გომისმთა+დენდროლოგიური პარკი+ზღვა !!! - ივლისი
ფოტო: M. · CC BY-SA 3.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; Boris Kuznetsov · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
გურია-გომისმთა-შეკვეთილი
ადგილი, სადაც ცა ხვდება დედამიწას
ზღაპარში
თვალწარმტაცი გურია!
ულამაზესი ხედები გომისმთიდან ,
ეგზოტიკური დენდროლოგიური პარკი
და ბოლოს ზღვაში გაგრილება
მოგზაურობას ვიწყებთ:
დღე1
შეკვეთილი,მოვინახულებთ დენდროლოგიურ პარკს , ვიჭყუმპალავებთ ზღვაში
შემდეგ გავემართებით გომისმთისკენ.
დავტკბებით მზის ჩასვლის ულამაზესი სანახაობით.
დავანთებთ კოცონს და გავერთობით
განვთავსდებით კოტეჯებში/კარვებში.
დღე 2:
გომისმთაზე გადავიღებთ ლამაზ ფოტოებს და ვნახავთ ულამაზეს მზის ამოსვლას,
გავემართებით ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმისკენ.
მოვინახულებთ შემოქმედის ტაძარს
შემდეგ კი გამოვემართებით თბილისისკენ.
გასათვალისწინებელი პირობები:
არ ვყრით ნაგავს
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწსიტყვაობთ
აუცილებელია სპორტული ზურგჩანთა, სპორტული ფეხსაცმელი და საწვიმარი
კარვებით- !
კოტეჯით- !
ტრანსპორტირება კომფორტული, გამართული მიკროავტობუსით, გამოცდილი მძღოლის მომსახურება.
პროფესიონალი გამყოლი
კოტეჯში განთავსება (ან პაკეტში)
კვება (ინდივიდუალურია) ყველას მოგვაქვს სახლიდან 2 დღის სამყოფი საკვები
კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგები.
შეხვედრის ადგილი:
თბილისი, მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი
გასვლის დრო:
დილის 07:00 საათი
, მარიამი
ოზურგეთი — რა ტურებს გთავაზობთ
გურიის ტური ოზურგეთიდან იწყება: მონასტრები, ჩაის ბაღები, გურული სუფრა და სიმღერა, ზაფხულში კი ზღვა ან გომისმთა — ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით. თარიღსა და ტემპს თქვენ გვეტყვით.
როდის წავიდეთ
ივნისი და სექტემბერი ყველაზე კომფორტულია: 24–28°, ზღვა თბილია, ხალხი ნაკლები.
ივლისი–აგვისტო ზღვის პიკია, ნესტიანი სიცხით; გომისმთაზე ასვლის საუკეთესო დროც ესაა.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი კუთხეა.
რა ვნახოთ
- შემოქმედის მონასტერი — გურიელების საძვალე და ძველი ტაძრები ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში
- ლიხაურის ეკლესია — შუა საუკუნეების ტაძარი მოხატულობით, ოზურგეთის ახლოს
- ნასაკირალის ჩაის ბაღები — საბჭოთა ხანის ჩაის პლანტაციები ფერდობებზე
- ურეკი და შეკვეთილი — მაგნიტური ქვიშის პლაჟები და ფიჭვნარი ზღვასთან, 30 კმ-მდე
- გომისმთა — ალპური საზაფხულო საძოვრები და ღრუბლების ზღვა, მთის გზით მხოლოდ ზაფხულში
- დრამატული თეატრი — ქალაქის ცენტრში, გურიის კულტურული ცხოვრების გული
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 295 კმ-ია (3,5–4 საათი). ავტობუსები და მარშრუტკები თბილისის ავტოსადგურებიდან დადის, მატარებლით კი, ჩვეულებრივ, გადაჯდომით და დიდი დროით.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 ტრასით სამტრედიამდე, შემდეგ ლანჩხუთის გავლით; სულ დაახლოებით 4 საათი.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; ზაფხულში ბევრი ურეკსა და შეკვეთილში ჩერდება.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე; გომისმთისთვის — თბილი ტანსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და სანაპიროზე მობილური ინტერნეტი კარგია.