მოირონინე ტანიეს ტბა - ივლისს
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; FingerWiki · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მოპირდაპირე მხარეს,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 03:15სთ.
(კომენდანტი თუ არ მოიხსნა გასვლა 5:20 სთ.)
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
ლაშქრობის დეტალური აღწერა:
ლაშქრობა არის საშუალო სირთულის, სიარული გვიწევს ალპურ ზონაში.
თბილისიდან ტრანსპორტით მივალთ სოფელ უკანხადუმდე, საიდანაც გავაგრძლებეთ გზას ფეხით, ტანიეს უღლეტეხილით, რომელიც ზღვის დონიდან 3000 მეტრამდეა, 5.5კმ. უღელტეხილმდე,გადავალთ ტანიეს ხეობაში და დავეშვებით ულამაზეს და განუმეორებელ ტანიეს ტბაზე 4.5 კმ
მეორე დღეს იგივე გზით დავბრუნდებით უკან,სოფელ უკანხადუსკენ, სადაც დაგვხდება ჩვენი ტრანსპორტი, რომლითაც გამოვემართებით დედაქალაქისკენ...
მარშრუტის სირთულე:
საშუალო
ფეხით გასავლელი მანძილი :
20 კმ. ორივე გზა.
ფინანსური ნაწილი:
რონინელებისთვის
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
1. ტრანსპორტირება (კომფორტული მიკროავტობუსი)
2. გამყოლი
3. ფოტოგადაღება
4. პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)
5. კარავი (თუ თქვენ ვერ იშოვით ჩვენ უზრუნველვყოფთ განთავსებას)
ორი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
საძილე, საგებელი.
გასათვალისწინებელი პირობები:
შესაძლოა იყოს სეტყვა, ნისლი, ქარი, მთის თანმხლებია ეს ყოველი,
ამინდის ღმერთები ჩვენ არ ვართ და პრეტენზიები არ მიიღება. წყალი ბილიკზე შეგვხვდება.
ტური გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით გავიგეთ რამე პრობლემის შესახებ ან წინასწარ გამოცხადებული ცუდი ამინდის გამო.
საჭირო ინვენტარი:
კარავი, საძილე, საგებელი, სალაშქრო ჯოხი, რომელიც ეხმარება ჩვენს მუხლებს და გვიცავს დაცურებისგან. ფანარი, მზისაგან დამცავი კრემი, სათვალე, კეპი
აუცილებელია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღოთ საწვიმარი.
აფთიაქი - თუ იცით რომ რამეს უჩივით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი
ხევსურეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ხევსურეთის ტური — ტრანსპორტი თბილისიდან მაღალი გამავლობის მანქანით, გიდი და ღამისთევა შატილში ან როშკაში. ერთ დღეშიც შეიძლება, მაგრამ ორდღიანი მარშრუტი უფრო მშვიდია; გეგმას თქვენს თარიღებსა და გზის მდგომარეობას მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, დათვისჯვრის უღელტეხილი ღიაა და ლაშქრობის ბილიკებიც გამხმარია.
ივნისში გზა ხშირად ჯერ კიდევ დაკეტილია ან ახალი გახსნილია, ოქტომბერში კი პირველმა თოვლმა შეიძლება ნებისმიერ დღეს ჩაკეტოს.
ზამთარში უღელტეხილის იქით, შატილისა და არღუნის ხეობისკენ, მანქანით ვერ გახვალთ; ბარისახომდე და როშკამდე მისვლა იოლია.
რა ვნახოთ
- შატილი — XI–XVIII საუკუნეების ციხე-სოფელი არღუნის ხეობაში, ერთმანეთზე მიდგმული ბრტყელსახურავიანი კოშკებით
- მუცო — კლდის წვერზე შეფენილი ნასოფლარი კოშკებით, შატილიდან 12 კმ-ში
- ანატორის აკლდამები — ქვის სამარხები მდინარის პირას, რომლებსაც ჭირის ლეგენდა უკავშირდება
- როშკა და აბუდელაურის ტბები — ერთდღიანი ლაშქრობა სამფეროვან ტბებამდე ჭაუხის მასივის ძირში
- კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი — ხევსურული ჩოხები, საჭურველი და საყოფაცხოვრებო ნივთები
- გუდანი — ხევსურეთის მთავარი სალოცავის სოფელი არაგვის სათავეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან შატილამდე დაახლოებით 150 კმ-ია, 4–5 საათი; ბარისახომდე — 2 საათამდე. ზაფხულის სეზონზე (ჩვეულებრივ ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე) დიდუბიდან შატილში მარშრუტკა დადის, მგზავრობა დაახლოებით 5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ჟინვალიდან ბარისახოს გავლით, შემდეგ დათვისჯვრის უღელტეხილი (დაახლოებით 2 676 მ); უღელტეხილის შემდეგ გრუნტის, ვიწრო გზაა — სჯობს მაღალი გამავლობის მანქანა.
სად დავრჩეთ: შატილში, ბარისახოსა და როშკაში — საოჯახო სასტუმროები, ზოგი აღდგენილ ციხე-სახლში; კვება ჩვეულებრივ ფასში შედის.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, საწვიმარი, ნაღდი ფული (ბანკომატი არ არის) და პასპორტი — შატილის მხარე სასაზღვრო ზოლია.
კავშირი: მობილური სიგნალი ბევრგან სუსტია ან საერთოდ არ არის.