ზღსპრული ჯუთა-ჭაუხი

ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებადუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63235

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ის რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო
ზაფხულის ჯუთა-ჭაუხი და ულამაზესი არაგვის ხეობა ????

ნუ დარჩები სახლში!
წამოდი ჩვენთან და ულამაზეს დღეს დაგიგეგმავთ, საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის

მოსანახულებელი ადგილები:
1)გუდაურის გადასახედი
2)სნოს ციხე,პატრიარქის რეზიდენცია,მისი მშობლიური სახლი და კარის ეკლესია????
3)მეხუთე სეზონი
4)ჯუთას ჩანჩქერი
5)ჯუთას ტბა
6)ჯუთა-ჭაუხი
ფეხით გასავლელი მანძილი 7 კილომეტრი????????????

მგზავრობა მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება
გიდის მომსახურება

ერთი დღის საკმარისი საკვები მიგვაქვს სახლიდან და ვაწყობთ პიკნიკს ბუნებაში????????????
გასვლა დილის 8:00 საათზე რუსთაველიდან(ველოსიპედის ძეგლი)

ადგილების დაჯავშნა დაწყებულია!

ტური გაიმართება რეგულაციების დაცვით,გისურვებთ ჯანმრთელობას????

დუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

დუშეთი და ბაზალეთის ტბა ერთდღიან გასვლად ჯდება, ხშირად ანანურთან ერთად; ზაფხულში გთავაზობთ ღამისთევასაც ტბის ნაპირზე. ტრანსპორტს თბილისიდან და მარშრუტს თქვენს თარიღებზე დავგეგმავთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: თბილისზე გრილა, დღისით 24–28°, ბაზალეთის ტბაზე ბანაობენ და ნავით სეირნობენ.
მაისი და ოქტომბერი სასიამოვნოა სასეირნოდ და ანანურისთვის, ღამით უკვე ცივა.
ზამთარში თოვს და ქალაქი მშვიდია; გუდაურისკენ მიმავალი ზოგჯერ აქ ჩერდება.

რა ვნახოთ

  • ჩილაშვილების ციხე — ქალაქის ცენტრში შემორჩენილი ციხე-კოშკი, დუშეთის ისტორიის სიმბოლო
  • ბაზალეთის ტბა — ვულკანური წარმოშობის ტბა დაახლოებით 900 მ სიმაღლეზე, ზაფხულში ბანაობით და ნავებით
  • ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე, 15 კმ-ში
  • ჟინვალის წყალსაცავი — ფირუზისფერი წყალი და გადასახედები სამხედრო გზაზე
  • ფასანაური — არაგვის ხეობის სოფელი ხინკლის სახლებით, გუდაურისკენ გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან 50–55 კმ-ია, დაახლოებით ერთი საათი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან გადის, გზაში 1–1,5 საათია; ტბასა და ანანურამდე ადგილზე ტაქსით მიხვალთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: სამხედრო გზით მცხეთისა და ჟინვალის მიმართულებით, დუშეთი მთავარ ტრასას რამდენიმე კილომეტრით გვერდზე უდევს; გზა მოასფალტებულია.
სად დავრჩეთ: ქალაქში — რამდენიმე გესტჰაუსი, მეტი არჩევანი ბაზალეთის ტბის ნაპირზეა (კოტეჯები და დასასვენებელი კომპლექსები).
რა წავიღოთ: საღამოსთვის თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ზაფხულში — საცურაო ტბისთვის.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქსა და ტბაზე კარგად მუშაობს.

დუშეთი: გზამკვლევი
დუშეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ბაზალეთის ტბაზე ბანაობა?
კი, ზაფხულში ბანაობენ, ქირავდება ნავები და კატამარანები. ივლის–აგვისტოს შაბათ-კვირას ხალხმრავალია.
რა ჯობს — დუშეთი ერთ დღეში თუ ღამისთევით?
დუშეთი, ბაზალეთი და ანანური თბილისიდან ერთ დღეში იოლად ჯდება. ღამისთევა ღირს, თუ ზაფხულში ტბაზე დასვენება გინდათ ან შემდეგ დღეს ყაზბეგისკენ აგრძელებთ.
როგორ მივიდე ბაზალეთამდე საკუთარი მანქანის გარეშე?
დიდუბიდან მარშრუტკით დუშეთამდე, იქიდან ტაქსით 10 წუთი. უფრო მარტივია ტური ან ტაქსი თბილისიდან.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.