ბოშური, წეროსხევი, ვერეს ღვთისმშობლის ტაძარი,ატენის სიონი და ა.შ.

ფოტო: Stolbovsky · CC BY-SA 3.0; GuramGraphy · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაგორი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63167

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

1. ბოშური - ტყეში ჩაფლული ულამაზესი სოფელი
2. ფეტვისხევის მარიამწმინდის მამათა მონასტერი მე-9 -10 ს.ს.
3. წეროსხევი - კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია,
წმ. გიორგის ეკლესია და რამდენიმე შენობის ნანგრვი. განვითარებული ფეოდალური ხანა.
4. ატენის სიონი - მე - 7 ს. ტაძრის კედელზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები.
5. ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია - მე-7ს. მდებარეობს ტყეში ჩაფლულ ულამაზეს ადგილას.
6. დანახვისის წმ. გიორგის ეკლესიის ნიში ( მოვილოცავთ მხოლოდ ნიშს, რადგან დანახვისის წმ. გიორგის ტაძარში ასვლას ერთი დღე სჭირდება).

ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში
10 კმ. მარტივი სირთულის.

ანი
ლევანი
VIBER / WhatsApp -

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

თბილისში დაბრუნების დრო:
21:00 საათიდან - 21:30 საათამდე.

???? გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით. გთხოვთ წინასწარ შეიძინოთ ერთი დღისთვის რაც დაგჭირდებათ: საკვები, წყალი, სიგარეტი და ა.შ.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი წინდა საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს

გორი — რა ტურებს გთავაზობთ

გორის ტური, როგორც წესი, უფლისციხეს, სტალინის მუზეუმსა და გორისციხეს მოიცავს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით; შეგვიძლია მცხეთა ან ატენის მარანი დავამატოთ. დღეს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვგეგმავთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, უფლისციხეში ფეხით სიარული სასიამოვნოა, ოქტომბერში ატენის ხეობაში რთველია.
ივლის-აგვისტოში 30°-ზე მეტია, უფლისციხის კლდეებზე ჩრდილი არ არის — დილით წადით.
ზამთარში ცივი, მაგრამ უთოვლო დღეები ხშირია; მუზეუმები ღიაა.

რა ვნახოთ

  • უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ანტიკური ქალაქი მტკვრის ნაპირზე, გორიდან 10 კმ-ში
  • გორისციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის თავზე; გალავნიდან მთელი გორი და კავკასიონი ჩანს
  • სტალინის მუზეუმი — სახლი, სადაც დაიბადა, მუზეუმის შენობა და მისი ჯავშნიანი ვაგონი
  • ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ქალაქიდან 12 კმ-ში
  • საქართველოს გმირების მემორიალი — ბრინჯაოს მეომრების ფიგურები გორისციხის ძირას
  • გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი — შიდა ქართლის ყოფა და არქეოლოგიური ნაპოვნები

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 85 კმ-ია, 1–1,15 საათი. დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი მატარებლები გორში ჩერდება, მგზავრობა დაახლოებით 1 საათია; მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის, 1–1,5 საათი.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი (E60) მცხეთის გავლით.
სად დავრჩეთ: პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები ცენტრში; ბევრი ერთი დღით ჩამოდის თბილისიდან.
რა წავიღოთ: მოხერხებული ფეხსაცმელი უფლისციხისთვის, ზაფხულში — ქუდი და წყალი; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს.

გორი: გზამკვლევი
გორი

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება გორს?
უფლისციხე, მუზეუმი და ციხე ერთ დღეში ჯდება. ატენის სიონისა და მარნის დასამატებლად კიდევ ნახევარი დღე გჭირდებათ.
როგორ მივიდე უფლისციხემდე?
გორიდან 10 კმ-ია — ტაქსით 15 წუთი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იშვიათად დადის, ამიტომ ტაქსი ან ტური უფრო მოსახერხებელია.
რა ჯობს — მატარებელი თუ მარშრუტკა?
მატარებელი უფრო კომფორტულია და ერთ საათში ჩადის, მაგრამ დღეში რამდენიმე რეისია. მარშრუტკა დიდუბიდან ხშირად გადის, თუმცა ცოტა უფრო დიდხანს მიდის.
ბავშვებთან ერთად საინტერესოა?
კი: უფლისციხის გამოქვაბულები და გვირაბი, გორისციხის გალავანი ბავშვებს მოსწონთ. ზაფხულში უფლისციხე დილით დაგეგმეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.