რაჩხას და ჩქუმის ჩანჩქერები,მურის ციხე, მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერი, ცაგერის ისტორიული მუზეუმი, ცაგერის მწვანე თეატრი, ოქტომბერს!!!
ფოტო: Giorgi Abdaladze · CC BY-SA 4.0; Giorgi Abdaladze · CC BY-SA 4.0; Markussep · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
რაჩხას ჩანჩქერი
ცაგერი
მურის ციხე, სქიომარი, ციხნარი — ციხე სიმაგრეთა კომპლექსი, შედგება სამი ძმა-ციხისგან, რომლებსაც ჰქვიათ: მარჯვედ დახვდი", "ჰკა მაგას" და "არგაუშვა".
მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერი
ცაგერის ისტორიული მუზეუმი
ცაგერის მწვანე თეატრი
ჩქუმის ჩანჩქერი
ქულბაქის მწვანე ტბა
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით!
გიდი!
თერმოსკრინინგი
სადეზინფექციო ხსნარი
კვება. ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები.
სურვილისამებრ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქულბაქის ტბის კალმახი ( შემწვარი კალმახი 1 კგ. )
გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტურის მსვლელობის დროს!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი
ვემორჩილებით გიდს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გიდი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
გასვლის დრო: - დილის 06:30 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
ცაგერი — რა ტურებს გთავაზობთ
ლეჩხუმის ტური — ტრანსპორტი, გიდი, ღვინის დეგუსტაცია ტვიშსა ან ოყურეშში და ღამისთევა ცაგერში; სურვილის შემთხვევაში დავამატებთ რაჭასაც. დღეებს და მარშრუტს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ოქტომბერში ლეჩხუმში რთველია.
ზაფხულში ხეობაში თბილა, 28–30°-მდე; ამ დროს კარგია ლაშიჭალის საზაფხულო ადგილები და ლენტეხის მიმართულება.
ზამთარი რბილია ქალაქში, მაგრამ მთის სოფლებში თოვლი დიდხანს დევს.
რა ვნახოთ
- მურის ციხე — ლეჩხუმის ძველი ციხე-სიმაგრე, რომელსაც უძლეველს უწოდებდნენ; მის ახლოს მაქსიმე აღმსარებლის განსასვენებელს უკავშირებენ
- მაქსიმე აღმსარებლის ეკლესია — ცაგერში, VII საუკუნის ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი
- ორბელიანების ციხე — გზიდანვე ჩანს ხეობის თავზე
- ტვიში და ოყურეში — ცნობილი ღვინის სოფლები, ტვიშისა და უსახელოურის სამშობლო
- ლაილაში — ძველი სოფელი, სადაც ოდესღაც ებრაული თემი ცხოვრობდა და იპოვეს X საუკუნის თორა
- ლაშიჭალა — ტყიანი საკურორტო ადგილი ქალაქიდან დაახლოებით 20 კმ-ში
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ცაგერამდე დაახლოებით 300 კმ-ია, მანქანით 5 საათამდე ქუთაისისა და წყალტუბოს გავლით. მარშრუტკები ქუთაისიდან დადის, თბილისიდან ზოგჯერ პირდაპირიც.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ქუთაისიდან წყალტუბოს გავლით, ბოლო ნაწილი ხეობის დაკლაკნილი გზაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე პატარა სასტუმროა, სოფლებში — ოჯახური გესტჰაუსები მარნით.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი მურის ციხემდე ასასვლელად, ეკლესიებისთვის — თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი მუშაობს, მაღალ სოფლებში — სუსტად.