სამცხე-ჯავახეთი : ვარძია, რაბათი

ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Serafita · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაახალქალაქი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63348

რა შედის

  • ავიაბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • კვება
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის აღწერა:
გასვლა 08:00 რუსთაველი (ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია)

ვარძიის კომპლექსი
ზედა ვარძიის დედათა მონასტერი
სოფელი რუსთავი ( შოთა რუსთაველის სოფელი)
რაბათის კომპლექსი

ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
სატრანსპორტო მომსახურება (კომფორტული მიკროავტობუსი)
გამოცდილი გამყოლი
ფოტო გადაღება (ინდივიდუალური ფოტოსესია )
ტურის დაწყებამდე მოხდება

თითოეული წამოსვლელის,გიდის და ასევე მძღოლის თერმოსკრინინგი.
ტრასპორტში იქნება სადეზინფექციო საშუალება .
ტურის მიმდინარეობისას თან უნდა იქონიოთ პირბადე.
ტურში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
ნინი

ახალქალაქი — რა ტურებს გთავაზობთ

ჯავახეთის ტური ახალქალაქს, ვარძიას და ზეგანის ტბებს აერთიანებს — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და ღამისთევა ახალქალაქში ან ახალციხეში. ზაფხულის თარიღს ერთად შევარჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–აგვისტო: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ზეგანზე ყვავილობის დროა.
მაისი და სექტემბერი ცივია, 10–18°, ამინდი სწრაფად იცვლება.
ზამთარი გრძელი და მკაცრია, ყინვა -20°-მდე ჩადის და წალკის გზაზე ხშირად თოვს.

რა ვნახოთ

  • ახალქალაქის ციხე — შუა საუკუნეების გალავნის ნაშთები ქალაქის თავზე
  • კუმურდოს ტაძარი — 964 წლის ტაძარი ქართული წარწერებით, დაახლოებით 10 კმ-ში
  • ვარძია — კლდეში ნაკვეთი მონასტერი, გზით დაახლოებით 40 კმ
  • ქარწახის ტბა — დიდი ტბა თურქეთის საზღვარზე, ფრინველებით
  • სამსარის ქედი — ჩამქრალი ვულკანები და მთის ბილიკები
  • აბულის ციხე — კიკლოპური ციხე-სიმაგრე ქედის კალთაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან წალკისა და ნინოწმინდის გავლით დაახლოებით 180 კმ-ია, 3–3,5 საათი; ბორჯომი–ახალციხის გზით 250 კმ-ზე მეტი. მარშრუტკები დიდუბიდან (ახალციხის გავლით) და სამგორიდან (წალკის გავლით) გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: წალკა–ნინოწმინდის გზით უფრო მოკლეა, ბორჯომი–ახალციხის გავლით — გრძელი, მაგრამ ზამთარში უფრო საიმედო.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე პატარა სასტუმრო და გესტჰაუსია.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც — საღამოს გრილა.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქში მუშაობს; ქალაქში ბევრგან სომხურად და რუსულად ლაპარაკობენ.

ახალქალაქი: გზამკვლევი
ახალქალაქი

ხშირი კითხვები

რომელი გზით ჯობს წასვლა — წალკით თუ ბორჯომით?
ზაფხულში წალკის გზა უფრო მოკლეა. ზამთარში და თოვლის დროს უფრო საიმედოა ბორჯომი–ახალციხის გზა.
რა ჩამოვიტანოთ ახალქალაქიდან?
ჯავახური ყველი და ადგილობრივი კარტოფილი ცნობილია. ყველის პატარა საწარმოები ზოგჯერ სტუმრებს დეგუსტაციას სთავაზობს.
რამდენი დღე სჭირდება?
ახალქალაქისა და ვარძიისთვის ერთი ღამე საკმარისია; ტბებისა და სამსარის ლაშქრობისთვის 2–3 დღე სჯობს.
რა ამინდია ზაფხულში?
დღისით თბილა, 20–25°, მაგრამ ღამე 10°-მდე ცივდება. ქურთუკი აუცილებლად წაიღეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.