ერთდრიანი პილიგრიმული ტური ძამას ხეობაში

ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაქარელი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63263

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ეს ის ზღაპრული ადგილია რომელიც აუცილებლად უნდა მოილოცო ერთხელ მაინც !

,, '' გთავაზობთ
ერთ დღიან ტურს ძამას ხეობაში

მარშრუტი:
1. ყინწვისი მონასტერი-- XIII საუკუნის
2. ორთუბნის დედათა მონასტერი ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი XVII-XVIII,

3. მირიან მეფისა და ნანა დედოფლის სახელობის დედათა მონასტერი

4. მზოვრეთის ციხე — ციხე-დარბაზის კომპლექსი შედის: ეკლესია, სამრეკლო კოშკი. XVII საუკუნე.

5. სარკინეთის კლდეში ნაკვეთი ტაძარი სარკინეთის მსგავსი მტკიცე ქანებში გამოკვეთილი, გამოქვაბულში არსებული ტაძარი საქართველოში არ გვხვდება.
ტრანსპორტირება (სპრინტერის კომფორტული მიკრო ავტობუსით)
გამყოლი
თარჯიმანი რუსულენოვანი (მოთხოვნისამებრ)
ფოტოგადაღება
შენიშვნა:
თანხაში არ შედის კვება, საკვებს წამოვიღებთ ინდივიდუალურად და მოვაწყობთ პიკნიკს ულამაზეს ბუნებაში.

აუცუკებელია პირბადის ტარება ტურის დროს!
ჩაწერა ხდება წინასწარ!

ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ

ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.

რა ვნახოთ

  • ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
  • რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
  • ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
  • სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
  • ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.

ქარელი: გზამკვლევი
ქარელი

ხშირი კითხვები

რა არის ქარელთან აუცილებლად სანახავი?
ყინწვისის მონასტერი და მისი ფრესკები. თუ დრო გაქვთ, დაამატეთ რუისი და ურბნისი — ორივე ახლოსაა.
შეიძლება ქარელი ბორჯომის გზაზე ჩავრთოთ?
კი, ქარელი თბილისი–ბორჯომის გზაზეა. ყინწვისზე გადახვევას 1–2 საათი დასჭირდება.
როდის არის ხილის მოსავალი?
ატამი ძირითადად ივლის-აგვისტოშია, ვაშლი — სექტემბერ-ოქტომბერში. ამ დროს გზისპირა ბაზრობებზე ხილი ბევრია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.