მტირალას ეროვნული პარკი - დღიანი მარშუტი
ფოტო: Dmitry A. Mottl · CC BY-SA 4.0; Commander, U.S. Naval Forces Europe-Africa/U.S. 6th Fleet · Public domain; Andrew Milligan sumo · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
„მტირალას ეროვნული პარკში ფუნქციონირებს ერთ და 2-დღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურებს სთავაზობს.
ტურის საფასური:
ტურის აღწერა:
06:30 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლი)
მტირალას ეროვნული პარკი
ფირუზისფერი ტბა
ჩანჩქერი
ულამაზესი ხედები
ტურის დაწყებამდე მოხდება თითოეული წამოსვლელის,გიდის და ასევე მძღოლის თერმოსკრინინგი.
ტურის მიმდინარეობისას თან უნდა იქონიოთ პირბადე.
დამატებითი ინფორმაცია:
კვება ინდივიდუალურად (ბუნებაში ვშლით საერთო სუფრას)
იყავი გამორჩეული ფენომენალურ ტურებთან ერთად!
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
ნინი
ბათუმი — რა ტურებს გთავაზობთ
ბათუმის ტური — მატარებლის ან ავტობუსის ბილეთები, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარაში ან გონიოში. დაგვიკავშირდით და თქვენს თარიღებზე ვარიანტებს მოგიმზადებთ.
როდის წავიდეთ
საცურაო სეზონი ივნისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 25–30°, ზღვა აგვისტოში 25–26°-მდე თბება. ივლისი–აგვისტო ყველაზე ხალხმრავალი და ტენიანია.
სექტემბერი ყველაზე სასიამოვნოა — ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს, მაგრამ 8–12° ახლოსაა და ქალაქში სეირნობა, კაზინოები და რესტორნები მთელი წელი მუშაობს.
რა ვნახოთ
- ბათუმის ბულვარი — 7 კმ-ზე მეტი სანაპირო ზოლი სასეირნო და საველოსიპედო ბილიკებით
- ძველი ბათუმი — ევროპის მოედანი, პიაცა და XIX საუკუნის სახლები ვიწრო ქუჩებზე
- ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ცენტრიდან 9 კმ-ში; სუბტროპიკული ტყე ზღვის თავზე
- ალი და ნინოს ქანდაკება და ანბანის კოშკი — ახალი ბულვარის სიმბოლოები, საღამოს განათებით
- არგოს საბაგირო — ანურიას მთაზე ასვლა ქალაქისა და ნავსადგურის ხედით
- არდაგანის ტბა — მუსიკალური შადრევნები საღამოობით
როგორ მივიდეთ
მატარებლით თბილისიდან ბათუმამდე 5–5,5 საათია, დღისით და ღამითაც დადის. მანქანით დაახლოებით 370 კმ-ია, რიკოთის ახალი გზით 4,5–5,5 საათი — საცობის მიხედვით; ავტობუსები და მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან მატარებლით, მანქანით ან ავტობუსით; ზაფხულში ბილეთები წინასწარ იყიდეთ.
სად დავრჩეთ: ბულვარისა და ძველი ბათუმის სიახლოვეს — სასტუმროები და აპარტამენტები; ახალ ბულვარზე — მაღლივი სასტუმროები ზღვის ხედით.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე, პლაჟისთვის — სპეციალური ფეხსაცმელი, რადგან სანაპირო კენჭოვანია.
გადაადგილება: ქალაქის ავტობუსები, ტაქსი აპლიკაციით და ველოსიპედის გაქირავება ბულვარზე.