თუშეთი დღით!!!- ივლისი

ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63316

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

შენც ნახე თუშეთი !

მოწყდი დამღლელ რეალობას , ზღაპრული თუშეთი გელოდება!

რეგულარული ჯიპ-ტურები სრული სეზონის განმავლობაში

უნიკალური რელიეფი და თვალწარმტაცი ხედები
კარვებით ან სასტუმროებით- თქვენი სურვილისამებრ.
3 დაუვიწყარი დღე!

მარშრუტი: თბილისი ომალო შენაქო დიკლო დართლო კვავლო დანო ჭეშო ფარსმა გირევი დოჭუ ბეღელა ალისგორი ჯვარბოსელი ვეძისხევი თელავი თბილისი;
ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ-ტური;

ტურის დეტალური აღწერა:

პირველი დღე:
მოვინახულებთ სოფლებს: შენაქო, დიკლო, ომალო.
გასვლა თბილისიდან თუშეთის მიმართულებით. პიკნიკი აბანოს უღელტეხილზე; ომალო. დაბინავება სასტუმროში (ერთი საათით შესვენება). გაღმა თუშეთი - სოფელი შენაქო; მცირე საფეხმავლო ტური ძველი დიკლოს მიმართულებით; დაბრუნება ომალოში. თუშური ვახშამი. ღამისთევა.
ფეხით სავალი მონაკვეთი: დიკლოში 5 კმ .
P.S ცუდი ამინდის შემთხვევაში გაღმა თუშეთში არ გადავდივართ.

მეორე დღე:
ომალო - დართლო - კვავლო - დანო- ჭეშო - ფარსმა - გირევი
მეორე დღეს ნახავთ სოფლებს: ზემო ომალო, (კესელოს ციხეები), დართლო, კვავლო, დანო - ჭეშო - ფარსმა, გირევი.
საუზმე სასტუმროში; ექსკურსია ძველ ომალოში კესელოს კოშკები და მუზეუმი; გამგზავრება პირიქითა თუშეთში; დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი. სადილი დართლოში. დაბრუნება ომალოში. თუშური ვახშამი. ღამისთევა.
ფეხით სავალი მონაკვეთი: კვავლოში 3 კმ.
სოფ. გირევში 1 კმ.

მესამე დღე:
ომალო - დოჭუ - ჯვარბოსელი - ილიურთა - ომალო - თელავი - თბილისი

საუზმე სასტუმროში. ამის შემდგომ მოვინახულებთ ულამაზესი გომეწრის ხეობის სოფლებს, კერძოდ: ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ სოფელს ბოჭორნა(2350მ) დოჭუ, ბეღელა, ალისგორი, ვეძისხები, ჯვარბოსელი,
სადილი ომალოში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით; დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
ფეხით სავალი:
სოფ. დოჭუ 4 კმ

სასტუმროთი-
კარვებით-

ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის მანქანებით. გამოცდილი მძღოლის მომსახურება
საოჯახო ტიპის კეთილმოწყობილი სასტუმრო.
გამოცდილი გამყოლი.

გასვლის ადგილი- მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი.
გასვლის დრო- დილის 05:00 საათი

ტურში წამოსვლამდე გაივლით თერმოსკრინინგს
სავალდებულოა პირბადის გამოყენება
უზრუნველყოფილი იქნებით სადეზინფექციო ხსნარით.
ტურში წამოსვლამდე ტრანსპორტი მუშავდება სადეზინფექციო ხსნარით.

............................
დასაჯავშნად დაგვიკვშირდით:
, მარიამი

თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.

რა ვნახოთ

  • ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
  • დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
  • შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
  • დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
  • ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
  • თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.

თუშეთი: გზამკვლევი
თუშეთი

ხშირი კითხვები

როდის არის ღია თუშეთის გზა?
ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ან ივნისიდან ოქტომბრამდე, თოვლის მიხედვით. წვიმის შემდეგ მეწყერის გამო გზა შეიძლება დროებით დაიკეტოს, ამიტომ წასვლამდე სტატუსი გადაამოწმეთ.
შემიძლია ჩემი მანქანით წასვლა?
მხოლოდ მაღალი გამავლობის 4x4-ით და მთის გზაზე სიარულის გამოცდილებით. უმეტესობა ადგილობრივ ჯიპ-ტაქსს ირჩევს — მძღოლებმა გზის ყველა მოსახვევი იციან.
რამდენი დღე სჭირდება თუშეთს?
მინიმუმ 3 დღე: გზაზე ორივე მიმართულებით თითო დღე მიდის. ომალოს, დართლოსა და შენაქოსთვის 3–4 დღე საკმარისია, ლაშქრობებით — ერთი კვირა.
რა არის თუშეთობა?
ზაფხულის დღესასწაული ომალოში, ჩვეულებრივ აგვისტოში: ცხენების დოღი, თუშური სიმღერა და ცეკვა, ყველი და ხინკალი. ამ დღეებში გესტჰაუსები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, თუ ბავშვი გრძელ და დაკლაკნილ მგზავრობას იტანს. სოფლებს შორის მოკლე გასეირნებები ბავშვებისთვისაც იოლია, დიდი ლაშქრობები — უფრო მოზრდილებისთვის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.