დღიანი ტური სვანეთში (ქუთაისიდან)
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; VillaK · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
გთავაზობთ სვანეთის დაუვიწყარ 3 დღიან ტურს!
მგზავრობა კომფორტული ავტობუსით!
გიდის და გამყოლის მომსახურეობა!
2 ღამის გატარება საოჯახო ტიპის სასტუმროში!
გამაგრილებელი სასმელები ტრანსპორტირების დროს!
აუცილებლად გასათვალისწინებელი წესები
აუცილებლად იქონიეთ პირბადე
არ დავაბინძუროთ გარემო
ტურზე არ წამოვიდეთ არაფხიზელ მდგომარეოაში
ვემორჩილებით გამყოლის და ორგანიზატორის მითითებებს
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.