დღიანი დაუვიწყარი ტური თუშეთში

ფოტო: Alex Maisuradze · CC BY-SA 3.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63511

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

აღმოაჩინეთ თუშეთი ჩვენთან ერთად

გაერიდეთ ქალაქის სიცხეს და გაიმრავალფეროვნეთ ზაფხული

საქართველოს ულამაზეს კუთხეში, თუშეთში ტურისტული სეზონია, თუ გსურთ თვალისმომჭრელი მთებით დატკბობა, შემოგვიერთდით სამ დღიან ტურზე

თქვენ დაათვალიერებთ თუშეთის სამივე ხეობას, უამრავ საინტერესო სოფელს, ისტორიული ძეგლს, შეიგრძნობთ მთის ტრადიციებს და გაატარებთ დაუვიწყარ დროს

მოგემსახურებათ გამოცდილი, ადგილობრივი მძღოლები, რომლებიც კარგად იცნობენ თუშეთის გზას და უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოდ გადაადგილებას!

▶1 დღე: გასვლა თბილისიდან ქვემო ალვნის მიმართულებით, მოვინახულებთ ალავერდის ტაძარს. გადავალთ აბანოს უღელტეხილზე, დავათვალიერებთ დიკლოს, შენაქოს და ყველაზე დასახლებულ სოფელს ომალოს,სადაც საღამოს დავბინავდებით სასტუმროში. სურვილის მიხედვით ვახშამი ტრადიციული თუშური ხინკლის, ხავიწის და კოტორის თანხლებით.

▶2 დღე: ვაგრძელებთ ისტორიულ სოფლებში მოგზაურობას - ძველი ომალო (კესელოს კოშკები), დართლო, კვავლო, ფარსმა.საფეხმავლო ტური მსურველთათვის ნაქუდურთას, ჰეღოს და ჭონთიოს მიმართულებით (1.2 კმ). დაბრუნება ომალოში და სურვილის მიხედვით ვახშამი სასტუმროში ტრადიციული თუშური კერძების თანხლებით.

▶ 3 დღე: ვესტუმრებით, დოჭუს, ილიურთა, ბოჭორმას (ზღვის დონიდან 2345მ). გამომგზავრება თბილისის მიმართულებით და სურვილის შემთხვევაში ალავერდის მონახულება.

ტურის მაქსიმალური მოცულობა: 21 ადამიანი.
ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე - 2 ღამე

შეკრების ადგილი: რუსთაველი, ვარდების მოედანი, სასტუმრო რედისონთან, 07:00 საათი.

კარავი კვების გარეშე
კარავი ორჯერადი კვებით
სასტუმრო კვების გარეშე
სასტუმრო ორჯერადი კვებით .
ფასი მოიცავს:

სასტუმროს ლინკი:

კომფორტული მინივენით, ადგილობრივი გამოცდილი მძღოლებით (Mitsubishi Delica 4×4)
განთავსებასა და ღამისთევას კეთილმოწყობილ სასტუმროში ან კარავში.
ორჯერად კვებას სურვილისამებრ.

გასათვალისწინებელი ფაქტორები:

დართლოში არის კაფე.
ომალოში მსურველებს შეუძლიათ ცხენის დაქირავება, ერთი დღე

◾თუშეთში ღორის ხორცის შეტანა და ჭამა სასტიკად აკრძალულია!
◾არ ვაბინძურებთ გარემოს!

იმისათვის რომ ტური იყოს მოწესრიგებული აუცილებელია დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები.

ტურის მოწყობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დღეებშიც, თბილისიდან , რუსთავიდან და თელავიდან, თუ მსურველთა მინიმალური რაოდენობა იქნება 6 ადამიანი. ასევე შესაძლებელია ტურის პროგრამის თქვენი სურვილის მიხედვით შედგენაც.

თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.

რა ვნახოთ

  • ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
  • დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
  • შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
  • დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
  • ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
  • თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.

თუშეთი: გზამკვლევი
თუშეთი

ხშირი კითხვები

როდის არის ღია თუშეთის გზა?
ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ან ივნისიდან ოქტომბრამდე, თოვლის მიხედვით. წვიმის შემდეგ მეწყერის გამო გზა შეიძლება დროებით დაიკეტოს, ამიტომ წასვლამდე სტატუსი გადაამოწმეთ.
შემიძლია ჩემი მანქანით წასვლა?
მხოლოდ მაღალი გამავლობის 4x4-ით და მთის გზაზე სიარულის გამოცდილებით. უმეტესობა ადგილობრივ ჯიპ-ტაქსს ირჩევს — მძღოლებმა გზის ყველა მოსახვევი იციან.
რამდენი დღე სჭირდება თუშეთს?
მინიმუმ 3 დღე: გზაზე ორივე მიმართულებით თითო დღე მიდის. ომალოს, დართლოსა და შენაქოსთვის 3–4 დღე საკმარისია, ლაშქრობებით — ერთი კვირა.
რა არის თუშეთობა?
ზაფხულის დღესასწაული ომალოში, ჩვეულებრივ აგვისტოში: ცხენების დოღი, თუშური სიმღერა და ცეკვა, ყველი და ხინკალი. ამ დღეებში გესტჰაუსები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, თუ ბავშვი გრძელ და დაკლაკნილ მგზავრობას იტანს. სოფლებს შორის მოკლე გასეირნებები ბავშვებისთვისაც იოლია, დიდი ლაშქრობები — უფრო მოზრდილებისთვის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.