national delicacy

შენი მეგზური ⤿ თუშეთში

  • ID: 63420
  • ნახვები: 570
complogo
შენი მეგზური
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/07/21
    დაბრუნება
    • 30/07/21
დამატებითი ინფორმაცია

შენი მეგზური ⤿ თუშეთში

გთავაზობთ თუშეთის 3 დღიან ტურები ყოველ პარასკევს!

ანდეთ თქვენი მოგზაურობა პროფესიონალებს!

მარშრუტი:

I. დღე – გასვლა თბილისიდან, აბანოსცერის უღელტეხილი, სოფელი ომალო, თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი, სოფელი შენაქო, ღამისთევა სასტუმრო სახლში ზემო ომალოში

II. დღე – გასვლა ზემო ომალოდან, კესელო, ქუეს გადასახედი, სოფელი დართლო, სოფელი კვავლო, სოფელი ფარსმა, სოფელი გირევი, ღამისთევა სასტუმრო სახლში ზემო ომალოში

III. დღე – გასვლა ზემო ომალოდან, სოფელი ბოჭორნა, სოფელი დოჭუ, დაბრუნება თბილისში

_____

სრული ტურის ღირებულება – 395 ლარი

ღირებულებაში შედის:

⤿ ტრანპორტირება კომფორტული Mistubishi Delica-თი (პროფესიონალი მძღოლით);

⤿ განთავსება საოჯახო სასტუმროში;

⤿ ორჯერადი კვება, საუზმე-ვახშამი;

⤿ პროფესიონალი გიდის მომსახურება;

_____

ტური ხორციელდება ყოველ პარასკევი-შაბათი-კვირას.

2-4 ივლისი (მეგზური - გოგა ჩანადირი, ფასი 435 ლარი)

6-8 აგვისტო (მეგზური - გოგა ჩანადირი, ფასი 435 ლარი)

_____

დამატებითი ინფორმაცია:

• მგზავრობა მაღალი გამავლობის ავტომობილით (გამოცდილი და სანდო მძღოლით);

• განთავსება თუშური ტრადიციული ტიპის სასტუმრო სახლში;

• კვების რაციონში გათვალისწინებულია ადგილობრივი კერძების დაგემოვნება – ხინკალი, კოტორი, ხავიწი და სხვა;

• პირველი დღის სადილი უმჯობესია წამოიღოთ თბილისიდან, მეორე და მესამე დღის სადილი შესაძლებელია თუშეთში შეუკვეთოთ (გაითვალისწინეთ, რომ თუშური ტრადიციის თანახმად ღორის ხორცის პროდუქტების ატანა არ შეიძლება);

• მეგზურობას გაგიწევთ კვალიფიციური გიდი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით თუშეთის და მარშრუტით გათვალისწინებული ობიექტების შესახებ;

• ფეხით სავალი მონაკვეთები: ფარსმა (400 მ., 20-30 წთ.); გირევი (1 კმ., 30-40 წთ.); კვავლო (400 მ., 20-30 წთ.); დოჭუ (400 მ., 20-30 წთ.);

• რეკომენდირებულია სხვა პირად სამოსთან ერთად იქონიოთ, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;

_____

ჩვენი პრიორიტეტია მომსახურების მაღალი ხარისხი, ტურისტებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და ინფორმირება მაღალკვალიფიციური მეგზურების თანხლებით. თუშეთის მონახულება ჩვენთან ერთად მეტია, ვიდრე მოგზაურობა!

ცალკეული ჯგუფებისათვის მოთხოვნის შესაბამისად დაგიგეგმავთ ინდივიდუალურ ტურებს სასურველი მიმართულებით.

_____

შენი მეგზური ⤿ თუშეთში

✆ 598 74 74 54 - ლაშა

არაყიშვილის ქ. 8ა, ვაკე

info@shenimegzuri.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე395.00
შენი მეგზური
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/07/21
    დაბრუნება
    • 30/07/21