 8.5კმ ორივე გზა

აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
აუცილებელია გქონდეთ პირბადე!
არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი და გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, ქუდი ( ამინდს რას გაუგებ )
სალაშქრო ჯოხი - სურვილისამებრ.

ვემორჩილებით გამყოლს ! პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე !

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გიდი ჩვენი კომპანიიდან და გიდი-გამყოლი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ცენტრიდან!
თერმოსკრინინგი
სადეზინფექციო ხსნარი

კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები!

; ; ;

Viber :
Facebook:
Skype: diamondgeorgia5

ლაგოდეხი — რა ტურებს გთავაზობთ

ლაგოდეხის ტური ჩვეულებრივ მოიცავს ტრანსპორტს თბილისიდან, გიდს ნაკრძალის ბილიკზე და, სურვილისამებრ, ღამისთევას გესტჰაუსში. შეგვიძლია ერთდღიან სალაშქრო გასვლას სიღნაღის ან კახეთის მარნის ვიზიტიც მივუმატოთ — თარიღს თქვენ შეარჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: ტყეში გრილა, ბილიკები მშრალია, ოქტომბერში კი წიფლნარი ყვითლდება.
ივლისი–აგვისტოში ქალაქში ცხელა, 30°-ზე მეტი, მაგრამ ტყის ჩრდილში სიარული მაინც კომფორტულია; შავი კლდის ტბისკენ მაღალმთიანი ბილიკი მხოლოდ ზაფხულში იხსნება.
ზამთარში ჩანჩქერის ბილიკები ხშირად სველი და მოყინულია, ხალხიც ცოტაა.

რა ვნახოთ

  • ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები — 1912 წელს დაარსებული ნაკრძალი წიფლისა და რცხილის ტყით, ვიზიტორთა ცენტრით ქალაქის განაპირას
  • ნინოსხევის ჩანჩქერი — ყველაზე პოპულარული ბილიკი, ორივე მიმართულებით 5–7 საათი, ბოლო მონაკვეთი მდინარის კალაპოტით
  • შავი როჭოს ჩანჩქერი — უფრო მოკლე და იოლი ბილიკი, ოჯახებისთვის მოსახერხებელი
  • მაჭის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები ტყეში, ნახევარდღიანი გასვლა
  • შავი კლდის ტბა — 2–3-დღიანი მაღალმთიანი მარშრუტი, მხოლოდ ზაფხულში და რეგისტრაციით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან საგარეჯოსა და გურჯაანის გავლით დაახლოებით 160–170 კმ-ია (2,5–3 საათი). მარშრუტკა სამგორის (ისნის) სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 2,5–3 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საგარეჯო–გურჯაანი–წნორის ტრასით, მთელ გზაზე ასფალტია.
სად დავრჩეთ: ნაკრძალის შესასვლელთან — საოჯახო გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები; ნაკრძალს თავისი საკემპინგე ადგილებიც აქვს.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი — ჩანჩქერისკენ ბილიკი მდინარის ქვებზე გადის; წყალი და საწვიმარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ტყეში სიგნალი ადგილ-ადგილ იკარგება.

ლაგოდეხი: გზამკვლევი
ლაგოდეხი

ხშირი კითხვები

ერთ დღეში მოვასწრებ თბილისიდან ჩანჩქერამდე და უკან?
შესაძლებელია, თუ დილით ადრე გახვალთ: 5–6 საათი გზაში და 5–7 საათი ბილიკზე. უფრო მშვიდად რომ იყოს, სჯობს ერთი ღამე ლაგოდეხში დარჩეთ.
საჭიროა თუ არა ნაკრძალში შესვლისთვის რეგისტრაცია?
ჩანჩქერის ბილიკებზე ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრირდებით. მრავალდღიან მარშრუტზე, მაგალითად შავი კლდის ტბისკენ, რეგისტრაცია და ამინდის გადამოწმება აუცილებელია.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
მოკლე ბილიკები და ტყის ზოლი ვიზიტორთა ცენტრთან ბავშვებისთვისაც იოლია. ნინოსხევის ჩანჩქერი გრძელი და ქვიანია, ამიტომ პატარა ბავშვებთან სჯობს უფრო მოკლე მარშრუტი.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.