ჯავახეთი: წალკა, გორელოვკა, ფარავნის ტბა, ფოკა და ა.შ.

ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Serafita · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაახალქალაქი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63168

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

1. ბერთას მონასტერი (სასწაულომოქმედი კალმახები)
2. ფარავნის ტბა - ფართობით საქართველოში ყველაზე დიდი ტბა
4. ფოკის წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტერი -
( სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში ).
6. საღამოს ტბა
7. ახალქალაქი - ტურინის სუდარის ასლი (სუდარა, რომელშიც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის სხეული გაახვიეს. „მეხუთე სახარებად“ წოდებული. საგანგებოდ აშენებულ ეკვდერშია დაბრძანებული. შენობა მოხატულია ერთ-ერთი ყველაზე რთული და უძველესი მეთოდით, რომელიც ენკაუსტიკის სახელითაა ცნობილი.)
8. გორელოვკა - დუხაბორების ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ანი
ლევანი
VIBER / WhatsApp -

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

???? გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით. გთხოვთ წინასწარ შეიძინოთ ერთი დღისთვის რაც დაგჭირდებათ: საკვები, წყალი, სიგარეტი და ა.შ.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი წინდა საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს

ახალქალაქი — რა ტურებს გთავაზობთ

ჯავახეთის ტური ახალქალაქს, ვარძიას და ზეგანის ტბებს აერთიანებს — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და ღამისთევა ახალქალაქში ან ახალციხეში. ზაფხულის თარიღს ერთად შევარჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისი–აგვისტო: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ზეგანზე ყვავილობის დროა.
მაისი და სექტემბერი ცივია, 10–18°, ამინდი სწრაფად იცვლება.
ზამთარი გრძელი და მკაცრია, ყინვა -20°-მდე ჩადის და წალკის გზაზე ხშირად თოვს.

რა ვნახოთ

  • ახალქალაქის ციხე — შუა საუკუნეების გალავნის ნაშთები ქალაქის თავზე
  • კუმურდოს ტაძარი — 964 წლის ტაძარი ქართული წარწერებით, დაახლოებით 10 კმ-ში
  • ვარძია — კლდეში ნაკვეთი მონასტერი, გზით დაახლოებით 40 კმ
  • ქარწახის ტბა — დიდი ტბა თურქეთის საზღვარზე, ფრინველებით
  • სამსარის ქედი — ჩამქრალი ვულკანები და მთის ბილიკები
  • აბულის ციხე — კიკლოპური ციხე-სიმაგრე ქედის კალთაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან წალკისა და ნინოწმინდის გავლით დაახლოებით 180 კმ-ია, 3–3,5 საათი; ბორჯომი–ახალციხის გზით 250 კმ-ზე მეტი. მარშრუტკები დიდუბიდან (ახალციხის გავლით) და სამგორიდან (წალკის გავლით) გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: წალკა–ნინოწმინდის გზით უფრო მოკლეა, ბორჯომი–ახალციხის გავლით — გრძელი, მაგრამ ზამთარში უფრო საიმედო.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე პატარა სასტუმრო და გესტჰაუსია.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც — საღამოს გრილა.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქში მუშაობს; ქალაქში ბევრგან სომხურად და რუსულად ლაპარაკობენ.

ახალქალაქი: გზამკვლევი
ახალქალაქი

ხშირი კითხვები

რომელი გზით ჯობს წასვლა — წალკით თუ ბორჯომით?
ზაფხულში წალკის გზა უფრო მოკლეა. ზამთარში და თოვლის დროს უფრო საიმედოა ბორჯომი–ახალციხის გზა.
რა ჩამოვიტანოთ ახალქალაქიდან?
ჯავახური ყველი და ადგილობრივი კარტოფილი ცნობილია. ყველის პატარა საწარმოები ზოგჯერ სტუმრებს დეგუსტაციას სთავაზობს.
რამდენი დღე სჭირდება?
ახალქალაქისა და ვარძიისთვის ერთი ღამე საკმარისია; ტბებისა და სამსარის ლაშქრობისთვის 2–3 დღე სჯობს.
რა ამინდია ზაფხულში?
დღისით თბილა, 20–25°, მაგრამ ღამე 10°-მდე ცივდება. ქურთუკი აუცილებლად წაიღეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.