ტური ზღაპარში“-მზოვრეთი-ქოზიფა-ქვემო შუანო-პანორამული ხედები-დეკას ყვავილობა-ორთუბანი-ბერთუბანი

ფოტო: Archil sutiashvili · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაქარელი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63226

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

T:

მოსანახულებელი ძეგლების ვიდეო ლინკები:

მძოვრეთის მამათა მონასტერი (ქალაქი მონაზონთა):

ეწვიეთ ლინკებს:

ქოზიფას მონასტრის ზღაპრული ეზო: (გუგომის) მამათა მონასტერი:

შუანოს მთის ზღაპრული პანორამული ხედები:

შუანოს მთა- 2250 მ-ზღვის დონიდან, ნისლი და გიგანტური ენძელების მდელო სექტემბერში:

ქარვისფერი შუანოს მთა:

მთა და ქვემო შუანოს ანტონი დიდის სახელობის მამათა მონასტერი:

ესეც შუანო:

შუანო შემოდგომის ტურიდან:

ბერთუნის მამათა მონასტერი:

ტურის დეტალური აღწერა:

ტური რომელიც არ უნდა გამოტოვო!

ტურის საფასური -30 ლ.

ტურის ხანგრძლივობა: ერთი დღე 07.00 (AM)-22.00 (PM)

ტურის სახეობა: პილიგრიმული-კულტურულ-შემეცნებითი.

მარშრუტი: თბილისი-ქარელი-თბილისი
მანძილი: 150 კმ (ცალმხრივად)
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკროავტობუსი
შეკრების ადგილი: ველოსიპედის ძეგლთან, რესპუბლიკის მოედანზე, მეტრო რუსთაველის მოპირდაპირე მხარეს!

P.S: კორპორატიული ჯგუფის შემთხვევაში, ტრანსპორტი მოდის თქვენთვის სასურველ ერთ კონკრეტულ ადგილზე)!

მოვინახულებთ:

*ორთუბნის დედათა მონასტერი- სადაც შეგიძლიათ თქვენი სურვილები კედელში დატოვოთ და დედაო ლოცვებში მოიხსენიებს;

* მზოვრეთის მათა მონასტერი და ციხე დარბაზის

კომპლექსი ,, პატარა სამოთხე დედამიწაზე“- მდებარეობს სოფ. ორთუბანთან სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე – იგი იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას. ვარაუდობენ რომ, ეს ციხე ყველაზე ძველი ციხეა ძამის ხეობაში. აგებულია

ადრეულ ფეოდალურ ხანაში (ვარაუდობენ VII-ს-ეს (ადრ.ფეოდ ხანა-IV-X სს) , მურვან ყრუს შემოსევამდე. მურვან ყრუს იგი დაუნგრევია და შემდეგ იგი ციციშვილებს XVII ს-ის დასაწყისში აღუდგენიათ და მათ საკუთრებას წარმოადგენდა.

ისტორია მოგვითხრობს, რომ 1400 წელს, გორის ციხიდან თემურ ლენგს (მე-6 ბრძოლის დროს) გამოქცეული გიორგი VII-ს, ბრძოლის დროს თავი მზოვრეთის ციხისათვის შეუფარებია. ამჟამად აქ მამათა მონასტერია. სამი ეკლესიაა, სადაც რეგულარულად მიმდინარეობს წირვა ლოცვა. ციხე ზემოდან გადმოჰყურებს ძამის ხეობას და თვალ წინ იშლება ულამაზესი ხედები.

*ქოზიფას (გუგომის) მამათა მონასტერი-სამონასტრო კომპლექსი-VII -ს-ის ძეგლი და იქ არსებული მიწისქვეშა წმ. ბერების მამათა საძვალე; P.S. ეს ადგილი ძალიან უყვარდა მეფე თამარს და ქართლში მოგზაურობის დროს აუცილებლად სტუმრობდა მას! (ფეხით გასავლელი მანძილი 500 მ).

*ბერთუბნის ულამაზესი მამათა მონასტერი სოფელ ტყემლოვანაში:

*ქვემო შუანოს წმ. ანტონი დიდის სახელობის მამათა მონასტერი;

*შუანოს პანორამული ხედები 2250 მ. ზღვის დონიდან; კარგ ამინდში, შთამბეჭდავად ჩანს კავკასიონის ყველა ცნობილი მწვერვალი. აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი ალპური ყვავილის-დეკას ყვავილობა!

ტურის საფასურში შედის:

1) მგზავრობა;
2) გიდი (გამყოლი).
3) ფოტო გადაღება;
4) დაგეხმარებით სამწვადის შერჩევაში სურვილის შემთხვევაში;
5) სიურპრიზი-გათამაშება!

არ შედის:

კვება: კვების გარეშე (ყველას მოგვაქვს საკვები ინდივიდუალურად და ერთად ვკიკნიკობთ ბუნებაში).
დამატებითი ინფორმაცია:
სასურველია იქონიოთ მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები.
კომუნიკაციის საშუალებები:
მობილური იჭერს ყველგან, ქოზიფას გარდა!

გაითვალისწინეთ !

* ქოზიფამდე ფეხით გასავლელი მანძილი ორმხრივად შეადგენს 500 მ-ს.

*თან უნდა იქონიოთ წყალი, თბილი ტანისამოსი და გეცვათ სპორტულად. ასევე მანდილოსნებს სასურველია ჰქონდეთ ქვედაბოლოები, თავსაბურავები და მამაკაცებს უნდა ეცვათ შარვალი, რათა ტაძარში შესვლაზე არ შეექმნათ პრობლემა.

*ყველას თან გვაქვს პირბადეები!
* არ ვანაგვიანებთ გარემოს!
* არ ვიგვიანებთ შეკრების ადგილზე!
* არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევი!
* არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
* ვუჯერებთ ტურის გამყოლ-ორგანიზატორებს!

*ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ტურის !ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს მარშუტის ლოკაცია ალტერნატიულით
* საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ერთად ვაწყობთ პიკნიკს!

ტურის ორგანიზატორი: აკაკი ლომიტაშვილი.
თანხას ვრიცხავთ წინასწარ, შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი გვარი, ძამის ხეობის ტური.
ს.ს."თიბისი ბანკი "
AKAKI LOMITASHVILI
დაჯავშნა მოხდება მხოლოდ - ან ნომრებზე დარეკვის და თანხის ჩარიცხვის შემდეგ!

მერწმუნეთ ეს ტური თქვენი და თქვენი მეგობრებისათვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩება!

ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ

ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.

რა ვნახოთ

  • ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
  • რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
  • ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
  • სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
  • ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.

ქარელი: გზამკვლევი
ქარელი

ხშირი კითხვები

რა არის ქარელთან აუცილებლად სანახავი?
ყინწვისის მონასტერი და მისი ფრესკები. თუ დრო გაქვთ, დაამატეთ რუისი და ურბნისი — ორივე ახლოსაა.
შეიძლება ქარელი ბორჯომის გზაზე ჩავრთოთ?
კი, ქარელი თბილისი–ბორჯომის გზაზეა. ყინწვისზე გადახვევას 1–2 საათი დასჭირდება.
როდის არის ხილის მოსავალი?
ატამი ძირითადად ივლის-აგვისტოშია, ვაშლი — სექტემბერ-ოქტომბერში. ამ დროს გზისპირა ბაზრობებზე ხილი ბევრია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.