ლევანდების ულამაზესი პლანტაცია - ივნისს
ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის აღწერა:
გასვლა 08:00 რუსთაველი (ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია)
ლავანდების პლანტაცია.
ბოდბის მონასტერი.
წმ. ნინოს სასწაულმოქმედი წყარო.
სიღნაღის ციხე-გალავნი
გასეირნება სიღნაღში
დაბრუნება თბილისში 21:00
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
სატრანსპორტო მომსახურება
გამოცდილი გამყოლი
ფოტო გადაღება
კვება ინდივიდუალურად, ტურის დასასრულს ბუნებაში პიკნიკი
ტურის დაწყებამდე მოხდება თითოეული წამოსვლელის,გიდის და ასევე მძღოლის თერმოსკრინინგი.
ტრასპორტში იქნება სადეზინფექციო საშუალება .
ტურის მიმდინარეობისას თან უნდა იქონიოთ პირბადე.
ტურში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
ნინი
ნაკლების ნახვა
სიღნაღი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სიღნაღში ჩვეულებრივ ბოდბესაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, დეგუსტაცია ადგილობრივ მარანში, სურვილისამებრ ღამისთევა ძველ ქალაქში. ერთდღიან და ორდღიან ვარიანტს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ველი მწვანეა ან რთველი მიდის, კავკასიონი კარგად ჩანს.
ივლისი–აგვისტოში ქალაქი მაღლაა და ველზე გრილა, მაგრამ შუადღისას მაინც 30°-ს ცდება.
ზამთარში მშვიდია, ბევრი გესტჰაუსი ღიაა; ნისლიან დღეს ველის ხედი შეიძლება ვერც ნახოთ.
რა ვნახოთ
- გალავანი — XVIII საუკუნის კედელი კოშკებით; ზოგ მონაკვეთზე ასვლა და კედელზე გავლა შეიძლება
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი და წყარო, ქალაქიდან 2 კმ-ში
- სიღნაღის მუზეუმი — ფიროსმანის ნახატების კოლექცია და არქეოლოგიური ექსპოზიცია
- წმინდა გიორგის ეკლესია და თავისუფლების მოედანი — ქალაქის ცენტრი ხედის ბაქნებით
- მარნები და ღვინის ბარები — ადგილობრივი საფერავი და ქვევრის რქაწითელი
- წნორი და ალაზნის ველი — ქვემოთ, 10 წუთის სავალზე, ვენახებითა და ბაზრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან საგარეჯოსა და ბაკურციხის გავლით დაახლოებით 110 კმ-ია, 1 საათი და 45 წუთიდან 2 საათამდე. მარშრუტკა სამგორის სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საგარეჯო–გურჯაანის ტრასით და ბოლოს აღმართით ქალაქში; გზა კარგია მთელი წლის განმავლობაში.
სად დავრჩეთ: ძველ ცენტრში — პატარა სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები ველზე გადამავალი აივნებით.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ქუჩები ქვაფენილიანი და დაქანებულია; ბოდბისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი კარგად მუშაობს.