national delicacy

ლეჩხუმი: ქულბაქი: ტბა და ჩანჩქერი, ცაგერი, რაჩხის ჩანჩქერი

  • ID: 63418
  • ნახვები: 2736
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/07/21
    დაბრუნება
    • 04/07/21
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
4 ივლისს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს და გამაგრილებელ ტურს ლეჩხუმში. 

1. რაჩხის ჩანჩქერი
2. ცაგერის მწვანე თეატრი
3. მდ. ჯონოულის ხეობა
4. ჩქუმის ჩანჩქერი იგივე ჯოჯოხეთს ღელე
5. ქულბაქის მწვანე ტბა (ხედები ასხის მთის მასივზე)
დავაგემოვნებთ კალმახს.
6. ქულბაქის ჩანჩქერი (თუ მოვასწარით)

ტურში ვერ ჩავსვით ცაგერის ტაძარი, სადაც წმ. მაქსიმე აღმსარებლის საფლავი არის, რადგან დაკეტილია. მიმდინარეობს ტაძრის რესტავრაცია.

 

 

 ტურის ღირებულება: 35 ლარი

ფეხით სასიარულო რაჩხის ჩანჩქერზე ერთი გზა 1 კმ. (ჯიპის სამანქანო გზაა, ადვილია). შეიძლება მარშუტკამაც აგვიყვანოს.

 

 სოფელ ქულბაქში მწვანე ტბაზე არის საკალმახე.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიირთვათ. 1კგ. შემწვარი კალმახი 20 ლარი. ერთ პერსონაზე მიახლოებით 5 ლარის კალმახი მოუწევს 

ქულბაქის მწვანე ტბაზე ულამაზეს ტყეში განვიტვირთებით ჰამაკებში, ვითამაშებთ თამაშებს, ვიმხიარულებთ.
ჰამაკები, ბურთი, ბადმინტონი, დინამიკები ჩვენ გვექნება. 
  წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ.  

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი
 598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20 სთ-დან. გავდივართ 6:40 სთ-ზე..
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

 თბილისში დაბრუნება 23:00 საათიდან 23:30 საათამდე

 

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი (ტურის ორგანიზატორი)
 მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
 გთხოვთ საკვები, წყალი და ა.შ. შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ. საპირფარეშოსთან გავაჩერებთ გზად.
 ვიპიკნიკებთ ქულბაქის მწვანე ტბაზე. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი , სალაშქრო ჯოხი.
( სასურველია ეს ყველაფერი ყოველი შემთხვევისათვის ნებისმიერ ტურზე იქონიოთ).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/07/21
    დაბრუნება
    • 04/07/21