სვანეთის დღიანი ტური
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Image by <a href="https://pixabay.com/users/peterw1950-631321/?utm_source=link-attribution&utm_medium=referral&utm_campaign=image&utm_content=3883095">Peter Wieser</a> from <a href="https://pixabay.co · CC0; Mygeorgianguide · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
???? სვანური თავგადასავალი იწყება
???? 3 დღიანი ტური
ადგილი რომელიც სამუდამოდ დაგამახსოვრებთ თავს
® ანდეთ თქვენი მოგზაურობა ჩვენს გუნდს
????აირჩიეთ სასურველი პერიოდი:
----------------------------------
???? ????????იმოგზაურე საქართველოში
გაიგე და აღმოაჩინე მეტი. თავგადასავლების დროა
ყველაზე განსხვავებული მოგზაურობა გელოდებათ.
▶▶პროგრამა:
დღე 1:
02:00 გასვლა ქ.თბილისიდან დიდუბის ზედა გაჩერება.
05:00 გასვლა ქ.ბათუმიდან საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიიდან
????ენგურის კაშხალი
????ენგურის წყალსაცავი
????მესტია
????ჰაწვალი-ავალთ საბაგიროთი, მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით ხვდებით ჰაწვალში, საიდანაც კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროს მეშვეობით შესაძლებელია ზურულდის მთაზე ასვლა. ზამთარში აქ 2,400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს. წელიწადის ნებისმიერ დროს ზურულდიდან უნიკალური ხედი იშლება უშბის ზვიადი მთებით, თეთნულდის თეთრი კალთებით და კავკასიონის ქედით.
გადავიღებთ ფოტოებს
????ჰეშკილოს ქოხი
????ცნობილი საქანელები
????დაბინავება სასტუმროში თავისუფალი დრო.
დღე 2:
სასტუმროდან გასვლა
????სიყვარულის კოშკი
????კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი
????სოფელი კალა
????სოფელი ჩაჟაში
????სოფელი უშგული
????უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
????უშგულის ყველაზე დიდი კოშკი
????გასეირნება უშგულში
????ლამარიას მონასტერი
????დაბრუნება სასტუმროში. დაგემოვნება კუბდარის
????საღამოს მოვემზადებით და გავისეირნებთ ღამის მესტიაში
( სულ ფეხით სასიარულო 6.5 კილომეტრი)
დღე 3:
გასვლა სასტუმროდან
????მ.ხერგიანების მუზეუმი
????ეთნოგრაფიული მუზეუმი
????მესტიის საკათედრო ტაძარი
???? ქორულდის ტბები (თუ სურვილი იქნება)
????ზუგდიდი (ელარჯის მასტერ კლასი )
????გამომგზავრება თბილისში .ბათუმში ????
???? ტრანსპორტირება ( კომფორტული მიკროავტობუსით გამოცდილი მძღოლი )
????გამყოლი
???? განთავსება საოჯახო სასტუმროში 2 ღამე.
???? კვება - შეგიძლიათ წამოიღოთ. ადგილზეც შეგვიძლია მოვამზადოთ. ( ვმოქმედებთ ჯგუფურად )
???? მუზეუმების და საბაგიროს თანხა
???? უშგულში ტრანსპორტირება
ტურში გასათვალისწინებელი.
რეკომენდაციების სრული დაცვა
ტრანსპორტში აუცილებლად გვეკეთოს პირბადე.
ხელები შესაბამისი ხსნარით დამუშავება, ტრანსპორტში ყოველი ასვლის შემდეგ .
ტურის ყველა წევრი გაივლის თერმოს კრინინგს.
ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება (რადგან ტური არ ჩაიშალოს )
შეკრების ადგილზე არ ვიგვიანებთ (წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს თქვენი დატოვება)
არ ვანავგვიანებთ გარემოს,
შეურაცმყოფას ერთმანეთს არ ვაყენებთ,
ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ(ზომიერად დავლევთ ბუნებაში ყველა ერთად და სასიამოვნო გარემოს შევქმნით).
ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აუცილებლად მოიხსნებით ტურიდან.
ვემორჩილებით გამყოლის მითითებებს
ფორსმაჟორული სიტუაცია- ტურის ხელმძღვანელს აქვს უფლება შეცვალოს ტურის მიმდინარეობა სხვა გარემოებების მიერ.
????ტურის მენეჯერი გიორგი
????
????
Kila.
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.