დღიანი ტური აჭარაში ... ბათუმი, შეკვეთილი, გონიო, ბოტანიკური ბაღი....

ფოტო: Commander, U.S. Naval Forces Europe-Africa/U.S. 6th Fleet · Public domain; Andrew Milligan sumo · CC BY 2.0; Sosotedrd · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაბათუმი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63186

რა შედის

  • ტრანსფერი
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ადგილები, რომლების დათვალიერება ღირს

• ბათუმის ბოტანიკური ბაღი - მდებარეობს 3-5 კმ მოშორებით ბათუმიდან, იდეალური ადგილი ლამაზი ხედებით და იშვიათი მცენარეთა სახეობით.

• დელფინარიუმი - ღირს შესვლა, რადგან აქ ძალიან საინტერესო პროგრამა დელფინებთან, ასევე დამატებითი საფასურის გადახდის შემდეგ შეგიძლიათ იბანაო დელფინებთან ერთად.

• ბათუმის ბულვარი - ზღვის სანაპირო ველო ბილიკებით, სასეირნო ფართო გზით, პალმებით, რომლებიც განათებულია ღამით, ხანგრძლიობა სადღაც 10 კმ.

• მაისის პარკი - პარკი ქალაქის ცენტრში, დელფინარიუმთან ახლოს, ტბით და სასეირნო ნავებით, საბავშვო ატრაქციონებით და შადრევნით. შეგიძლიათ იჯდე სკამზე ჩრდილში, ისარგებლო ხეივნის სიმშვიდეთა.

• შადრევანი ნეპტუნი - მდებარეობს თეატრთან ბათუმის ცენტრში, შადრევანი მოოქროვილია, ემსგავსება ანტიკური საბერძნეთის შენობას.

• ჭაჭას კოშკი - მდებარეობს სანაპიროს დასაწყისში, ყოველთვის არ ფუნქციონირებს გაცემა უფასო ჭაჭის.

• ალი და ნინოს ქანდაკება - ასევე მდებარეობს სანაპიროს დასაწყისში, ფუტურისტული ძეგლის სტილი, რომელიც მოძრაობს, ორი ფიგურა მამაკაცის და ქალის შეაღწევენ ერთმანეთს.

• ბათუმის ეშმაკის ბორბალი - ერთ ერთი ბათუმის სიმბოლო, ძალიან ლამაზდ განათებულია ღამით, თვალსაჩინოა მანამდეც სანამ ქალაქში ჩამოხვალ.

• კოშკი ქართული ანბანით - თანამდეროვე შენობა რესტორნით და ქართული ანბანის ყველა ასოებით, ფუნქციონირებს ლიფტი ზევით აღზევებისთვის.

• ქორწინების სასახლე + შადრევნები - თანამედროვე ქორწინების სასახლე გედის კუდის ფორმით, შადრევნების მოედანით და ხიდებით, რომლებიც მოსწონს ბავშვებს.

• მომღერალი შადრევნები და ლაზერული შოუ - შადრევნები ლაზერული შოუთი, რეპროდუცირება პროექციის და შადრევნების მუშაობის დროს ლაზერი ამახვილებს სურათებს წყალზე. პროგრამაში „გედების ტბა“ და მრავალი სხვა შედევრები. დამიკავშირდით: გოგა

ბათუმი — რა ტურებს გთავაზობთ

ბათუმის ტური — მატარებლის ან ავტობუსის ბილეთები, სასტუმრო ზღვასთან და, სურვილისამებრ, ექსკურსიები მთიან აჭარაში ან გონიოში. დაგვიკავშირდით და თქვენს თარიღებზე ვარიანტებს მოგიმზადებთ.

როდის წავიდეთ

საცურაო სეზონი ივნისიდან სექტემბრამდეა: ჰაერი 25–30°, ზღვა აგვისტოში 25–26°-მდე თბება. ივლისი–აგვისტო ყველაზე ხალხმრავალი და ტენიანია.
სექტემბერი ყველაზე სასიამოვნოა — ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხალხი კი ნაკლები.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს, მაგრამ 8–12° ახლოსაა და ქალაქში სეირნობა, კაზინოები და რესტორნები მთელი წელი მუშაობს.

რა ვნახოთ

  • ბათუმის ბულვარი — 7 კმ-ზე მეტი სანაპირო ზოლი სასეირნო და საველოსიპედო ბილიკებით
  • ძველი ბათუმი — ევროპის მოედანი, პიაცა და XIX საუკუნის სახლები ვიწრო ქუჩებზე
  • ბოტანიკური ბაღი — მწვანე კონცხზე, ცენტრიდან 9 კმ-ში; სუბტროპიკული ტყე ზღვის თავზე
  • ალი და ნინოს ქანდაკება და ანბანის კოშკი — ახალი ბულვარის სიმბოლოები, საღამოს განათებით
  • არგოს საბაგირო — ანურიას მთაზე ასვლა ქალაქისა და ნავსადგურის ხედით
  • არდაგანის ტბა — მუსიკალური შადრევნები საღამოობით

როგორ მივიდეთ

მატარებლით თბილისიდან ბათუმამდე 5–5,5 საათია, დღისით და ღამითაც დადის. მანქანით დაახლოებით 370 კმ-ია, რიკოთის ახალი გზით 4,5–5,5 საათი — საცობის მიხედვით; ავტობუსები და მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან მატარებლით, მანქანით ან ავტობუსით; ზაფხულში ბილეთები წინასწარ იყიდეთ.
სად დავრჩეთ: ბულვარისა და ძველი ბათუმის სიახლოვეს — სასტუმროები და აპარტამენტები; ახალ ბულვარზე — მაღლივი სასტუმროები ზღვის ხედით.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე, პლაჟისთვის — სპეციალური ფეხსაცმელი, რადგან სანაპირო კენჭოვანია.
გადაადგილება: ქალაქის ავტობუსები, ტაქსი აპლიკაციით და ველოსიპედის გაქირავება ბულვარზე.

ბათუმი: გზამკვლევი
ბათუმი

ხშირი კითხვები

როდის ჯობს ბათუმში წასვლა ბავშვებთან ერთად?
ივნისი და სექტემბერი — ზღვა თბილია, სიცხე და ხალხი კი ნაკლები. აგვისტოში ცხელა და ტენიანია, პატარებისთვის ეს დამღლელია.
რომელ უბანში დავრჩე?
ფეხით სასეირნოდ ყველაზე მოსახერხებელია ძველი ბათუმი და ბულვარის მიმდებარე ქუჩები. მაღალი სართულიდან ზღვის ხედი თუ გინდათ — ახალი ბულვარი.
როგორი პლაჟია ბათუმში?
კენჭოვანი, ზღვა კი ნაპირიდანვე ღრმავდება. ქვიშიანი პლაჟის მოყვარულები ხშირად ურეკსა ან კვარიათისკენ მიდიან.
რამდენი დღე სჭირდება ბათუმს?
ქალაქისა და ბოტანიკური ბაღისთვის 2–3 დღე საკმარისია. ზღვაზე დასასვენებლად ჩვეულებრივ ერთ კვირას რჩებიან და შუაში მთიან აჭარაშიც გადიან.
რა ვნახო ბათუმის შემოგარენში?
გონიოს ციხე, მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარის თაღოვანი ხიდი, მტირალას ეროვნული პარკი, ხოლო უფრო შორს — ხულო და გოდერძი.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.