მოირონინე რაჭა: უძირო ტბა, კატიწვერა
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გთავაზობთ სათავგადასავლო ლაშქრობას რაჭაში - უძირო ტბაზე
ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო:
23:40 სთ (პარასკევი)
00:00სთ (შაბათი)
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
მწვერვალი კატიწვერა;
უძირო ტბა.
ლაშქრობის დეტალური აღწერა:
პირველ დღეს, გამთენიას მივალთ კურორტ შოვში, ვისაუზმებთ და დავიძვრებით კატიწვერასა და უძირო ტბის მიმართულებით..
გზად გავივლით ულამაზეს ხეობებს ნატრიუმ-კალციუმიან მინერალურ წყაროებს, მრავალფეროვან ტყის მასივებს და მდინარეებს. ტყის მასივიდან გადავალთ ალპურ ზონაში, ულამაზესი სანახაობებით დატვირთული უღელტეხილის გადავლის შემდეგ კი ჩვენს წინ გადაიშლება უძირო ტბა, რომლის ნაპირთანაც დავბანაკდებით, ვისიამოვნებთ ხედებით "ვიჭყუმპალავებთ" და გავერთობით ბოლომდეეე.. მეორე დღეს ავშლით კარვებს და კვლავ ულამაზესი ბილიკებით დავიძვრებით სოფელ გლოლას მიმართულებით, იქიდან კი ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდებით დედაქალაქში.
მარშრუტის სირთულე:
საშუალო (წრიული)
ფეხით გასავლელი მანძილი :
პირველი დღე 10 კმ.
მეორე დღე 8 კმ.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდება კომენდანტის საათი ან გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა ტური გადაიდება
ფინანსური ნაწილი:
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 240 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება
კარავი, თუ თქვენი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ
პრიმუსი ცხელი სასმელებისთვის
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად)
საძილე
საგებელი
გასათვალისწინებელი პირობები:
შესაძლოა იყოს სეტყვა, ნისლი, ქარი, მთის თანმხლებია ეს ყოველი, ამინდის ღმერთები ჩვენ არ ვართ და პრეტენზიები არ მიიღება.
წყალი საბანაკეზე არის.
ასვლისას 1.5 ლ. მარაგი და ჩამოსვლისას 1 ლ. საჭიროა.
საჭირო აღჭურვილობა:
კარავი, საძილე ტომარა, საგებელი, სალაშქრო ჯოხები, სალაშქრო ფეხსაცმელი, სათვალე, კეპი. მზისგან დამცავი კრემი.
და ბოლოს - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტია
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი
ონი — რა ტურებს გთავაზობთ
ზემო რაჭის ტური ონიდან იწყება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღამისთევა ონში ან შოვში და გასვლები მთის სოფლებში. მარშრუტს თქვენს დროსა და ტემპზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: ქალაქში 22–27°, მთაში უფრო გრილა, შოვის ბილიკები კი თოვლისგან თავისუფალია.
მაისი და ოქტომბერი მშვიდი და ლამაზია, თუმცა მაღლა ღამით ცივა.
ზამთარში ონი თოვლში დგას; შოვის და ღების მიმართულებით გზა შეიძლება დროებით ჩაიკეტოს.
რა ვნახოთ
- ონის სინაგოგა — 1895 წელს აშენებული, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და ლამაზი სინაგოგა
- შოვი — საკურორტო სოფელი ფიჭვნარში, მინერალური წყაროებით და ბილიკებით ბუბას მყინვარისკენ
- უწერა — სამკურნალო მინერალური წყლების სოფელი ტყიან ხეობაში
- ღები — ზემო რაჭის მაღალმთიანი სოფელი ქვის სახლებით, რიონის სათავეებთან
- ზემო რაჭის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — არქეოლოგიური ნივთები და რაჭული ყოფა
როგორ მივიდეთ
თბილისიდან ონამდე დაახლოებით 250 კმ-ია, მანქანით 4–4,5 საათი ამბროლაურის გავლით. მარშრუტკა დიდუბის სადგურიდან დადის, ხოლო ამბროლაურიდან ონამდე 30 წუთის გზაა.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ამბროლაურის გავლით, ბოლო ნაწილი მთის გზაა რიონის ხეობაში.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; შოვსა და უწერაში — საკურორტო სასტუმროები და კოტეჯები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ლაშქრობისთვის — მთის ფეხსაცმელი და საწვიმარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი მუშაობს, მთის სოფლებში — ყველგან არა.