national delicacy

მოირონინე არასტანდარტული თუშეთი - ტბა ორწყალი

  • ID: 63522
  • ნახვები: 1470
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/07/21
    დაბრუნება
    • 25/07/21
დამატებითი ინფორმაცია

23-25 ივლისს მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ 3 დღიან არასტანდარტულ ტურს
თუშეთში

 

ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...

 

 შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 03:15 სთ.
 გასვლა: 03:30სთ.
 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი

 

 ტურის ფარგლებში ჩვენ მოვინახულებთ ყველა სტანდარტულ სანახაობასთან ერთად ორწყალის ტბასაც 

 

მარშრუტი: თბილისი - ალვანი- აბანოს უღელტეხილი - ორწყალი -ომალო - დართლო -დანო- კვავლო - ქუეს გადასახედი -ომალო - შენაქო - დიკლო - თბილისი.

 ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ-ტური;
 სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica 4X4
 ტურის ხანგძლიობა: 2 ღამე / 3 დღე;

 გასვლა 23 ივლისი, პარასკევი ანუ ხუთშაბათი რომ დაღამდება და პარასკევი თენდება :)) 3:30 სთ.

 ყველამ იქონიეთ პირადობის მოწმობა.

 ტურის დეტალური აღწერა:

პირველი დღე :
მოვინახულებთ ორწყალის ტბას, სადაც ფეხით მოგვიწევს სიარული აბანოს უღელტეხილიდან ერთი გზა 8 კმ. ამ საოცარი სილამაზის ხილვის შემდეგ დავბრუნდებით ტრანსპორტთან, რომელიც აგვიყვანს ომალოში, სადაც დავბინავდებით კარვებში ან სასტუმროში თქვენი სურვილისამებრ 

 

მეორე დღე:
გავემართებით სოფელი დართლოსაკენ, რომელიც თუშეთის ერთ-ერთ უმთავრეს სანახაობას წარმოადგენს  დართლოდან ავალთ სოფელ დანოსა და კვავლოში, ფეხით გასავლელი მანძილი ორივე გზა 1 კმ. ამ სოფლებიდან ულამაზესი ხედები იშლება და ზემოდან დაჰყურებს სოფელ დართლოსა და მთელ ხეობას 
შემდეგი გავემართებით ქუეს გადასახედისკენ საიდანაც შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. ამავე დღეს მოვინახულებთ ომალოს კესელოებსა და ვიზიტორთა ცენტრს .
დაბინავება სასტუმროში/კარავში

მესამე დღე:
მოვინახულებთ სოფელ შენაქოსა და დიკლოს ჩაღმა ხეობაში, შემდეგ კი ემოციებით დატვირთულნი გამოვემართებით თბილისისაკენ 

 

 

 

 მარშუტის სირთულე:
საშუალო

 ფეხით გასავლელი მანძილი:
ჯამში 17 კმ.

 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება
 კარავი: 200
 სასტუმრო: 250

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება
 გამყოლი
 ფოტოგადაღება
 პრიმუსი -ცხელი სასმელებისთვის

 

 

 ფასში არ შედის:
სამი დღის სამყოფი საკვები, წამოიღეთ თბილისიდან.
(სურვილისამებრ შესაძლოა ერთად შეგროვება თანხის და შეძენა)

 თუ ვინმეს აქვს სურვილი სასტუმროში დარჩენის წინასწარ უნდა ვიცოდეთ რომ დავჯავშნოთ.

 

 ყველამ თან იქონიოს საკუთარი საძილე ტომარა, საგებელი, კარავი (სასურველია) თუ არ გაქვთ კარავი და ვერც ითხოვებთ ჩვენ უზრუნველვყოფთ კარავში განთავსებას 

 რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, (სასურველია სალაშქრო ფეხსაცმელი ორწყალზე ლაშქრობისთვის) ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და რაც მთავარია არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა 

 

 ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

 

 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე200.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/07/21
    დაბრუნება
    • 25/07/21