დღიანი ტური სამეგრელოში

ფოტო: Lika2672 · CC BY-SA 3.0; Nikolai Bulykin · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამარტვილი, სენაკი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63180

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

სანახავი ადგილები:

დღე პირველი:

ოლორის კანიონი

ომუნეს ჯიხა

ინწრას კანიონი

ინწრას ჩანჩქერებიწ

წაჩხურუსმონასტერი

თხროპას (ხირზენის) ჩაჩნქერი

ღამით დავბანაკდებით მარტვილში, საოჯახო სასტუმროში.

დღე მეორე:

ნოღას ციხე

ალერტის მონასტერი

დედამოკას თერმული წყლები

ტეხურის კანიონი

შხეფის ციხე

ტურის ხანგრძლივობა: ორი დღე და ერთი ღამე.

გამყოლისმომსახურება,

ტრანსპორტირება თბილისიდან კომფორტული მიკროავტობუსით და უკან,

უზრუნველყოფა სამედიცინო პირველადი დახმარების საშუალებებით

ღამით დასვენება საოჯახო სასტუმროში

ფოტო-ვიდეო გადაღება

მარშრუტი - საშუალო სირთულის

ფეხით სავალი:

1) პირველ დღეს 6კმ.

2) მეორე დღეს ჯამში 1 კმ.

ჩანთებს და აღჭურვილობას ვტოვებთ ტრანსპორტში

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 19, მინიმალური - 14.

ტურში რეგისტრაციისათვის თანხას ვრიცხავთ წინასწარ.

იმისათვის, რომ ტური არ ჩაიშალოს გასვლამდე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თანხა უკან არ ბრუნდება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან ტურის ჩაშლა მოხდა ჩვენ მიერ.

ვიმედოვნებ, ერთად შევქმენით მეგობრულ გარემოს ????

ვისაც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა გეხერხებათ, წამოიღეთ

ტური შეიძლება ჩაიშალოს:

- ავდრის გამო,

-თუ არ შეიკრიბა მონაწილეთა საჭირო რაოდენობა, რის გამოც ვერ მოხერხდება ტრანსპორტირების ხარჯების გადაფარვა.

ამ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ ჩარიცხული თანხა

გაითვალისწინეთ:

ტრანსპორტით გადაადგილებისას სავალდებულოა პირბადის გამოყენება.

მოგვაქვს აუცილებლად ერთი წყვილი გამოსაცვლელი თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სასურველია მაღალყელიანი.

ოლორის კანიონის სანახავად აუცილებელია მუხლამდე წყალში ჩასვლა.

მოგაქვთ საწვიმარი ლაბადა.

აუცილებელი მოთხოვნები :

არ მოვდივართ ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ.

ვემორჩილებით ტურის ხელმძღვანელს.

არ ვუხვევთ მარშრუტიდან თვითნებურად.

არ გავრბივართ წინ.

არ ვრჩებით უკან. გაითვალისწინეთ რა, რომ თქვენი სიზარმაცე ან წინასწარ ზერელე დამოკიდებულებისა გამო სხვა მონაწილე ვერ ნახავს გეგმით გაწერილი სანახაობებს!

არ ვწუწუნებთ.

არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე.

ვისაც ნერვები ეშლება გართობაზე, გთხოვთ სხვასაც ნუ მოუშლით და დარჩით სახლში

ალკჰოლის მიღება შესაძლებელია საბანაკო ადგილას, ზომიერად, ტურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეცვალოს გეგმა და მარშრუტი.

P. S. სხვა რეგიონებიდან მსურველები უნდა დაგვხვდნენ გზად იმ მარშრუტზე სადაც გავივლით, ტრანსპორტს ვქირაობთ თბილისიდან, ამიტომ ადგილის ფასი უცვლელია მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა.

გისურვებთ ლამაზ, დაუვიწყარ დღეებს

, თათია

ბექა

მარტვილი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური მარტვილში ჩვეულებრივ ოკაცესა და პრომეთეს მღვიმესაც მოიცავს: ტრანსპორტი, გიდი, ნავით სეირნობა და ღამისთევა ქუთაისში. მარშრუტს თქვენს თარიღებზე შეგირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, კანიონში წყალი სუფთა და ფერადია.
ივლისი–აგვისტოში ნოტიო სიცხეა, 30°-ზე მეტი, კანიონთან კი რიგები დგება.
ძლიერი წვიმის შემდეგ წყალი იმღვრევა და ნავით სეირნობა შეიძლება შეჩერდეს; ზამთარში რბილი, მაგრამ წვიმიანი ამინდია.

რა ვნახოთ

  • მარტვილის კანიონი — ფირუზისფერი წყალი, ჩანჩქერები და ნავით სეირნობა ვიწრო ხეობაში
  • ჭყონდიდის (მარტვილის) მონასტერი — ძველი ტაძარი გორაზე, ქალაქისა და ველის ხედით
  • ბალდის კანიონი და ონიორეს ჩანჩქერი — ნაკლებად ხალხმრავალი, ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ში
  • ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი — მეზობელ ხონის მუნიციპალიტეტში, ერთ დღეს ხშირად ერთად ნახულობენ

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 280 კმ-ია, 4–4,5 საათი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჯერ ქუთაისამდე მიდიან მატარებლით ან მარშრუტკით, იქიდან მარტვილის მარშრუტკას დაახლოებით 1 საათი სჭირდება.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ქუთაისამდე ავტომაგისტრალით, შემდეგ ხონის ან სამტრედიის გავლით.
სად დავრჩეთ: მარტვილში — რამდენიმე გესტჰაუსი; უმეტესობა ქუთაისში ჩერდება და აქ ერთი დღით მოდის.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი კანიონის ბილიკებისთვის, ზაფხულში — მწერების საწინააღმდეგო საშუალება; მონასტრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია.

მარტვილი: გზამკვლევი
მარტვილი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თბილისიდან ერთ დღეში?
შეიძლება, მაგრამ გზაში 8–9 საათი გაგივათ. უმჯობესია ღამე ქუთაისში გაათიოთ და მარტვილს ოკაცე ან პრომეთეს მღვიმე დაამატოთ.
ყოველთვის მუშაობს ნავით სეირნობა?
ჩვეულებრივ მთელი წელი, მაგრამ ძლიერი წვიმისა და მაღალი წყლის დროს შეიძლება შეჩერდეს. კანიონში ბანაობა დღეს ნებადართული არ არის.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, ბილიკები მოკლეა და კეთილმოწყობილი, ნავით სეირნობა კი ბავშვებს მოსწონთ; პატარებისთვის საშველი ჟილეტები ადგილზეა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.